ცომეული ფენოვანი ხაჭაპური – უმარტივესი რეცეპტი 13 დეკემბერი, 8:22 ინგრედიენტები: რძე (თბილი) — 200 მლ კვერცხი — 2 ცალი ზეთი — 50 მლ. საფუარი (მშრალი) — 1 ჩ.კ. (4 გრ.) მარილი — 0, 5 ჩ. კ. შაქარი — 1 ს. კ. ფქვილი — 3 ჭიქა (390 - 400 გრ.) ყველი — 250 გრ. კარაქი — 60 გრ. მომზადება: I. თასში ჩაასხით თბილი რძე > დაამატეთ საფუარი, შაქარი, კვერცხი (კვერცხის 1 გული, გადასასმელად შეინახეთ) > ათქვიფეთ მსუბუქად, ხელის სათქვეფით და დაამატეთ ზეთი > ისევ მსუბუქად ათქვიფეთ და საცერით დააცერით ფქვილი > დაამატეთ მარილი და მოზილეთ ცომი > გააკეთეთ გუნდა, მოათავსეთ თასში > გადააკარით სამზარეულოს აპკი და დაასვენეთ 30 წთ–ით. II. მოამზადეთ გულსართი: გახეხეთ ყველი (საჭიროების შემთხვევაში, დაამატეთ მარილი) III. გაყავით ცომი 4 ნაწილად > გააკეთეთ გუნდები და თითოეული გააბრტყელეთ 1-2 მმ. სისქეზე, მოაფიფქეთ ფქვილი და დაკეცეთ > გაყავით გულსართი 4 ნაწილად > ცომის პირველ ფენას გადაუსვით კარაქი და გაანაწილეთ ზემოდან გულსართის 1 > ზემოდან ცომის მეორე ფენა გადააფარეთ და ა. შ. მონაცვლეობით... > ზედა, მეოთხე ფენა, კონვერტისებურად დაკეცეთ და ზემოდან გადაუსვით კარაქი > გადმოკეცეთ მომდევნო ფენა და ა. შ. ყველა ფენა, ვიდრე ღვეზელი არ შეიკვრება > გადააფარეთ ზემოდან სამზარეულოს ტილო და დაასვენეთ 10 წუთით. IV. გააბრტყელეთ და ცხიმწასმულ საცხობ ფირფიტაზე გადაიტანეთ > ზემოდან გადაუსვით, ცოტაოდენ წყალში გაზავებული კვერცხის გული (სურვილის შემთხვევაში, მოაყარეთ სეზამის თესლი). V. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, წინასწარ გაცხელებულ ღუმელში. არხის სხვა სიახლეები:* ქვეყნები, როგორც ადამიანები – ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ნახატები (42 ფოტო)* ძველი ეგვიპტის კატაკომბები* უცხოპლანეტელების წყალქვეშა ბაზები, თუ ჩაძირული უცხოპლანეტური ხომალდები? სხვადასხვა ქვეყნის სანაპიროებთან, დისკის ფორმის 3 ობიექტი აღმოაჩინეს* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები33 1-ს მოსწონს
|