x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ადამიანი არ არსებული ქვეყნიდან და სტუმარი XVII საუკუნიდან (2 უცნაური ისტორია, რომელიც რეალურად მოხდა)

ადამიანი არ არსებული ქვეყნიდან


image


1954 წ. ტოკიოს აეროპორტში დააკავეს ადამიანი, რომელსაც ტაურედში გაცემული პასპორტი და მართვის მოწმობა ჰქონდა. მაგრამ, ასეთი ქვეყანა დედამიწაზე არ არსებობს!

ამ უცნაური საბუთების მქონე ადამიანი (მას საბანკო წიგნაკიც კი ჰქონდა), დაკითხვის ოთახში გაიყვანეს. როგორც გაირკვა, მამაკაცი თავისუფლად ლაპარაკობდა ფრანგულად, ესპანურად... და იაპონურადაც კი.
სასაზღვრო პოლიციამ მას რუკაზე თავისი ქვეყნის ჩვენება სთხოვა. მან თავიდან ანდორაზე მიუთითა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ მისი ქვეყანა რუკაზე არ იყო!

ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა, როდესაც კაცმა განაცხადა, რომ ანდორას შესახებ არასდროს სმენია, ხოლო მისი ქვეყანა – ტაურედი, 1000 წელზე მეტია, რაც არსებობს.



ყველაზე უცნაური კი ის იყო, რომ მის პასპორტში, 5 წლის მანძილზე, საზღვრის გადაკვეთის დროს, ჩარტყმული შტამპები იყო. რომლის მიხედვით, ეს ადამიანი, თურმე, არაერთხელ ჩასულა ტოკიოში და პრობლემები არასდროს შეჰქმნია. იმის გამო, რომ უკვე ღამე იყო და არ იცოდნენ რა გაეკეთებინათ, პოლიციელებმა მამაკაცი აეროპორტის გვერდით მდებარე, სასტუმროს ზედა სართულზე, ოთახში ჩაკეტეს. კარებთან კი ორი შეიარაღებული პირი დააყენეს. მიუხედავად ამისა, დილით მისულებს, ოთახში არავინ დახვდათ. დაკითხვის ოთახიდან გაქრა მისი საბუთებიც.


image


ამ შემთხვევების მოყოლა, საკმარისი არ არის იმის დასამტკიცებლად, რომ პარალელურ სამყაროებში მოგზაურობის შესაძლებლობა არსებობს. მაგრამ, დასაფიქრებლად, ნამდვილად ღირს...


სტუმარი XVII საუკუნიდან


image


1995 წ. სიუან–ჰე (ჩინეთი) გამოჩნდა ბავშვი, რომელიც უცნაურად იყო ჩაცმული და ჩინელებისთვის რთულად გასაგებ დიალექტზე საუბრობდა.

ის პოლიციაში წაიყვანეს, სადაც მოყვა, რომ მას ჰონ-ჰენი ერქვა, იყო 11 წლის და რომ სოფ. ჩენ-ჯოს მახლობლად მდებარე მონასტერში ცხოვრობს.

ბავშვი შეშინებული ჩანდა და გამუდმებით იმას კითხულობდა, თუ სად, რა ადგილზე იმყოფებოდა და თუ რატომ დადიოდნენ ეტლები ცხენების გარეშე.

პოლიციაში გადაწყვიტეს, რომ ბავშვი ჯანმრთელი არ იყო და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. კითხვაზე, თუ რომელი წელი იყო, ბავშვი არც დაფიქრებულა, ისე უპასუხა – 1695 წელიაო. გასინჯვის და დეტალური კვლევის შემდეგ, დაადგინეს, რომ ბავშვი სრულიად ჯანმრთელი იყო. მაშინ ექიმი ლი ძალიან დაინტერესდა თავისი უჩვეულო პაციენტით. მან საავადმყოფოში მეცნიერების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები მიიწვია და სთხოვა, ჰონ-ჰენის საიდუმლოს გახსნაში დახმარებოდნენ.

მეცნიერების დასკვნა გამაოგნებელი იყო, – გაირკვა, რომ ბავშვი XVII საუკუნის ჩინურზე საუბრობდა.

ჰონ-ჰენი 1 წელი საავადმყოფოში ცხოვრობდა და 1996 წ. უეცრად გაქრა.

მას, რა თქმა უნდა, ეძებდნენ, მაგრამ ვერ იპოვეს. მაშინ ექიმმა ლიმ იმ მონასტრის პოვნა გადაწყვიტა, რომლის შესახებაც ჰონ-ჰენი ჰყვებოდა.

ძებნა დიდ ხანს არ დასჭირვებია. გაირკვა, რომ ის მართლაც არსებობდა. ექ. ლი მონასტერს ეწვია და ძველ არქივში ჩანაწერი აღმოაჩინა, ვინმე ჰონ-ჰენის შესახებ, რომელიც მონასტრის მსახური იყო.

დოკუმენტში არსებული ინფორმაციის მიხედვით, 1995 წლის დასაწყისში, ბავშვი უეცრად გაქრა და მხოლოდ 1 წლის შემდეგ დაბრუნდა. მაგრამ, უცნაურ რაღაცებს ჰყვებოდა, თითქოს «შეპყრობილი» იყო. ეს ყველაფერი ბერმონაზვნებს იმდენად უჩვეულოდ მოეჩვენათ, რომ მომხდარის შესახებ, მონასტრის გრაგნილში ჩაწერეს.

გამოდის რომ, წარსული და მომავალი ერთდროულად, ერთმანეთის პარალელურად არსებობს.


imageარხის სხვა სიახლეები:


* 10 როლი და ვარსკვლავი დიდების ხეივანში – ნაკლებად ცნობილი ფაქტები ტრამპის შესახებ

* მტერი კი არა, დამხმარე – 10 საინტერესო ფაქტი შავი კატების შესახებ

* ნივთები, რომლის შესახებ, უმრავლესობამ არაფერი იცის

* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები



0
412
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
412
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0