რელიგია XIX საუკუნის სექტა,სადაც ჯგუფური ქორწინება და თავისუფალი სე@სი ცხოვრების წესი იყო 29 ნოემბერი, 10:07 ონეიდა იყო უტოპიური კუთხის სახელი ნიუ-იორკის შტატში, რომელიც დაარსდა 1848 წელს და არსებობდა 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
მაშინ, როცა დანარჩენ ვიქტორიანულ სამყაროს ეცვა მახრჩობელა კორსეტები, იკრავდნენ ყელამდე ყველა ღილს და ყველანაირად ცდილობდნენ სექსით სიამოვნება არ მიეღოთ, ონეიდას კომუნაში სხვა წესრიგი სუფევდა. ქალებს შეეძლოთ ემშობიარათ ან არ დაორსულებულიყვნენ მათი სურვილისამებრ, ეცვათ შარვალი და წვებოდნენ ნებისმიერ მამაკაცთან, რომელიც მოეწონებოდათ...თუმცა იყო ერთი „მაგრამ“. "თავისუფალი სიყვარულის" მამა ეს ყველაფერი დაიწყო მამაკაცით, რომლის სახელია ჯონ ჰემფრი ნოიესი - სკანდალური ფიგურა, რომლის წყალობითაც, სხვათა შორის, გაჩნდა ფრაზა "თავისუფალი სიყვარული". ნოიესი იყო ამერიკელი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. ოცი წლის ასაკში ის სერიოზულად დაინტერესდა რელიგიით - იმდენად, რომ მიატოვა პერსპექტიული იდეა, გამხდარიყო ადვოკატი და სანაცვლოდ მოინდომა მღვდლის კარიერა. მაგრამ სემინარიაში ნოიესმა თავი სულ სხვაგვარად გამოიჩინა. ის არ იყო მორჩილი სტუდენტი, პირიქით: ნოიესი იმდენად ღრმად იყო ჩაფლული საღვთისმეტყველო საკითხებში, რომ ხშირად უწევდა კამათი თავის კოლეგებთან. მას განსაკუთრებით აინტერესებდა ცოდვისა და ზნეობის თემები. თავის კვლევაში ნოესმა მიიჩნია, რომ „მისმა ახალმა ურთიერთობამ ღმერთთან გააუქმა მისი ვალდებულება დამორჩილებოდა ტრადიციულ მორალურ სტანდარტებს ან საზოგადოების ჩვეულებრივ კანონებს“. ის საბოლოოდ გააძევეს იელის სემინარიიდან და ჩამოართვეს ახლად გაცემული პასტორის ლიცენზია. ნოიესი დიდად ნაწყენი არ დარჩა. ის წავიდა ქალაქ პუტნიში, სადაც შექმნა პატარა „ბიბლიური სკოლა“, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სექტა. როდესაც ნოიესი 27 წლის იყო, მის ცხოვრებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, რომელმაც გავლენა მოახდინა კომუნის სტრუქტურაზე. ის ჰარიეტ ჰოლტონზე დაქორწინდა. პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში ისინი ცხოვრობდნენ ჩვეულებრივ „ქრისტიანულ“ ქორწინებაში, ანუ ყოველგვარი კონტრაცეფციის გარეშე. ექვსი წლის განმავლობაში ჰარიატმა ხუთჯერ იმშობიარა -ბავშვების დაბადება წარმოუდგენლად რთული და ტრავმული იყო და მხოლოდ ერთი ბავშვი გადარჩა. როგორც ჩანს, ნოიესს ცოლი ფეხებზე ეკიდა, რადგან მან შესთავაზა, რომ ცოტა ხნით ცალკე ეცხოვრა. ამ იდეამ მათ ოჯახს დიდი შვება მოუტანა. მაგრამ მაინც, სექსზე სრული უარი ნოიესს არასრულყოფილ გამოსავალად მოეჩვენა, ამიტომ მან დაიწყო სხვადასხვა სექსუალური ტექნიკის შესწავლა, რომელიც ორივეს სიამოვნების საშუალებას მისცემდა და ამასთანავე არ გამოიწვევდა ორსულობას. უფრო მეტიც, ნოიესი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნებისმიერი ჩასახვა უნდა იყოს დაგეგმილი და სასურველი. მე-19 საუკუნისთვის ეს იდეა იყო საკმაოდ უჩვეულო - ის ეწინააღმდეგებოდა ქრისტიანობის ყველა კანონს. ჯგუფური ქორწინება კომუნის წევრები თავისუფალი სიყვარულით იყვნენ დაკავებულები - ეს იმას ნიშნავდა, რომ ნებისმიერ მამაკაცს შეეძლო სექსი ნებისმიერ ქალთან მისი თანხმობის შემთხვევაში. ხანდაზმული მამაკაცები ახალგაზრდებს სექსის სპეციალურ ტექნიკას ასწავლიდნენ - შეკავებულ სქესობრივ აქტს, როდესაც სექსის დროს მამაკაცი თავს იკავებს ორგაზმისგან. ახალგაზრდა მამაკაცები ვარჯიშობდნენ ხანდაზმულ ქალებთან, რომლებიც უკვე შევიდნენ მენოპაუზის პერიოდში. ირონია ის იყო, რომ ეს მეთოდი ძალიან ეფექტური აღმოჩნდა: კომუნის არსებობის 20 წლის განმავლობაში მხოლოდ 12 დაუგეგმავი ორსულობა დაფიქსირდა. მამაკაცები, რომლებმაც ვერ შეძლეს „თავის შეკავება“, სახალხოდ გმოდნენ და დასცინოდმენ. ნოესს სჯეროდა, რომ დაუგეგმავი ბავშვების მამობა ისეთივე სამარცხვინო იყო, როგორც, ვთქვათ, მასტურბაცია. ახალგაზრდა გოგონებმა უფროს მამაკაცებთან სექსის საფუძვლებს სწავლობდნენ. კერძოდ, კომუნის დამაარსებელთან - თავად ნოიესთან მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ჩანდეს, რომ ასეთი ცხოვრების წესი ორგიებს იწვევდა, ეს მთლად ასე არ იყო. ყველა ურთიერთობა და თანაცხოვრება დოკუმენტირებული იყო და სექსის ნებართვის მისაღებად საჭირო იყო კომიტეტის თანხმობა. ყველა კომუნარი ცხოვრობდა დიდ სახლში, სხვადასხვა ოთახებში, ამიტომ კომუნარის „ელიტა“ ყურადღებით ადევნებდა თვალყურს ქალისა და მამაკაცის სექსუალურ ცხოვრებას: ვინ, როდის და ვისთან... შეგეძლო სექსი გქონდეს, მაგრამ არ შეიძლებოდა მასზე დამოკიდებული ყოფილიყავი. შენს არჩეულ პარტნიორთან ღამის გათევაც კი არ შეიძლებოდა.თუ მაინცდამაინც რომელიმე წყვილი ერთმანეთს მეტისმეტად მიეჩვეოდა და პარტნიორის სხვებთან „გაყოფა“ არ სურდა, მას იზოლაციაში აქცევდნენ, სანამ არ მოინანიებდა. მამაკაცების თავშეკავება“ სქესობრივი აქტის დროს ქალის განაყოფიერებაზე" უარის თქმას ითვალისწინებდა, მამაკაცები „ამ ხელოვნებას“ ყმაწვილობიდან ეუფლებოდნენ, თუმცა მეთოდი ეფექტური არ აღმოჩნდა: 30 წლის მანძილზე კომუნის წევრთა რაოდენობა 300-მდე გაიზარდა. ქალებს უფლება ჰქონდათ, შვილის გაჩენაზე უარი ეთქვათ, სურვილის შემთხვევაში, ესწავლათ, ევარჯიშათ, მოკლე ვარცხნილობა ეტარებინათ და მამაკაცებთან თანასწორად ემუშავათ. „სტრიპკულტურა“ - ეს პრინციპი „ონეიდაში“ 1869 წელს შეიქმნა და კომუნაში გამრავლების სელექციური პროგრამა შემუშავდა, რომელიც სრულყოფილი ბავშვების დაბადებას ითვალისწინებდა. კომუნის წევრები, რომლებსაც შვილის გაჩენის სურვილი ჰქონდათ, სპეციალურ კომიტეტს მიმართავდნენ, სადაც გამრავლების მსურველთა სულიერი და მორალური თვისებები განიხილებოდა. პროგრამაში 53 ქალი და 38 მამაკაცი იყო ჩართული, რომელთა ურთიერთობის შედეგად, ქვეყანას 58 ბავშვი მოევლინა (აქედან 9 თავად ნოიესის შვილი იყო). ამ ექსპერიმენტის ჩატარებისთვის კომუნის შენობისთვის კიდევ ერთი ფრთის - mansion house მიშენება გახდა საჭირო. კომუნა საკუთარი წარმოებიდან მიღებული შემოსავლებით არსებობდა: „მიწიერ სამოთხეში“ ამზადებდნენ ვერცხლის დანა-ჩანგალს, აბრეშუმის ძაფს, ჩანთებს, გარეული ცხოველების ხაფანგებს და ა.შ. საქონელი ექსპორტზე კანადაში, ავსტრალიასა და რუსეთში გაჰქონდათ. სოლიდური შემოსავალი კომუნის ახალგაზრდა წევრებს საშუალებას აძლევდა, განათლება იმ დროის საუკეთესო უნივერსიტეტებში მიეღოთ, ამიტომ კომუნას საკუთარი ექიმები, მასწავლებლები, იურისტები, არქიტექტორები, მექანიკოსები და სხვა პროფესიის წარმომადგენლები ჰყავდა. „ონაიდას“ ტერიტორიაზე თვითგანვითარების ყველა საშუალება არსებობდა: აქ იყო 6000 წიგნისგან შემდგარი ბიბლიოთეკა, ორი ორკესტრი, რამდენიმე სიმებიანი კვარტეტი და მომღერალთა გუნდი. რა თქმა უნდა, ჯონ ნოიესის „მიწიერმა სამოთხემ“ დროის გამოცდას ვერ გაუძლო: კომუნაში სულ უფრო მეტი უკმაყოფილო ადამიანი გამოჩნდა. დროთა განმავლობაში, ახალგაზრდებმა მონოგამიური ქორწინებისა და წყვილებად ცხოვრების სურვილი გამოთქვეს. ამასთანავე, ამერიკის ხელისუფლებამ ნოიესს ბრალი სექსუალურ ძალადობასა და გაუპატიურებებში დასდო. 1879 წელს ნოიესმა გაიგო, რომ მისი დაპატიმრების ორდერი მზადდებოდა და ამერიკიდან გაიქცა. იმავე წელს კომუნამ რეორგანიზაცია განიცადა და სააქციო საზოგადოებად გარდაიქმნა. მე-20 საუკუნის დასაწყისში „ონეიდამ“ მოღვაწეობის სფერო შეამცირა და მხოლოდ ვერცხლის დანა-ჩანგლის წარმოებით შემოიფარგლა. 2008 წლამდე მარკა „oneida limited“ სუფრის მოწყობილობების უმსხვილეს მწარმოებლად მიიჩნეოდა. 2009 წელს ფინანსური პრობლემების გამო, კომპანიამ თავი გაკოტრებულად გამოაცხადა და წარმოება და ყველა მაღაზია გაყიდა, თუმცა ნიუ-იორკის ერთ-ერთ შტატში „ონეიდას“ მაღაზია დღემდე მუშაობს. 965 2-ს მოსწონს
|