x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
15 ფაქტი, რომელიც ამტკიცებს, რომ ბრიუს ლი ზეადამიანი იყო
image

27 ნოემბერი საბრძოლო ხელოვნების, ყველა დროის ყველაზე გავლენიანი ოსტატის და მე-20 საუკუნის პოპ კულტურის კუმირის მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ლეგენდარული ბრიუს ლის დაბადების დღეა. გთავაზობთ 15 საინტერესო ფაქტს კუნგ ფუს დიდოსტატის შესახებ.





1.ბრიუსი ძალიან სწრაფი იყო კამერისთვის.


ბრიუს ლის შეეძლო დარტყმა 0, 05 წამში განეხორციელებინა 1 მ დისტანციიდან და 0, 08 წამში ერთნახევარი მეტრიდან. ჩვეულებრივ კინოფირზე (24 კადრი წამში) ასეთი დარტყმა არ ჩანდა, რაც პროდიუსერებს არ აწყობდათ, ამიტომ ზოგიერთი სცენას იმ დროისთვის ახალი-წამში 32 კადრიანით იღებნდნენ, შემდეგ კი ანელებდნენ.




2.ბრიუსს ცალი ხელის ორი თითით(ცერა და საჩვენებელი) 50-ჯერ აწევა მაინც შეეძლო.

image


3.ბრიუს ლის შეეძლო ფეხების კუთხოვნად დაჭერა ხელების მიხმარების გარეშე 30 წუთის განმავლობაში ან მეტი, ამ ვარჯიშს მის საპატივცემლოდ "დრაკონის დროშა" ეწოდა.(dragon flag)

image


4.ყოველდღე ბრიუსი აკეთებდა 8000-ზე მეტ ვარჯიშს

მისი ყოველდღიური რუტინა მოიცავდა ხელით 5000 დარტყმას, 2000 ფეხით გვერდულად დარტყმას((sidekick), 360 წელით მობრუნებას(waist twist), 100 დამჯდარი ტრიალს(sit-up twist), 100 ფეხის აწევას(leg raises) და 200 მუხლების მკერდზე მიდებას (frog kick). და ამის გარდა კიდევ იყო ვარჯიშის სხვა ელემენტები!

image

5.ბრიუსი ზედმეტად ძლიერი იყო სავარჯიშო მსხლისთვის

ერთი გვერდული დარტყმით ბრიუს ლის შეეძლო გაეგლიჯა სტანდარტული 150 ფუნტი (68 კგ) მოკრივეთა სავარჯიშო მსხალი, ამიტომ მისი სავარჯიშო მსხლები შეკვეთით იყო დამზადებული - ორჯერ მძიმე (300 ფუნტი) და ლითონის ფუძით. დადის ჭორები, რომ ბრიუსს ერთი დარტყმით ასეთი მსხლების ჭერზე მიხეთქებაც კი შეეძლო.

image


6.ბრიუსს შეეძლო დამანგრეველი დარტყმა 3 სმ მანძილიდან

1964 წელს ბრიუს ლი მიიწვიეს კარატეს ჩემპიონატზე ლონგ ბიჩში, კალიფორნია, რათა ეჩვენებინა თავისი ცნობილი One Inch Punch.

ბობ ბეიკერი -რომელიც ამ გიფში ჩანს, ბრიუსს სთხოვა, აღარ გაეკეთებინა მსგავსი სადემონსტრაციო ჩვენებები, რადგან მეორე დღეს მოუწია სახლში დარჩენა გულმკერდის არეში აუტანელი ტკივილის გამო.

image


7.ბრიუსის დარტყმით შესაძლებელი იყო ადამიანი რეალურად გაფრენილიყო, დიახ ისე, როგორც ბოლივუდურ ან ჰოლივუდურ ბოევიკებშია.

ბრიუსი იმდენად ძლიერი იყო ჩვეულებრივ ადამიანებთან შედარებით, რომ ვარჯიშის დროს სპარინგ პარტნიორს თითქმის არასდროს ურტყამდა მთელი ძალით, მაგრამ იყო შემთხვევა, როდესაც მან ასისტენტი, რომელსაც მისი სავარჯიშო ფარი ეჭირა, ერთი დარტყმით ჰაერში აისროლა.

image

8.ბრიუსს არც ერთი ბრძოლა არ წაუგია.

სინამდვილეში, ბრიუს ლიმ ბრძოლა მხოლოდ ერთხელ წააგო: როდესაც ის 13 წლის იყო. სწორედ ამ დამარცხებამ აიძულა იგი შეესწავლა საბრძოლო ხელოვნება. მას შემდეგ როდესაც სხვა მოსწავლეებმა გაიგეს, რომ ბრიუსი არ იყო სუფთა სისხლის ჩინელი, მათ მოითხოვეს, რომ შეეწყვიტა მათთან ვარჯიში. მწვრთნელს მასთან ინდივიდუალურად მუშაობა მოუწია.


ამის შემდეგ ბრიუსს არ წაუგია არც ერთი ბრძოლა, როგორც ქუჩის ბრძოლებში, ასევე საერთაშორისო შეჯიბრებებში. უფრო მეტიც, ცოტამ თუ მოახერხა მისთვის დაერტყა. მან თავისი ყველაზე სწრაფი ბრძოლა 1962 წელს მოიგო, მოწინააღმდეგე 11 წამში დაამარცხა, 15 დარტყმა ხელით და ერთიც ფეხით დასჭირდა.



9.ბრიუსი იყო არა მარტო შესანიშნავი მოკრივე... მოცეკვავე და პოეტიც.

1958 წელს ბრიუს ლიმ ერთდროულად მოიგო ორი ტურნირი - ჰონგ კონგის ჩემპიონატი ჩა-ჩა-ჩა-ში და კრივის ჩემპიონატი. მისი საიდუმლო ჰობი იყო პოეზია. ექსპერტების აზრით, იგი ძალიან კარგ ლექსებს წერდა.

image

10.ბრიუსს შეეძლო თითით გაეხვრიტა კოკას გაუხსნელი ქილა.

არ დაგავიწყდეთ, იმ დროს ალუმინი, რითაც ქილა მზადდებოდა, გაცილებით სქელი იყო, ვიდრე დღეს.



11.ბრიუსს შეეძლო ადგილიდან 2, 5 მეტრზე ახტომა.ის, რაც მან აჩვენა ფილმში Marlow.


12.ბრიუსს შეეძლო ასანთის ანთება ნუნჩაკუთი.მისი დარტყმა ზუსტი და აკურატული იყო.



13.აი პოპულარული ვიდეო, სადაც ბრიუს ლის თამაშობს მაგიდის ჩოგბურთს ნუნჩაკუთი, თუმცა ეს არის ფეიკი, რომელიც დამზადებულია 2008 წელს Nokia N96-ის რეკლამისთვის...

თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას ასე თამაში ნამდვილად არ შეეძლო.

14.ბრიუს ლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მსოფლიოში 30-მდე ფილმია გადაღებული.



15.და ბოლოს.... ამ ყველაფერთან ერთად ბრიუს ლის სიმაღლე მხოლოდ 171 სმ. იყო და წონა სულ რაღაც 59 კილოგრამი.

image

1
418
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
418
  
27 ნოემბერი, 20:28
ბრუსლიმ იმდენი ივარჯიშა, გული კუნთად გადაექცა და მოკვდა :)
0 1 1