x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
პენტაგონში არ უარყოფენ, ოკეანის ფსკერზე, უცხოპლანეტელების ბაზის არსებობის შესაძლებლობას

პენტაგონის წარმომადგენლები არ უარყოფენ, დედამიწაზე უცხოპლანეტელების არსებობის შესაძლებლობას. ისინი, შესაძლოა, არაერთი საუკუნის მანძილზე, ოკეანეების და ზღვების ფსკერზე არსებულ ბაზებზე იმყოფებიან. ამასთან, აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ პერიოდში, ცაში ამო–ს დაფიქსირების ფაქტებმაც იმატა... არამიწიერი ცივილიზაციების შესწავლის ზოგიერთი ექსპერტი კი დარწმუნებულია, რომ უცხოპლანეტელებს წყალქვეშ, ერთი კი არა, რამდენიმე ბაზა აქვთ.


image


თვითმხილველები, რომლებიც წყალქვეშ ამოუცნობ ობიექტს გადააწყდნენ, მას როგორც მრგვალ ხომალდებს აღწერენ, რომელიც ნელა მოძრაობს. ისე როგორც წყალქვეშა ნავებს, მათაც შეუძლიათ საკმაოდ ღრმად ჩასვლა. ისინი ასევე, ხშირად ჩნდებიან წყლის ზედაპირზე და თავისუფალი დრეიფის მდგომარეობაში არიან. ბოლო ოცდაათი წლის მანძილზე, ასეთი ფაქტი ძალიან ცოტა იყო. მაგრამ, ბოლო თვეებში, უამრავი შეტყობინება დაფიქსირდა, უცხოპლანეტელების ხომალდების დანახვის შესახებ.


image


უფოლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ წყალი არის ზონა, რომელიც კოსმოსური ხომალდების აღდგენას და დამუხტვას ემსახურება. უცხო თვალისგან, წყალქვეშ დამალვა ადვილია, რადგან ადამიანები, მაღალი წნევის გამო, ასე ღრმად ვერასდროს მოხვდებიან.


image


მაგრამ, უცხოპლანეტური ტექნოლოგიები, წყალქვეშა პირობებს ადვილად უმკლავდება. მკვლევარები ასევე ვარაუდობენ, რომ უცხოპლანეტელები დედამიწაზე, კაცობრიობის შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად დაფრინავენ და მას შემდეგ, საკუთარ პლანეტებზე გადასცემენ.

დავიჯერებთ, თუ არა – თითოეული ჩვენგანის გადასაწყვეტია. მაგრამ, ბოლო დროს, ამო, სულ უფრო და უფრო ხშირად ჩნდება, ხან ცაში და ხან წყალში... და ამ სიტუაციაში, გულგრილობის შენარჩუნება, საკმაოდ რთულია.


image

არხის სხვა სიახლეები:


* "სარეცხი მანქანები" ადამიანებისთვის

* დამაბნეველი ფოტოები, რომლებსაც კარგად უნდა დააკვირდეთ...

* ჩაქუჩი და ღოჯი, თუ 3D პრინტერი? – აღმოჩენა რომლის შესახებ ბევრმა არ იცის

* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები



0
1139
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1139
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0