მოგზაურობა კუნძული ლანსაროტე და მისი უცხოპლანეტური პეიზაჟები 22 ნოემბერი, 20:15 რამდენ საოცარ ადგილს მალავს ჩვენი პლანეტა! ერთ-ერთი ასეთი ადგილია კუნძული ლანსაროტე, რომელიც კანარის კუნძულების ნაწილია. ფოტოგრაფ ელეონორა კოსტის (Eleonora Costi) უყვარს მოგზაურობა და ლავების, კრატერების და ვულკანების თვალწარმტაცი კუნძულის მონახულების შანსი ხელიდან არ გაუშვა. დრონით გადაღებული ეს განსაცვიფრებელი პეიზაჟები სუნთქვისშემკვრელია! ეს მართლაც უცხოპლანეტური სილამაზის ადგილია. კუნძული ესპანეთის საკუთრებაში არსებული კანარის კუნძულების ნაწილია დასავლეთ აფრიკის სანაპიროზე. ცნობილია თავისი კლდოვანი რელიეფით, თეთრი ქვიშის სანაპიროებით და ვულკანური პეიზაჟებით. აქ იყენებენ ყურძნის მოყვანის უნიკალურ მეთოდს დაახლოებით 5 მ დიამეტრის და 1 მ სიღრმის ღარებში. მინერალებით მდიდარი ნიადაგის და ბუნებრივი სარწყავი სისტემის წყალობით აქ გაზრდილ ყურძენს უნიკალური გემო აქვს. სხვათა შორის, მისგან მზადდება უგემრიელესი ღვინო ლანსაროტე. „წითელი დიუნები, ლანდშაფტის უცნაური რელიეფები, კლდოვანი სანაპიროები უსასრულო ზღვის ხედის ფონზე - ეს ყველაფერი ამ ადგილს არამიწიერ შესახედაობას აძლევს“ - წერს ფოტოგრაფი. ასევე დაგაინტერესებთ: 17 საინტერესო ფოტო პორტუგალიიდან, რომლებიც ამ უნიკალურ ქვეყანას უჩვეულო მხრიდან გვაჩვენებს 20 ფოტო შვედეთიდან, რომელიც აჩვენებს, რამდენად საინტერესო და განსაკუთრებული ქვეყანაა ლაჟვარდოვანი ჯოდპური – ზღაპრული ქალაქი ინდოეთში მე-19 საუკუნის იაპონიის წარმოუდგენელი ფერადი ფოტოები თვალწარმტაცი საქართველო არგენტინელი ფოტოგრაფის ობიექტივში 92 შეფასება არ არის |