ქალი და მამაკაცი ცნობილი ქართველები, რომლებიც მესამე ქორწინებაში არიან 25 ნოემბერი, 21:26 მაკა ზამბახიძე - მომღერალი პირველად საკმაოდ პატარა ასაკში გათხოვდა ნოდარ ჩიტაძეზე, ქმართან ერთად მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად და შეეძინა ქალშვილი, თუმცა პირველი ოჯახი რამდენიმე წელიწადში დაენგრა. მეორედ 2009 წელს დაქორწინდა, თუმცა არც ეს ურთიერთობა აღმოჩნდა წარმატებული. ახლა მესამე ქორწინებაშია მასზე 7 წლით უმცროს მიხეილ ჩოხელთან. თათია შარანგია - პიანისტი პირველად ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილზე იყო დაქორწინებული და მასთან 2 ვაჟი ჰყავს. მოგვიანებით ამერიკაში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენზე სანდრო შელიაზე იქორწინა და საერთო ვაჟიც შეეძინათ. თუმცა 10 წლიანი ურთიერთობის შემდეგ, 2022 წელს დაშორდნენ. 2023 წლის 5 ივნისს, საკუთარ დაბადების დღეზე, თათია კვლავ დაქორწინდა ბიზნესმენ ჯარჯი თორაძეზე. დათო ხუჯაძე - მომღერალი პირველად ნათია ონიანზე იყო დაქორწინებული. მათ ერთი შვილი მელანო შეეძინათ, თუმცა მათი ოჯახი მალევე დაინგრა. მუსიკოსმა მეორედ ეკა დალაქიშვილზე იქორწინა. მათ გოგონა ილა ჰყავთ. შარშან მან თაკო თუხაშვილზე იქორწინა და წყვილს უკვე ვაჟი ჰყავს. ლიზა ბაგრატიონი - მისი პირველი მეუღლე გიორგი ლეონიძე იყო. მეორედ გინეკოლოგ ზაზა სინაურიძეზე იქორწინა, რომელთანაც მომღერალს ერთადერთი ვაჟი ჰყავს. მესამე ქორწინებაში ლიზა "შვიდკაცას" წევრ დავით ნოზაძესთან იმყოფებოდა, თუმცა არც ეს ქორწინება აღმოჩნდა წარმატებული. 274 1-ს მოსწონს
|