საქართველო "ჩვენ გავიფიცეთ" - მედიასაშუალებები მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად მასობრივად გაიფიცნენ 14 იანვარი, 19:47 სხვადასხვა მედიასაშუალებები გაიფიცნენ. ისინი დაპატიმრებულ "ბათუმელების" დირექტორს მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებენ და მოითხოვენ მის გათავისუფლებას.
მზია ამაღლობელს სოლიდარობა 10-ზე მეტმა ტელევიამ და 20-ზე მეტმა ონლაინ-გამოცემამ გამოუცხადა, პროტესტს არ შეუერთდნენ სახელისუფლებო ტელე-მედია საშუალებები.
მედიებმა გაფიცვა დღეს 17 საათიდან 20 საათამდე გამოაცხადეს.
ყველა მათგანმა, ვინც პროტესტს შეუერთდა ერთი და იგივე პოსტერი გამოაქვეყნეს თავიანთ ეკრანებზე, თუ ვებ-გვერდებზე.
პოსტერზე გამოსახულია მზია ამაღლობელის ფოტო, მის დღევანდელ სასამართლო პროცესიდან ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მას ხელში უკავია მარია რესას წიგნი "როგორ დავამარცხოთ დიქტატორი". შავ ფონზე კი წარწერაა: „ასეთი იქნება ქვეყანა კრიტიკული მედიის გარეშე. სოლიდარობა მზია ამაღლობელს და რეჟიმის ყველა პატიმარს! ჩვენ გავიფიცეთ!”
ტელევიზიები:1. TV პირველი2. ფორმულა3. მთავარი არხი4. TV 255. მეცხრე ტალღა6. ბი-ემ-ჯი7. გურია TV8. აგროგარემო9. მეგა TV10. კავკასია11. ოდიში TV12. პალიტრა TV13. TOK TV14. TV მონიტორიონლაინ-პლატფორმები:1. ბათუმელები2. აი ფაქტი3. აპრილი4. აჭარა თაიმსი5. ინდიგო6. ინტერპრესნიუსი7. მაუწყებელი8. მედიაჩეკერი9. მთის ამბები10. NEWS.On.ge11. პროექტი 2412. პუბლიკა13. რადიო მარნეული14. რეალპოლიტიკა15. რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი16. სამხრეთის კარიბჭე17. სტუდია მონიტორი18. ტაბულა19. ფორბს საქართველო20. ჩაი-ხანა21. ჯემნიუსი#თავისუფლებამზიაამაღლობელს#თავისუფლებაგურამმურვანიძეს#თავისუფლებაპოლიტპატიმრებს25 შეფასება არ არის |