x
image
lady.ge
იდეალური ასტროლოგიური შეთავსება - ნაწილი პირველი

imageმამაკაცი მშვილდოსანი - ქალი ლომი


მამაკაცი მშვილდოსანისა და ქალი ლომის ურთეირთობა, როგორც წესი მშვილდოსნის აღფრთოვანებით იწყება, როგორც იქნა იპოვნა მან ის ერთადერთი გამორჩეული ქალი, რომლის გულწრფელობაში ეჭვი არ ეპარება. ამასთანავე იგი ყველა იმ თვისებით გამოირჩევა, რომლის თანამხადაც მშვილდოსანს გვერდით თანასწორუფლებიანი პარტნიორი ეყოლება (კეთილია, მხიარული, დიდსულოვანი, მომხიბვლელი). თუმცა კარგად დააკვირდით სტყვას- „თანასწორ უფლებიანი“, ანუ ეს ნიშნავს იმას რომ იგი ამ ქალბატონს ზემოდან არასოდეს შეხედავს, თუმცა არც იმას აიტანს ვინმეს თავად უყუროს ქვემოდან ზემოთ. ასე რომ ქალი ლომი, რომელიც დედოფლურ-დიქტატორული თვისებებით გამოირჩევა ( და ამას ოსტატურად მალავს ახლადგაცნობილ მშვილდოსანთან) ამაოდ ეცდება საკუთარ კანონებს დაუქვემდებაროს იგი. მშვილდოსანი ეს ის მამაკაცი არ არის, რომელიც ვინმეს წინაშე (თუნდაც ეს ვინმე ჯუნგლების დედოფალი იყოს) ადვილად დაიჩოქებს. ასე რომ თუკი ქალი ლომი დიქტატორულ მიდრეკილებებს დაიოკებს, მშვილდოსანი კი სარკასტულ გამოთქმებს შეარბილებს მისი მისამართით ( დაიმახსოვრეთ ლომი კარდინალური ნიშანია, წყენას ადვილად ვერ პატიობს!) ეს ორი უბრალოდ ფანტასტიურად გაუგებს ერთმანეთს. საერთო ინტერესები, ხასიათისა და ტემპერამენტის მსგავსება, ოპტიმიზმი.. ორივეს საერთო აქვს, ამას გარდა ქალი ლომის უნარი საზოგადოებაში თავი საუკეთესოდ წარმოაჩინოს, მუდმივად აიძულებს მამაკაც მშვილდოსანს იამაყოს თავისი ქალბატონით, რასაც იგი დიდი სიამოვნებით გააკეთებს.

3
768
2-ს მოსწონს
ავტორი:lady.ge
lady.ge
768
  
2012, 27 ნოემბერი, 0:18
მე მშვილდოსანი ვარ :)))
2012, 24 ოქტომბერი, 23:09
+++++++
2012, 24 ოქტომბერი, 23:08
ვტოვებ თხის რქას და ვეძებ მშვილდოსანს :D
0 1 3