x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„გავიგე, პროტესტია, მე რა შუაში ვარ?! მოკვდა ვინმე? მე მემღერება და ვიმღერებ!”… - ეკა კვალიაშვილი
image

.

გავიგე, რომ პროტესტია ქუჩაში, მაგრამ მე რა შუაში ვარ?! ვისაც ეპროტესტება გააპროტესტოს და მე მემღერება და ვიმღერებ, – აღნიშნულის შესახებ ეკა კვალიაშვილმა გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.

.


“არაფერს არ ვაპროტესტებ და კონცერტებშიც მივიღებ მონაწილეობას, რომ ყვირიან არ გამოხვიდეთო, რატომ არ უნდა გამოვიდე კონცერტზე?!. ახალი წელია და რატომ არ უნდა ვიმღერო? მოკვდა ვინმე?


გავიგე, რომ პროტესტია ქუჩაში, მაგრამ მე რა შუაში ვარ?! ვისაც ეპროტესტება გააპროტესტოს და მე მემღერება და ვიმღერებ… მე მემღერება, მაია ბარათაშვილს ემღერება და კიდევ ბევრს ემღერება. ჰოდა ვისაც გვემღერება ვიმღერებთ და ვისაც პროტესტი უნდა იყვიროს იქ...

.
ჩვენ იმხელა ტრადიციები და ისტორია გვაქვს, იქით გვეხვეწონ, ვისზე რა გვაქვს შესახვეწი?!… სულაც არ მგონია, რომ ქვეყანამ კურსი შეიცვალა და რუსეთისკენ მიდის. ვერ ვხედავ მე ამას.

.
, თუ, რუსთაველზე ხორუმის ცეკვა და ხორუმით შესვლა შეიძლება პარლამენტთან, რატომ ბავშვებისთვის სიმღერა არ შეიძლება ახალ წელს, ამაზე პასუხი გამცეს ვინმემ…“, – ამბობს ეკა კვალიაშვილი.

.

0
105
2-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0