სხვა 5 უცნაური და ძნელად დასაჯერებელი ფაქტი დღეს, 8:49 სამყარო სავსეა სიურპრიზებით და ზოგიერთი მეცნიერული აღმოჩენა, იმდენად აბსურდულად ჟღერს, რომ ადვილად შეიძლება, შეცდომით, მოგონილ ამბად მივიჩნიოთ. თუმცა, რაც არ უნდა უცნაურად გვეჩვენებოდეს, ქვემოთ წარმოდგენილი ფაქტები, მეცნიერების მიერ არის დადასტურებული. ისინი გვახსენებენ, რომ რეალობა, ხშირად, წარმოსახვასაც კი აღემატება... ტყუპები, მაგრამ სრულიად განსხვავებულები იცოდით, რომ ტყუპებს, შეიძლება, განსხვავებული მამები ჰყავდეთ? ეს იშვიათად ხდება, მაგრამ სავსებით შესაძლებელია... მიზეზი კი, სპერმის სიცოცხლის უნარიანობაა, რომელიც ხუთ დღემდე გრძელდება. თუ ამ პერიოდში, ქალს სქესობრივი კავშირი ორ სხვადასხვა მამაკაცთან აქვს, მისი კვერცხუჯრედი, შეიძლება, ორივე მამაკაცის სპერმით განაყოფიერდეს და შედეგად, ტყუპები სხვადასხვა მამისგან დაიბადებიან. მსოფლიოში მხოლოდ 10-მდე ასეთი შემთხვევაა რეგისტრირებული. გრძნობდეთ სხვის ტკივილს – ეს რეალურია ზოგი ადამიანი, სხვის ფიზიკურ ტკივილს, პირდაპირი მნიშვნელობით გრძნობს – ეს ფენომენი ცნობილია, როგორც სარკისებური შეხების სინესთეზი. თუმცა, ადამიანებს შეუძლიათ, მხოლოდ იმ გრძნობების ასახვა, რაც წარსულში თავადვე აქვთ განცდილი. მაგ., თუ ადრე თავის ტკივილი ჰქონდათ, მათ შეუძლიათ, ეს იგრძნონ, როდესაც ამას სხვა განიცდის. ეს იშვიათი დაავადება, მოსახლეობის 2%-ზე ნაკლებს აწუხებს. ფუტკრები, შეიძლება, ერთმანეთისთვის სასიკვდილოდ საშიშნი იყვნენ ფუტკრები – თანამშრომლობითი არსებები არიან. მაგრამ, როდესაც საქმე მათ სკებს ეხება, ისინი ძალიან ტერიტორიულები ხდებიან. თუ ფუტკარი უცხო სკაში შესვლას შეეცდება, მცველი ფუტკრები მას თავს დაესხმებიან. ამ პროცესში, ხშირად, ორივე ფუტკარი იღუპება – ერთი საკუთარ სახლს იცავს, მეორე კი, მასში შეჭრას ცდილობს. ამ თავდაცვითი ქცევის წყალობით, სკა, დაუპატიჟებელი სტუმრებისგან, ყოველთვის დაცულია... რატომ ერიდება აზიელების უმეტესობა რძეს? სამ-აღმ. აზიის მოსახლეობის, თითქმის 98%, ჰიპოლაქტაზიის (ლაქტოზას მონელების უუნარობა) გამო, ლაქტოზას აუტანლობას განიცდის. რძის ათვისება – შედარებით ახალი ევოლუციური თვისება. ის ევროპელებში, დაახლოებით, 12000 წლის წინ განვითარდა, როგორც ცივ კლიმატთან ადაპტაციის და მზის სხივების ნაკლები შედეგი, რაც D ვიტამინის მიღებას ართულებდა. უფრო მზიან რეგიონებში, როგორიც აზიაა, ასეთი საჭიროება არ არსებობდა და ამიტომ, რძის მონელების უნარის განვითარების საჭიროება არ იყო. შორეულ წარსულში ცისფერი თვალები არ არსებობდაწარმოიდგინეთ სამყარო, სადაც ყველა ადამიანს ყავისფერი თვალები აქვს. ეს, რა თქმა უნდა, წარმოუდგენლად ჟღერს. მაგრამ, დაახლოებით, 10 ათასი წლის წინ, რეალობა, სწორედ ასეთი იყო. ცისფერი თვალები, ერთ ადამიანში, ორმხრივად გენეტიკური მუტაციის გამო გაჩნდა და როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, ეს მოვლენა შავი ზღვის რეგიონში მოხდა. კოპენჰაგენელი მკვლევარების აზრით, რომლებსაც ჰანს ერბერგი ხელმძღვანელობს, ამ მუტაციამ, OCA2 გენზე მოახდინა გავლენა, რომელიც თავის მხრივ, გავლენას ადამიანის პიგმენტაციაზე ახდენს. ამ ადამიანმა თავისი "ცისფერი თვალების გენი" შთამომავლობას გადასცა, რომლებიც მთელ მსოფლიოში განსახლდნენ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს მუტაცია, რეცესიული (ითრგუნება დომინანტური გენებით) მოვლენაა. ამიტომ, ცისფერი თვალები, ნაკლებად გავრცელებულია, ვიდრე ყავისფერი. როგორც ალბერტ აინშტაინმა თქვა, "რაც უფრო მეტს ვსწავლობ, მით უფრო ვხვდები, რამდენი რამ არ ვიცი". სამყარო სავსეა მოულოდნელობებით – გამოიჩინეთ ცნობისმოყვარეობა და ვინ იცის, მომავალში კიდევ რამდენ საინტერესო ფაქტს აღმოაჩენთ?! არხის სხვა სიახლეები:* მეცნიერებმა მსოფლიოს უძველესი რუკა გაშიფრეს* იგავი, რომელსაც ამერიკის ბიზნეს სკოლებში ასწავლიან* ფოტოები კარგი განწყობისთვის – 20 (25 ფოტო)* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები373 შეფასება არ არის
|