x
image
ლურჯი თოლია
მშობლებო, თუ პროტესტის გამოხატვის გამო თქვენს შვილებს სკოლაში პრობლემები აქვთ, შეგიძლიათ ასე მოიქცეთ
image
მშობლებო, თუ სკოლაში იმის გამო გიბარებენ, რომ პროტესტის ნიშნად ბავშვებს სკოლა გააცდენინეთ, არ დაიბნეთ და არ შეგეშინდეთ. შეგიძლიათ ეს დააკოპიროთ, მისცეთ განცხადების ფორმა და პირდაპირ შეიტანოთ სკოლაში.
ტექსტი ეფუძნება ბავშვთა უფლებადამცველი იურისტების განცხადებებს.
აქვე ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია: ეს არ არის გაფიცვა. ეს არის გამოხატვის თავისუფლება.
.
.
(სკოლის სახელი, დირექტორის სახელი, კლასის ნომერი, განცხადების ავტორები)
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
საქართველოს კონსტიტუციითა და ბავშვის უფლებათა კონვენციით ბავშვები სარგებლობენ აზრის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებით. არასრულწლოვნებს უფლება აქვთ, იყვნენ ინფორმირებულნი და გამოხატონ საკუთარი აზრი, გააპროტესტონ და ჩართულნი იყვნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის მე-15 მუხლის და საქართველოს ბავშვთა უფლებების კოდექსის მუხლი17-ის თანახმად ბავშვებს აქვთ მშვიდობიან შეკრება-მანიფესტაციაში მონაწილეობის უფლება.
მშვიდობიანი პროტესტი ერთ-ერთი ფორმაა, რომლითაც მათ შეუძლიათ, ჩაერთონ დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარების პროცესში და დააფიქსირონ საკუთარი აზრი ქვეყანაში მიმდინარე, მათთვის მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ. ბავშვების მონაწილეობა მშვიდობიან აქციებში მნიშვნელოვანია მათი პიროვნული განვითარებისთვის, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში მონაწილეობისა და ცვლილებების განხორციელებისათვის როგორც ეროვნულ ისე, გლობალურ დონეზე. დაუშვებელია ბავშვების დადანაშაულება ამ უფლებით სარგებლობისას. სწორედ სახელმწიფოს ვალდებულებაა, შეუქმნას ბავშვებს გამოხატვისთვის უსაფრთხო გარემო.
ჩვენი კლასის მოსწავლეები და მშობლები სკოლის ერთდღიანი გაცდენით ვეხმაურებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და ამ აქტით გამოვხატავთ პროტესტს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებასა და პოლიციური ძალების მიერ ჩადენილი სასტიკი ძალადობის წინააღმდეგ. ბავშვები არიან ამ ქვეყნის მოქალაქეები და გთხოვთ, ხელი შეუწყოთ მათ თავიანთი უფლებებით სარგებლობაში.
ამავე დროს, ჩვენთვის, მოსწავლეებისა და მშობლებისთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ჩვენი სკოლა როგორც სახელმწიფო ორგანიზაცია, გმობს ძალადობას, ემიჯნება საქართველოს კონსტიტუციის დარღვევას და აქვს ჯანსაღი სამოქალაქო პოზიცია. გთხოვთ პედაგოგებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ღიად გამოხატოთ თქვენი აზრი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
სადაც არ არის თავისუფლება, იქ არც განათლებაა.
სკოლის/კლასის მოსწავლეები და მშობლები

1
76
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
76
  
3 დეკემბერი, 8:05
სასაცილოები ხართ,სრულწლოვნებს ვეღარ აჯერებთ და არასრულწლოვნებზე გადახვედით? და მშობლებს რატომ სთხოვთ,ბავშვებმა გაუგზავნონ ეს ტექსტი,რა არ შეუძლიათ? თუ არასრულწლოვანი 18 წლამდე არის სხვა ადამიანების მეოურვეობის ქვეშ და ეს არ შეუძლიათ? თქვენი აზრით,რატომ სჭირდებათ ბავშვებს მეურვე? პრინციპში,რა მნიშვნელი აქვს ვინ იდგება იმ აქციაზე,მაინც არავის გეცოდინებათ რას ან რატომ აპროტესტებთ. ერთი კი არის,ნათქვამია,თაგვმა თხარა თხარაო და კატა გამოთხარაო.

პ.ს. ხემ თქვა,მე რა დაგიშავეთ თქვენი დშვც-ო
0 1 1