სხვა ნივთები, რომლის შესახებ, უმრავლესობამ არაფერი იცის 28 ნოემბერი, 8:30 თუ ოდესმე, უჩვეულო ნივთი გიპოვიათ, ან გინახავთ და მისი დანიშნულება ვერ გაარკვიეთ, ე. ი. აქ წარმოდგენილი ფოტოების ავტორების რიგებში ხართ. ზოგიერთი მათგანი, მათთვის უცნაურ, უცნობ და უფუნქციო ნივთებს, ან ობიექტის ფოტოს, წლების მანძილზე ინახავდა... მაგრამ, ყველაფერი შეიცვალა, როდესაც ეს ფოტოები სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნეს: ფიჭური კავშირის ანძისკენ მიმავალი გზა და ჭიშკარი, რომელზეც 20 ბოქლომია ეს ბლოკირების სისტემაა, რომელიც 20 ადამიანისთვის არის ხელმისაწვდომი. ერთი ბოქლომის გახსნით, ბლოკირება იხსნება და გზის გაგრძელება, შესაძლებელი ხდება. ასეთი მექანიზმი იმ შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც ობიექტზე მოსახვედრი გასაღები რამდენიმე ადამიანს, ან ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს. ხოლო, თუ ვინმე გასაღებს დაკარგავს, შეუძლია ბოქლომი, უბრალოდ შეცვალოს და სხვებისთვის გასაღების ასლების დარიგების საჭიროება არ ექნება. ლითონის კოლოფი, გრაგნილით ეს ტიბეტური ლოცვების ბორბალია. თითოეული ბრუნი, გრაგნილზე დაწერილი, ერთი ლოცვის ტოლფასია. გარდა ამისა, ლოცვები კოლოფის გარე მხარეზეც არის ამოტვიფრული. ხის მოჩუქურთმებული ნივთი, მოძრავი რგოლებით, რომლის მოხსნა შეუძლებელია მოლინილო (ქართულად, სათქვეფი), ტრადიციული მექსიკური სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია. მისი გამოყენებით, ადგილობრივები, ცხელ შოკოლადს აკეთებენ. ესეც ხელის სათქვეფია, მაგრამ უკვე ევრაზიის კონტინენტზე მოოქრული სფერო, რომელიც 2 ნახევარსფეროდ იხსნება შესაძლოა, ბევრს გაუკვირდეს, ან ხუმრობის ხასიათზე დადგეს, მაგრამ ვიქტორიანული ეპოქაში, ყველაფერი მეტად დახვეწილი და უცნაურიც კი იყო. კონკრეტულად ეს ნივთი, ნამცხვრების დასაკეცი კოლოფია. აფრიკის და აზიის ტურისტულ ზონებში, შეიძლება ხშირად გადააწყდეთ გაურკვეველ ნივთებს... ეს ასტროლაბია — ერთ-ერთი უძველესი ასტრონომიული ხელსაწყო, რომელიც ჰორიზონტალური კუთხეების გასაზომად გამოიყენება. ძველ სახლში აღმოჩენილი, უცნაური მოწყობილობა, რომელიც ანტიკვარული გამათბობელი აღმოჩნდა ხის სახელურები, ქსოვილის ბრტყელი ზონრებით ასი წელი რომ იფიქროთ, მაინც ვერ მიხვდებით... ეს წიგნების გადასატანი მოწყობილობაა, რომელიც წინა საუკუნეებში "ჩანთის" მაგივრობას სწევდა. კომბოსტოს დასაჭრელი, ორლესული საკეპი და ხის ვარცლი ხის ყუთი შავი ხავერდის სარჩულით და ლითონის თასით, სახურავის ცენტრში ინსტრუქციის მიხედვით, ეს აქსესუარების შესანახი ზარდახშაა, მამაკაცებისთვის. მაგრამ, ასეთ ლამაზ ნივთზე, უარს ქალებიც არ იტყვიან... ლითონის ღერი, რომელიც პატარა კოვზით მთავრდება უჟანგავი ლითონისგან დამზადებულ, ამ უცნაურ ხელსაწყოს, ადრე ყურების გამოსაწმენდად იყენებდნენ. ხისგან დამზადებული მოწყობილობა, მიმაგრებული, მოძრავი ხუფით ეს ნივთიც უცნაური და ამოუცნობი ხელსაწყოების კატეგორიიდან არის. მაგრამ, ზოგიერთებს მასთან შეხება ნამდვილად ჰქონია... მისი მეშვეობით, ბოთლზე საცობის გაკეთება შეიძლება. იგივე ფუნქციის მქონე თანამედროვე მოწყობილობა კი, ასე გამოიყურება: უცნაური რკინის კონსტრუქცია, ხის სახელურებით მზარეულები და კონდიტრები, ცომის დასაჭრელ დანას, მაშინვე იცნობდნენ. სხვებისთვის კი განვმარტავთ, რომ ეს კრუასანების დასაჭრელი ხელსაწყოა. არხის სხვა სიახლეები:* ფარაონი ხეოფსის სტელას ტექსტი ძველი ეგვიპტის ისტორიას უარყოფს* ფოტო–ილუზიები, ფოტოშოპის გარეშე* კატის ფენომენი: რატომ ამბობენ, რომ კატებს 9 სიცოცხლე აქვთ?* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები540 2-ს მოსწონს
|