x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
10 საკვებად ვარგისი ხილი,რომლის არსებობაც ჩვენში ფაქტობრივად არ იციან
მარიანის ქლიავი


ეს საოცარი ხილი იზრდება ინდონეზიასა და მალაიზიაში. მას აქვს ერთდროულად თვითკმარი ტკბილი და მომჟავო გემო.კურკებს ჩვეულებრივ ყრიან. თუმცა, ისიც საკვებად ვარგისია.

image

იანტოკი



ნაყოფს აქვს მკაფიო სიმჟავე. იზრდება ავსტრალიაში.

image

მანგო პაჰო


ეს არის მანგოს ნაირსახეობა, ხარობს ფილიპინებში. პაჰოს მანგოს ჩვეულებრივ კრეფენ ველურ ბუნებაში და იშვიათად მოყავთ შინაურ პირობებში. მოუმწიფებელი ხილისგან ამზადებენ მწნილს ან სალათებში იყენებენ.

image

ტაბონ-ტაბონი


ეს არის ველური ტროპიკული ხილი, რომელსაც აქვს ცხარე გემო.

image

ბულის პალმის ნაყოფი


ბულის პალმა სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ ყვავის, რის შემდეგაც ისხამს დიდი რაოდენობით პატარა მრგვალ ნაყოფებს და კვდება.

image

ხურმა ბლანკო


ტროპიკული მცენარე, რომელიც იძლევა მყვირალა ფერის წარმოუდგენლად გემრიელ ხილს. იზრდება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.

image

იბული ანუ კუბილი

ეს არის უჩვეულო ხილი, წაბლის მსგავსი (თუმცა ის უფრო მჭიდროდ არის დაკავშირებული ლიჩთან), რომელიც იზრდება ფილიპინებსა და ინდონეზიაში. თესლი შეიძლება მოხალოთ ან მოხარშოთ. გემოთი ტკბილი კარტოფილის მსგავსია.

image

ლუკუმა


ხილი, რომლის გემოც კრემ ბრულეს ჰგავს. მისი გასინჯვა შესაძლებელია პერუში, ჩილესა და ეკვადორში.

image

ვაშლ-ვარსკვლავი ანუ კაიმიტო


უჩვეულო ხილი ცენტრალური ამერიკიდან, რომელსაც იყენებენ წვენების და სხვადასხვა დესერტების დასამზადებლად. კანი არ იჭმევა, ამიტომ ნაყოფს ჩვეულებრივ შუაზე ჭრიან და შიგთავსს კოვზით იღებენ.

image

ჯამბოლანი


ტროპიკული მცენარე, რომელიც გვხვდება აზიასა და ცენტრალურ ამერიკაში. მუქი მეწამული ნაყოფის თხელი კანის ქვეშ არის თეთრი ან მეწამული წვნიანი რბილობი, რომელსაც აქვს მომწარო გემო და სასიამოვნო არომატი.

image

0
196
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
196
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0