x
image
Yoona
Mediator image
ფოტოგრაფ ბეტ მუნის „ალმასის ღამეები“ - ძველი ხეები ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ
ბეტ მუნი თავისი ფოტოპროექტისთვის ეწვია ნამიბიას, ბოსტვანას, იტალიას და აშშ-ს. ფოტოგრაფი 14 წლის განმავლობაში მოგზაურობდა მსოფლიოში უძველესი ხეების მოსაძებნად. მისი ფოტოები მოხვდა წიგნში „უძველესი ხეები: დროის პორტრეტები“. „ალმასის ღამეები“ ასევე არის პროექტი ხეებზე, მაგრამ აქცენტით ღამის ფოტოგრაფიაზე.



image



image



დაყოვნება ფოტოზე შლის ზღვარს ხილულსა და უხილავს შორის. აქ ჩნდება უსასრულო კოსმოსის და მიწაში ღრმად გამდგარი ფესვების მქონე მცენარეების ბრწყინვალება.




image



მუნის სერიის შთაგონებით დაიწყეს მეცნიერული კვლები, რომლებიც ხეებსა და ციური სხეულების მოძრაობას შორის კავშირს ეძღვნება.



image



„ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ხეები უფრო სწრაფად იზრდებიან, როდესაც კოსმოსური გამოსხივების უფრო მაღალი დონე აღწევს დედამიწის ზედაპირს. მივიდნენ დასკვნამდე, რომ კოსმოსური გამოსხივება გავლენას ახდენს ხეების ზრდაზე უფრო მეტად, ვიდრე ნალექის ტემპერატურა ან რაოდენობა. ცნობილმა მკვლევარმა ლოურენს ედვარდსმა აღმოაჩინა, რომ ხის კვირტები იცვლის ფორმას და ზომას რიტმულად, მთელი ზამთრის განმავლობაში რეგულარული ციკლურობით, რაც პირდაპირ კავშირშია მთვარესთან და პლანეტებთან“ - წერს ფოტოგრაფი.



image



ამ სერიის წყალობით ბეტმა გადაწყვიტა გადასულიყო შავ-თეთრი ფირის ფოტოგრაფიიდან ციფრულ ფერად ფოტოგრაფიაზე.



image



ქალმა რამდენიმე თვე გაატარა აფრიკაში ბაობაბების ყურებაში და უმთვარო ღამეებში განათების ექსპერიმენტებში.



image



„ისინი აღმართული არიან, როგორც ყველაზე დიდი და უძველესი ცოცხალი ძეგლები დედამიწაზე. ვთვლი, რომ ამ ხეებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. განსაკუთრებით ახლა, როცა ჩვენი ყურადღება მიმართულია გარემოსთან თანაარსებობის უფრო ეფექტური გზების პოვნაზე“ - აღწერს თავის „მოდელებს“ ავტორი.



image



image



image



ასევე დაგაინტერესებთ:

უსინათლო მხატვარი შეხებით ქმნის თვალწარმტაც ტილოებს

მარტო ბუნებასთან: 15 შთამბეჭდავი პეიზაჟი ფოტომხატვარ ბენჯამინ ევერეტისგან

ზღაპრული და მისტიკური გამოსახულებები სინა დომკეს ფოტოებში

მის ხელში მარმარილო ცოცხლდება, რის გამოც ახალგაზრდა იტალიელს მეტსახელად მიქელანჯელო შეარქვეს

ბუნების დასაცავად – ცნობილები შიშველ ფოტოსესიაში ზღვის ბინადრებთან ერთად


0
75
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
75