სხვა მტერი კი არა, დამხმარე – 10 საინტერესო ფაქტი შავი კატების შესახებ 29 ნოემბერი, 9:39 მიუხედავად იმისა, რომ სტერეოტიპი შავი კატების შესახებ, თითქოს მათ უბედურება მოაქვთ, ჯერ კიდევ ცოცხლობს, ზოგადად, ადამიანების ცნობიერებაში, ბევრ ქვეყანაში, შავი კატების რეპუტაცია, სულაც არ არის "შავი". მაგ., იაპონიაში სჯერათ, რომ თუ მარტოხელა ქალი შავ კატას აიყვანს, მის ცხოვრებაში მალე, ღირსეული მამაკაცი გამოჩნდება. ხოლო, ფრანგები თვლიან, რომ შავ კატასთან შეხვედრა, მათ ფინანსურ წარმატებას მოუტანს. შავი, თუ არც ისე? სრულიად შავი კატები, შერეული ფერების და ლაქების გარეშე, იშვიათი სანახავია. ცხოველების უმრავლესობას, თითქოს და, ერთგვაროვანი შავი შეფერილობის მიუხედავად, თითქმის ყოველთვის, პატარა ზომის ლაქები აქვთ. მეზღვაურის კომპანიონი ცნობილია, რომ მეზღვაურებს, მოსალოდნელი ხანგრძლივი ცურვის შემთხვევაში, გემის ვირთხებთან საბრძოლველად, ხშირად, კატები მიჰყავდათ. ვირთხები გემზე, არა მარტო სურსათის მარაგს ანადგურებდნენ, — გემის მექანიზმებსაც აზიანებდნენ. მაგრამ, ცოტამ თუ იცის, რომ მეზღვაურებს სჯეროდათ, რომ გემის და ეკიპაჟისთვის, წარმატების მოტანა, სწორედ შავ კატას შეეძლო. ბავშვების კერპი იმ ქვეყნებში, სადაც ჰელოუინს აღნიშნავენ, შავი კატის კოსტიუმი, ყოველწლიურად წამყვან პოზიციას იკავებს, ბავშვებსა და კოლეჯის უმცროს სტუდენტ გოგონებს შორის. შავი კატის წარმატების საიდუმლო მარტივია: ბავშვებს უყვართ კატები. ამ დღესასწაულზე კი, უცნაური იქნება სხვა შეფერილობის კოსტიუმის ჩაცმა. რაც შეეხება გოგონებს, ისინი ცდილობენ, ისეთივე გამხდრები და ელეგანტურები იყვნენ, როგორც ეს ცხოველები არიან. შავი ფერი კი, როგორც ცნობილია, "ახდუნებს". ძლიერი იმუნიტეტი და კარგი ჯანმრთელობა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გენი, რომელიც ბეწვის შავ ფერზეა პასუხისმგებელი, ცილების ჯგუფის ნაწილია, რომელიც კატის ორგანიზმის იმუნურ სისტემას აყალიბებს. გამოდის რომ, ბუნებამ შავ კატებს, დიდი საჩუქარი გაუკეთა: მათ უფრო ძლიერი იმუნიტეტი აქვთ, ვიდრე სხვა შეფერილობის კატებს — ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი ნაკლებად ავადობენ და უფრო დიდ ხანს ცოცხლობენ. საპირისპირო რუჯი თუ ადამიანი დიდ დროს ატარებს მზეზე და ირუჯება, კანი უმუქდება. შავი კატის შემთხვევაში კი, ყველაფერი საპირისპიროდ არის: ულტრაიისფერი სხივების გავლენით, მუქი პიგმენტები დაშლას იწყებს და ცხოველის ბეწვი, ყავისფერი, ან მუქი სპილენძისფერი ხდება. მეფის საუკეთესო მეგობარი დიდ ბრიტანეთში არსებობს ლეგენდა, რომ მეფე ჩარლზ I თავის შავ კატას აღმერთებდა და დარწმუნებული იყო, რომ მისთვის იღბალი და ბედნიერება მოჰქონდა. როცა კატა მოკვდა, მეფე სასოწარკვეთილებაში ჩავარდა: ის ამბობდა, რომ იღბალმა ის, საყვარელ ფისოსთან ერთად დატოვა. სულ მალე, მეფე ჯერ დააპატიმრეს, ხოლო შემდეგ, თავი მოჰკვეთეს. ქალაქის "ლომი" სტატისტიკის მიხედვით, შავი კატები, უფრო ხშირად, ქალაქებში ბინადრობენ. სოფლებში კი, მეტწილად, წითურები და ზოლიანი ცხოველები არიან. შესაძლოა, ვინმემ იფიქროს, რომ ეს ცრურწმენასთან არის კავშირში, მაგრამ, ნაკლებად სავარაუდოა — ალბათ, ქალაქში თვლიან, რომ შავი კატა, უბრალოდ, ელეგანტურია. სოფელში კი, კატის გარეგნობას არც ისე დიდი მნიშვნელობა აქვს — მთავარია, თაგვი დაიჭიროს. მინი პანტერა ბომბეის ჯიშის კატები, რომლებიც ბევრს თვინიერი და მეგობრული ბუნების გამო უყვარს, პანტერებს შემთხვევით არ ჰგვანან. ეს ჯიში, სპეციალურად, ისე გამოიყვანეს, რომ კნუტები ნამდვილ გარეულ ცხოველებს დამსგავსებოდნენ — ოღონდ, პატარებს. 17 ნოემბერი — შავი კატების დაცვის დღე ეს თარიღი, იტალიის გარემოს და ცხოველთა დაცვის ასოციაციის ინიციატივით დაწესდა. ცხოველთა დამცავები ამტკიცებენ, რომ ბევრ ქვეყანაში, ადამიანები ჯერ კიდევ ცრურწმენას განიცდიან, შავი კატების მიმართ. იშვიათად მიჰყავთ ისინი თავშესაფრებიდან და მათთან ურთიერთობას ერიდებიან. ეს დღე კი, იმისთვის არის საჭირო, რომ ამ შესანიშნავი ცხოველების შესახებ, ინფორმაცია გავრცელდეს. არხის სხვა სიახლეები:* ნივთები, რომლის შესახებ, უმრავლესობამ არაფერი იცის* ფარაონი ხეოფსის სტელას ტექსტი ძველი ეგვიპტის ისტორიას უარყოფს* უცნაური დამთხვევები და ორეულები (25 ფოტო)* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები150 1-ს მოსწონს
|