x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მამაკაცი 230 კლასიკურ ავტომობილს ინახავდა, ისე რომ მეზობლებმაც არ იცოდნენ
image

დიდი ხნის განმავლობაში ამის შესახებ მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცოდა და ახლა კი ყველა მანქანა აუქციონზე გაიყიდება.




სამ შენობაში ნაპოვნია 230-ზე მეტი კლასიკური ავტომობილის კოლექცია, მათ შორის Ferrari, Lancia, Facel Vegas, Alpine, Ford, Tatra, BMW, Mercedes, Lincoln და მრავალი სხვა. საინტერესოა, რომ ამ ადგილის შესახებ მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცოდა. ეს უზარმაზარი კოლექცია ახლა იყიდება.



გალერეა Aaldering-მა ცოტა ხნის წინ აღმოაჩინა პალმენ ბერნიფილდის კოლექცია(Palmen Barnfind Collection) ნიდერლანდებში.


image


ბატონმა პალმენმა დაახლოებით 40 წლის წინ კლასიკური ავტომობილების შეგროვება ყვითელი Lancia B20-ის შეძენით დაიწყო, რომელიც დღემდე კოლექციის ნაწილია. კლასიკური მანქანების აღმოჩენის უნარი მხოლოდ განმარტოებული ცხოვრების სიყვარულს თუ შეედრებოდა. პალმენ ბენფილდი იმდენად კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა, რომ მეზობლებმაც კი არ იცოდნენ, თუ რას ინახავდა იგი საწყობებში. შედეგად, ცოტამ თუ იცოდა ამ შესანიშნავი კოლექციის არსებობის შესახებ. წლების განმავლობაში პალმენი იშვიათად ყიდდა მანქანებს და შესანიშნავი გემოვნება ჰქონდა.

image

წლების განმავლობაში მისი კოლექცია იმდენად გაიზარდა, რომ მან ერთდროულად სამი შენობა დაიკავა: ორი საწყობი და ძველი ეკლესია.

image

მას შემდეგ, რაც Aaldering-ის გალერეამ იყიდა მთელი კოლექცია, ყველა მანქანა გადაიტანეს ერთ საწყობში, რომელიც მდებარეობს დორდრეხტში, როტერდამის მახლობლად.

image

მანქანები გაიყიდება კლასიკური მანქანების აუქციონებზე. როგორც ამ ფოტოებში და ვიდეოში ხედავთ, მანქანები იმდენად მჭიდროდ დგას ერთმანეთთან, რომ ძნელია მათი სრულად დათვალიერება. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მანქანებისა, არის Jaguar, Alfa Romeo, Chevrolet, Alvises, Villards, BMW, Aston Martin და სხვები. იმისდა მიუხედავად, რომ მანქანები დაფარულია მტვრისა და ჭუჭყის სქელი ფენით, კლასიკური მანქანების აუქციონი და Aaldering- გალერეა ამტკიცებს, რომ ისინი კარგ მდგომარეობაში არიან, თუმცა არ არიან რესტავრირებული. ამბობენ, რომ მისტერ პალმერი კოლექციას მარტო უვლიდა (აქედან გამომდინარე, არცაა გასაკვირი მტვერი), მაგრამ ის რეგულარულად ქოქავდა ავტომობილებს, რათა დარწმუნებულიყო, რომ ძრავა არ ჭედავდა. თუმცა, მანქანების უმეტესობას უდავოდ განახლება დასჭირდება, რაც დიდ შრომას მოითხოვს.

2
522
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
522
  
2023, 20 აპრილი, 23:02
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 18 აპრილი, 23:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2