საზოგადოება "ჰმ... უცნობი ქალის პორტრეტიო, რა უცნობი? ბაბუცაა-მეთქი წინა ცხოვრებაში"-გელა ზედელაშვილი გუშინ, 15:28 "აი, სუ ვფიქრობდი, ვისა ჰგამს, ვისა ჰგამს-მეთქი და როგორც იქნა, მივაგენ. არა, ნუ, მეც მაგარი ნიჭიერი ვარ, რაააააა!
ჰგამს კი არა, ის არი წინა ცხოვრებაში, ბაბუცაა. მხატვარი, რომელმაც ის დახატა, ალბათ აქციებზე დაბოდიალობს და ბაბუცას ესკიზებს აკეთებს, ეგეთ სილამაზეს ფუნჯისა თუ ფანქრის ერთი მოსმით ვერ დაჰხატამ. ჰო, თუკი ბაბუცა დაიბადა ხელახლა, ის მხატვარიც ხო დაიბადებოდა თავიდამ? ყოველ შემთხვევაში, იმ ბაბუცას მაინც გამოჰყვებოდა, რათა ეს ბაბუცაც დახატოს.
ჰმ... უცნობი ქალის პორტრეტიო, რა უცნობი? ბაბუცაა-მეთქი წინა ცხოვრებაში. აჰა, შეადარეთ - როგორი არისტოკრატული გამოხედვაა, როგორი ამაყი მზერაა, როგორი დიდგვაროვნული სამოსია, როგორი იდუმალი რომანტიკულობაა, როგორი მეჯლისური მიხვრა-მოხვრაა. ახლა არ მითხრათ, სურათზე მიხვრა და მოხვრა რანაირად დაინახეო?
დავინახე!
სხვათა შორის, თუ ნიჭიერი ხარ, მიხვრა-მოხვრას და გულის ფეთქვას, სურათზეც დაინახამ.
მა რააააააა!
ნიჭიერ ადამიანს მხედველობა აქვს რენდგენივით, შემოგხედამს, ეგრევე გაგშიფრამს.
მოკლედ, ახალი წლის დღეები ამაზე ფიქრში გავატარე, არ მოვისვენე და მაინც ამოვიცან, ის არი, ის!
ბაბუც, შენ პატარაია კი არა, დიდია ხარ, ან კიდე დიდებაშვილი, ან კიდე დარბაისელი, ან კიდე ბაგრატიონი!"-წერს სოციალურ ქსელში გელა ზედელაშვილი.
185 2-ს მოსწონს
|