x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"რომელ ევროპულ ქვეყანაში გინახავთ სატელევიზიო წვრთნები სახელმწიფო გადატრიალებისთვის? "-თამარ ჩიბურდანიძე
image
"გაოგნებული ვარ მართლაც ასეთი “დემოკრატიით”. ოპოზიციური ტელევიზიები დილიდან წვრთნიან ახალგაზრდებს პირდაპირი ეთერით, როგორ უნდა შეიმუშაონ რევოლუციური სტრატეგია, ვინ სად უნდა დადგეს აქციაზე, ვინ უნდა შეეჯახოს პოლიციას, რა უნდა ესროლონ, როგორ უნდა დაამზადონ ასაფეთქებელი მოწყობილობა და ა.შ. გაოგნებულია მოსახლეობა, რა ხდება ქვეყანაში? რომელ ევროპულ ქვეყანაში გინახავთ სატელევიზიო წვრთნები სახელმწიფო გადატრიალებისთვის?
საქართველო ხომ საცდელი ბაზაა ლიბერალებისთვის, აქ ყველაფერი მოსულა, მათ შორის ღიად დაანონსებული რევოლუციები და სატელევიზიო ტრენინგები ახალგაზრდებისთვის. იმედია, ხელისუფლება და შესაბამისი უწყებები გამოიყვანენ ხალხს ამ შოკიდან და სახელმწიფოს დაიცავენ იმ კოშმარისგან, რაშიც უცხოური ფულით გაზრდილი თაობა გვაცხოვრებს.."
მომდევნო პოსტში კი წერს:
"ვისაც ოდნავ მაინც აქვს იმედი იმის, რომ საქართველოში ლიბერალური ფაშიზმის რევოლუცია შედგება, მინდა ის მცირედი იმედიც გავუცრუო და ვუთხრა:
- ეს არ მოხდება!!
არ დაიჯეროთ არც ერთი წამით, რომ ვინმე შეძლებს სახელმწიფო გადატრიელებას!!
არ დაიჯეროთ არც ის, რომ ამ მშიშარა ოპოლიდერებს, რომლებიც ვირთხებივით გაიპარნენ გუშინ და დატოვეს ახალგაზრდები მარტო რუსთაველზე, რამის თავი აქვთ, !!
არც იმის გჯეროდეთ, რომ ამ ქვეყანას ვინმე ცეცხლის ალში გაახვევინებს მტრებს!!
გჯეროდეთ!!
საქართველოში იქნება მშვიდობა და სტაბილურობა!!
ეს ამ მომაკვდავი ოპოზიციის კუდის მოქნევაა, მხოლოდ ეს არის და ეს უნდა დასრულდეს"–წერს სოციალურ ქსელში ყოფილი ჟურნალისტი და პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე .
1
168
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
168
  
2024, 30 ნოემბერი, 19:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1