სიახლეები ყატარში პატონს თვალწინ გაუნადგურეს მანქანა საგზაო მოძრაობის წესების დარღევის გამო(ვიდეო) 21 დეკემბერი, 11:53 საქართველოში დრიფტის მოყვარულები ხშირად დასახლებულ პუნქტებში აბრზიალებენ მანქანებს, რის გამო საკმაო ხიფათს ქმიან საზოგადოებისთვის, ჩვენთან ასეთი დარღვევისთვის, მძღოლი, უარეს შემთხვევაში, მცირედ ჯარიმას გადაიხდის, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ყატარში, მსგავსი დანაშაული მკაცრად ისჯება.
Toyota Supra A90-ის მძღოლი გზაზე დრიფტაობდა, რის გამოც სათანადოდ დაისაჯა. ძვირადღირებული სპორტული ავტომობილი, რომლის მძღოლმაც რბოლა და დრიფტი გამართა გაანადგურეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, 100 ათას დოლარამდე ღირებულების Toyota Supra A90-ის მძღოლი საგზაო მოძრაობის წესების უხეშად დარღვების გამო, რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანების სიცოცხლეს, საჯარო და კერძო საკუთრებას, დააკავეს. გამოძიების და სასამართლოში საქმის განხილვის შემდეგ ავტომობილი პატრონს ჩამორთვეს, რის შემდეგაც დაექვემდებარა უტილიზიაციას. სპორტული მანქანის მფლობელს სხვა გზა აღარ ჰქონდა დარჩენილი, გარდა იმისა, რომ ეცქირა, როგორ ნადგურდება მის თვალწინ ძვირფასი ავტომობილი. ისე, მსგავსი მკაცრი კანონი ჩვენთანაც რომ მოქმედებდეს ურიგო არ იქნება. 124 2-ს მოსწონს
|