x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
როდემდე უნდა ვიყოთ ქართველები, მჩხიბავების და "წინასწარმეტყველების" იმედად?
image
ქართველი ერი, რომელიც ისტორიულად ჭკვიან ერადაა ცნობილი, გახდა მიამიტ და მიმნდობ ერად, რომ;ოს მოტყუებას და მათზე მანიპულირებით ფულის შოვნას ძალიან ბევრი ახერხებს.


ბოლო წლებია გამოჩნდნენ ცრუ "წინასწარმეტყველები" და "ნათელმხივლელები", რომლებიც ხალხს გონებას უწამლავენ ნელა მიწოდებული სტრესული "ინფორმაციებით", რომელსაც თურმე ნუ იტყვით და კოსმოსიდან იღებენ.
ვინმე მანიაზე რაფერს ვიტყვი, რომელიც იმდენს აბსურდს წერს დროის დაკარგად არც ღირს, უკვე მომხდარზე საუბარი ნებისმიერს შეუძლია, რატომღაც მანია ძალიან სცდება "წინაწარმეტყველების" კუთხით რეალობას პროგნოზებში.

მანია პაიკია ერთ "ბობოლა წინასწარმეტყველთან" შედარებით, რომელიც რეალურად ერთი ძალიან მოხერხებული და საზრიანი "მხიბავია". არანაირი კავშირი მას წინასწარმეტყველობასთან არ გააჩნია, რადგან ძველი წინაწარმეტყველები იმდენად ძლიერი იყვნენ რწმენაში სნეულთა განკურნებაც კი ძალიან კარგად ეხერხებოდათ, მათი წინასწარმეტყველება ახლო ვადებზე, უფრო სწორად ზუსტ ვადებზე იყო გათვლილი, როცა ქალბატონი კაკულია, რატომღაც დროს ვერ ხედავს, სამაგიეროდ იმდენს მაღალჩინოსანს "უწინასწარმეტყველა" "ხვავი" და "ბარაქა", არც ისინი დარჩნენ ვალში და დღეს ეს ქალბატონო ზე კომფორტულად ცხოვრობს და ურეკშიც მშვენიერი აგარაკი გაჩნია, ამასთან ერთად დაცვაც მუდამ თან ახლავს, ოღონდ ვერ ვხვდები ვის აინტერესებს ან ჭირდება კაკულიაზე თავდასხმა.


ადრე უფრო დასაჯერებელ "წინასწარმეტყველებებს" აქვეყნებდა, მაგრამ ძალიან, რომ "გაუტია ოჩანი ხარივით" და "წინასწარმეტყველებებიც" ჩაუვარდა (ობამას მეორედ გაპრეზიდენტება "გამაზა", ბაიდენის ნაცვლად ფერადკანიანი ქალის პრეზიდენტობა "გამაზა", გერმანიის კანცლერად ჰიტლერის მაღალჩინოსნის შთამომავლის კანცლერად მოსვლა "გამაზა", ერევანში რუსული ტანკების "ჯირითი გამაზა", ავღანეთში დასავლული კოალიციის სრული გამარჯვება "გამაზა", უკრაინაში ომის მალე დამთავრება უკრაინის სრული გამარჯვებით "გამაზა".


და როცა საქმეში უცხოეთში ნასწავლი შვილიც ჩართო და "გვახარა": ეს გოგონა საქართველოს მომავალი პრემიერიაო, მაშინ ბევრი დაფიქრდა ამ ქალბატონის ადექვატურობაზე.



კარგა ხანია უკვე, რაც პატრიარქი არ იღებს საპატრიარქოში, რადგან ვინ ვინ და პატრიარქმა ადამიანის ცნობა კარგად იცის.


ეს ქალბატონი ფსიქოლოგიური პრობლემების გამო კარგა ხანია იღებს ფსიქოტროპულ პრეპარატებს (თავადვე ისაუბრა ამაზე, რომ ერთრთი ძალიან დეფიციტური პრეპარატი საბაჟომ არ გაუტარა და გამომგზვნს დაუბრუნეს). აქედან გამომდინარე ნათელია, ამ თავის დროზე საზრიანმა "მჩხიბავმა" საკმაოდ იშოვა საშოვნი და ახლა იაფფასიან "წინასწარმეტყველებს" გვიგდებს ანკესის კავივით.



მარტო ეს რად ღირს იმისათვის, რომ გულიანად გადაიხარხარო საღი აზროვნების ადამიანმა:


"ამიტომაც ვამბობ: ვინც ჩემი, ქართველი წინასწარმეტყველის, ლელა კაკულიას ფრთის ქვეშ რჩება თავისი ნებით, ყველა გადარჩება! ამას წლებია ვიმეორებ და იცოდეთ, ასეც ასრულდება".



პატივცემულ "წინასწარმეტყველს" ამჯერად მეტისმეტი მოუვიდა და თავი ანგელოზად წარმოგვიდგინა, აბა ფრთიანი ადამიანი არ გამიგია მე და თქვენ თუ გსმენიათ არ ვიცი.



ყავეკაშვილი, რომ მოდიოდა პრეზიდენტად ეს ვერ "დაინახა", ეტყობა კოსმოსიდან სიგნალს ილონ მასკის თანამგზავრები უხშობენ.
"დიდ" ადამიანებს მტრებიც ბევრი ყავთ, აბა რა გეგონათ, ჩაუხშვეს სიგნალი და ვერც "ქართული ოცნების" გამარჯვება დაინახა და ვერც ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენა.
მიშა მალე გამოვაო, იწინასწარმეტყველა და მას შემდეგ 2 წელი გავიდა, ესეც "გამაზა" უებრო "წინასწარმეტყველმა".

image



0
243
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
243