x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ლონდონში მამამ 13 წლის შვილს მეძავი დაუქირავა, რათა გაეხალისებინა იგი შეყვარებულთან დაშორების შემდეგ,თუმცა შედეგი სავალალო გამოდგა
image

და როდესაც შვილმა უარი თქვა სექსზე ადვილად მისაწვდომ გოგოსთან, მამამ შვილს აგინა.


მამა ყოველთვის დაეხმარება შვილს და გაუგებს. ბრიტანელმა, როდესაც გაიგო, რომ მის შვილს შეყვარებულ გოგონასთან ურთიერთობის გაწყვეტის გამო წუხდა, გადაწყვიტა, რომ ფსიქოლოგთან კი არ წაეყვანა, არამედ ბიჭისთვის განსაცვიფრებელი საღამო მოეწყო. მამაკაცმა სასტუმროს ნომერი იქირავა, მეძავს გადაუხადა თავისი პატარა ბიჭის დასამშვიდებლად და კოკაინიც მიაწოდა.


ბიჭი მივიდა სასტუმროში და არ დააფასა მამის მზრუნველობა. ის არც გოგონას და არც ნარკოტიკს არ მიეკარა, ამის შემდეგ მამამ ის საკმაოდ დამაცირებლად გამოლანძღა.



ამის შემდეგ ბიჭი დაფიქრდა და გადაწყვიტა, რომ მამამისს მისთვის ცუდი არ უნდა.


სახლში დაბრუნებულმა ბიჭმა დედას ყველაფერი უამბო, მან კი ყოფილ ქმარს პოლიციაში უჩივლა. ყოფილს საშინელი ადამიანი უწოდა, რომელმაც ბევრი ცუდი რამ ჩაიდინა.


სასამართლო პროცესზე მამაკაცს ცეცხლზე ნავთი დაუსხა ყოფილმა ბიზნესპარტნიორმაც. მოწმის სახით გამოძახებულმა კი არ დაიცვა მეგობარი, არამედ აღნიშნა, რომ მათი ერთობლივი მუშაობის დროს ბრალდებული ყოველთვის დაინტერესებული იყო არა საქმით, არამედ პაბში სიარულით და სხვა გართობით.


თუმცა, მან დაადასტურა, რომ მამაკაცმა შვილებს გადაუხადა საზღვარგარეთ მოგზაურობისთვის, დაყავდა პარკში სასეირნოდ და ზოგადად დაინტერესებული იყო მათი ცხოვრებით.




გამოცემა Daily mail-ის ინფორმაციით, მამაკაცი ცდილობდა დაემტკიცებინა მოსამართლისათვის, რომ ის მხოლოდ კეთილი განზრახვით მოქმედებდა, მიუხედავად ამასა, ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. და ასევე დაემატა იმ ადამიანების სიას, რომლებმაც ჩაიდინეს სექსუალური დანაშაული. გათავისუფლების შემდეგაც იგი 10 წელი პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.


მოსამართლემ აღნიშნა, რომ 13 წლის ბიჭს მამის დასჯის არ უნდა რცხვენოდეს. ამბობენ, რომ ბავშვი სწორად მოიქცა და დამნაშავე უნდა დაისაჯოს.

0
307
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
307
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0