საზოგადოება იმ შემთხვევაში, თუ მოწმის სახით გამოკითხვაზე დაგიბარეს ... 9 დეკემბერი, 16:24 იმ შემთხვევაში, თუ მოწმის სახით გამოკითხვაზე დაგიბარეს უფლება გაქვთ:
იცოდეთ, რა საქმის გამო გიბარებენ (მაგალითად, გამომძიებელი ვალდებულია გითხრათ მუხლი, რომლითაც მიმდინარეობს გამოძიება);
უარი თქვათ გამოკითხვაზე, რადგან ნებაყოფლობითია. შესაბამისად, თქვენს სურვილზეა დამოკიდებული დათანხმდებით თუ არა გამოკითხვას.
შეგიძლიათ, გამოკითხვაზე უარი თქვათ ტელეფონზე დაკავშირებისას. არ არის სავალდებულო ამ მიზნით საგამოძიებო ორგანოში გამოცხადება.
გამომძიებელს არ აქვს უფლება იძულებით წაგიყვანოთ გამოკითხვაზე.
თუ უარს განაცხადებთ გამოკითხვაზე, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე შესაძლოა თქვენ დაგიბარონ მოწმედ სასამართლოში. ასეთ დროს, პოლიციის განყოფილებაში კი არ მოგიწევთ ჩვენების მიცემა, არამედ სასამართლოში მოსამართლის წინაშე.
სასამართლოში ჩვენების მიცემა სავალდებულოა.
თქვენ გაქვთ უფლება უარი თქვათ ჩვენების მიცემაზე, მათ შორის, სასამართლოში ახლო ნათესავის წინააღმდეგ (მშობელი, შვილი, და, ძმა, მეუღლე და ა.შ.).
თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენება (მაგ., პირადი დაცვა, განგაშზე გამოძახება, საცხოვრებელი ადგილის დროებით ან სამუდამოდ შეცვლა და ა.შ.).
79 1-ს მოსწონს
|