სასარგებლო პროდუქტები დასახელდა 100 ყველაზე ამაზრზენი კერძი მსოფლიოში,ჩვენთვის კარგად ნაცნობი რომელი საჭმელი მოხვდა ანტირეიტინგში? 2023, 13 დეკემბერი, 13:27 ![]() დასახელდა მსოფლიოში 100 ყველაზე ამაზრზენი კერძი, რეიტინგში შესულია კერძები მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან . ანტირეიტინგი სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციული კერძების გასტრონომიული გზამკვლევის, TasteAtlas-ის ავტორებმა შეადგინეს. რეიტინგის შემდგენლებმა პირველი ადგილი მიაკუთვნეს ისლანდიურ კერძს haukart-ს(მთავარ ფოტოზე) რომელიც მზადდება ნაწილობრივ გახრწნილი ზვიგენის ხორცისგან. მეორე პოზიცია დაიკავა ებრაულმა კერძმა "იერუსალიმის კუგელმა" - პიკანტური ულუფა, რომელიც ცხვება ღუმელში, შემადგენლობა:კარამელიზებული შაქარი, ვერმიშელი, კვერცხი ზეითუნის ზეთითა და სანელებლებით. ![]() რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა ამერიკულმა "რამენ ბურგერმა", ჰამბურგერის ნაირსახეობა, სადაც ფუნთუშების ნაცვლად გამომცხვარ ლაფშას იყენებენ.ახალი ვარიანტი შექმნა კეიძო სიმამოტომ 2013 წელს ბრუკლინში. ![]() რეიტინგში 67-ე ადგილი უკავია ჩვენთვის კარად ნაცნობ "ხალადეცს"მრომელიც მიეკუთვნება რუსულ ეროვნულ კულინარიას, სხვათა შორის ანტირეიტინგში მეზობელი ქვეყნის კიდევ ერთი კერძი მოხვდა, იაკუტური სალათი "ინდიგირკა" (31-ე ადგილი)რომელიც შედგება კუბებად დაჭრილი გაყინული თევზისგან, შეზავებული მცენარეული ზეთით, ხახვითა და წიწაკით. 100-ში კიდევ ჩვენო ორი მეზობელი ქვეყნის კერძები მოხვდა, თურქული ბოსტნეულის სუპი (მე-7 ადგილი) და დესერტი(59-ე ადგილი) და სომხური "ხაპამა"-კერძი გოგრით და ბრინჯით(44-ეს ადგილი) მთლიანი რეიტინგი იხილეთ ამ ბმულზე. 748 3-ს მოსწონს
|