სხვა წინაპრების სული - პაპუას ტომი მურავს ბელადების მუმიებს, რათა თაობებს შეუნარჩუნონ 2024, 29 ნოემბერი, 10:01 პაპუა-ახალი გვინეა აგრძელებს გაოცებას თავისი ხალხის პირველყოფილი კულტურით. იტალიელმა ფოტოგრაფმა შეძლო მთაში მცხოვრები დანის ტომის ცხოვრების აღბეჭდვა. მთის თემის განსაცვიფრებელი ფოტოები გვიჩვენებს წინაპრების ნაშთების ცეცხლზე შებოლვის უნიკალურ რიტუალს, რათა ისინი შთამომავლობას შეუნარჩუნონ. ერთად შევიხედოთ დანის ტომის დახურულ სამყაროში.
დანის ხალხი ცხოვრობს ინდონეზიაში, დასავლეთ პაპუა-ახალ გვინეაში, ბალიემის ველზე. პაპუას თემში შემორჩენილია უძველესი, შემზარავი რიტუალები, რომელთა შორის არის ქალებში თითის მოკვეთა გარდაცვლილი ნათესავების ხსოვნის პატივსაცემად. ფოტოების საოცარი სერია გადაიღო 41 წლის ფოტოგრაფმა ჯანლუკა ჩიოდინმა (Gianluka Chiodini), რომელიც პაპუასებმა საკმაოდ გულთბილად მიიღეს. დასახლებაში ინახება ტომის ყოფილი ბელადის 250 წლის მუმია და დანის წინაპრების კიდევ 7 სხვა მუმიფიცირებული ცხედარი. ყოველდღე მათ ღორის ცხიმზე დაფუძნებულ ბალზამს უსვამენ და ცეცხლზე ბოლავენ, რომ მთლიანობა შეინარჩუნონ. სოფლის მაცხოვრებლები ტურისტებს მხოლოდ ორ მუმიას აჩვენებენ, დანარჩენს ცნობისმოყვარე თვალისგან საიმედოდ იცავენ. წინაპრების ნეშტს ინახავენ ქოხში, სადაც უცხო პირებს შესვლა ეკრძალებათ. ფოტოგრაფს აჩვენეს ბელადის ვიმონტოკ მეიბლის 250 წლის მუმია. იგი ბრწყინვალე მეომარი იყო და 25 ცოლისგან შემდგარ ჰარემს ფლობდა. დანის ქალები გლოვის ნიშნად თითს იჭრიდნენ ახლო ნათესავის დაკარგვისას. ახლა ამ შემზარავ ტრადიციას აღარ იცავენ, მაგრამ ტომის უფროს წარმომადგენლებს შორის დასახიჩრება მაინც ხდება. პაპუასები ადრე კანიბალები იყვნენ, მაგრამ 1990-იანი წლებიდან კანიბალიზმის შემთხვევები აღარ დაფიქსირებულა. ახლა უპირატესობას ანიჭებენ ღორის ხორცს. გარეულ ღორებზე მშვილდ-ისრებით ნადირობენ, შემდეგ კი ქალები ნადავლს ცეცხლზე ამზადებენ. ჯერ მამაკაცები მიირთმევენ, შემდეგ მათ ქალები უერთდებიან. პირველყოფილი ცხოვრება ბუნების კანონების მიხედვით თანდათან წარსულში გადადის. ისეთი ხალხი, როგორიც დანი არის, სულ უფრო ნაკლები რჩება: ცივილიზაცია იპყრობს პლანეტის ყველაზე შორეულ კუთხეებსაც. კარგია, რომ იტალიელმა ფოტოგრაფმა მოახერხა პაპუას ტომის უძველესი ტრადიციების და კულტურის აღბეჭდვა, რადგან რამდენიმე ათწლეულის შემდეგ პროგრესისგან ხელუხლებელი მათი არსებობა შეიძლება შორეულ წარსულში დარჩეს. ასევე დაგაინტერესებთ: როგორ ცხოვრობს ბუტუნგის ტომი - ადამიანები „ელექტრული“ თვალებით, რომლებზეც ბუნებამ გვარიანად იჯადოქრა დღეგრძელი ლი ჩინ-იუენის ისტორია, რომელმაც 200 წელზე მეტი იცოცხლა 17 საინტერესო ფოტო პორტუგალიიდან, რომლებიც ამ უნიკალურ ქვეყანას უჩვეულო მხრიდან გვაჩვენებს ჰავა მაჰალი: უნიკალური „ქარების სასახლე“, სადაც ერთი კიბეც არაა როგორ იპოვეს წამოწოლილი ბუდას უზარმაზარი ქანდაკება, რომელიც ოდესღაც გაუვალ ჯუნგლებში იყო დამალული 200 შეფასება არ არის |