საქართველო ვიზების შეზღუდვა, ანგარიშების გაყინვა - ნინო ლომჯარია განმარტავს, რას ნიშნავს მაგნიცკის სანქციებში მოხვედრა 2024, 20 დეკემბერი, 21:16 ![]() ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია განმარტავს თუ რას ნიშნავს მაგნიცკის სიაში მოხვედრა. ის წერს, რომ პირველ რიგში ეს გულისხმობს ფინანსური აქტივების გაყინვას და სავიზო შეზღუდვას. ![]() "რას ნიშნავს მაგნიცკის სანქციების ქვეშ მოხვედრა?
1. თუ დასანქცირებულ პირებს აქვთ ქონება, საბანკო ანგარიშები, ან რაიმე სახის აქტივები, რომლებიც იმყოფება ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ან აშშ-ის იურისდიქციაში, ეს აქტივები გაიყინება;
2. ამერიკული ბანკები, ფინანსური ინსტიტუტები ან საერთაშორისო ინსტიტუტები, რომლებიც აშშ-ს ფინანსურ სისტემას იყენებენ, ვერ განახორციელებენ მათ ანგარიშებზე ტრანზაქციებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინიც მოექცევიან იგივე სანქციების ქვეშ;
3. მათ შესაძლოა სცადონ გადარიცხვები იმ ბანკების მეშვეობით, რომლებიც არ იყენებენ აშშ-ის საფინანსო სისტემას, თუმცა პრაქტიკაში ეს მეტად რთული იქნება, რადგან გლობალური ფინანსური სისტემა მჭიდროდაა დაკავშირებული ამერიკულ ბაზართან. ბევრი საერთაშორისო ბანკი უფრთხის სანქცირებულ პირებთან თანამშრომლობას, რომ მათაც არ დაემუქროთ შეზღუდვები ან სანქციები" - წერს ნინო ლომჯარია.
ამერიკის სანქციები ბიძინას მაღალჩინოსნებსშეგახსენებთ, რომ 19 დეკემბერს, ხუთშაბათს, აშშ-ს სახაზინო დეტარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა მაგნიცკის განახლებული სია, სადაც დასანქცირებულთა შორის მოხვდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) ხელმძღვანელის მოადგილე მირზა კეზევაძე. ![]()
|
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი |