სხვა კატის ფენომენი: რატომ ამბობენ, რომ კატებს 9 სიცოცხლე აქვთ? გუშინ, 8:19 გამოთქმის შესახებ – «კატას 9 სიცოცხლე აქვს», ყველას სმენია. ის ღრმად არის ფესვგადგმული ჩვენს კულტურაში და გაოცებას და აღტაცებას იწვევს, ამ იდუმალი ცხოველების მიმართ. მაგრამ, ოდესმე დაფიქრებულხართ, თუ რატომ აქვთ კატებს 9 სიცოცხლე?.. არა, 7, 10, ან სხვა ციფრი? იმის გასარკვევად, რატომ ამბობენ, რომ კატებს 9 სიცოცხლე აქვს და არის თუ არა ამაში, გარკვეული სიმართლე, ისტორიულ, სამეცნიერო და კულტურულ ასპექტებს უნდა ჩავუღრმავდეთ. საიდან მოდის გამოთქმა, რომ კატებს 9 სიცოცხლე აქვთ? გასაკვირია, რომ მითი, კატების ცხრა სიცოცხლის შესახებ, ისეთი ცნობილი ავტორების ნაწარმოებებში გვხვდება, როგორიც უილიამ შექსპირი და თომას ფულერია. კატები ძველ ეგვიპტეში. ძველ ეგვიპტეში კატებს დიდ თაყვანს სცემდნენ და მას წმინდა ცხოველად მიიჩნევდნენ. მითოლოგიის მიხედვით, ეგვიპტური მზის ღმერთი ატუმ-რა, ქვესკნელში ჩასასვლელად, ზოგჯერ, კატის იერს იღებდა. ამ ღმერთმა, სხვა რვა ღმერთი წარმოქმნა და ცხრა – დასრულების და ღვთაებრივი სისრულის სიმბოლო გახდა. შესაძლოა, სწორედ ამიტომ დაიწყო, კატის ცხრა სიცოცხლესთან ასოცირებას. 9–ის მაგიური მნიშვნელობა. სხვა ვერსიის თანახმად, ამ ციფრის კავშირი კატების სიცოცხლესთან, შესაძლოა, უძველესი ჩინური კულტურიდან მოდიოდეს. ჩინეთში, 9 წარმატების მომტან ციფრად ითვლება. გარდა ამისა, ციფრი 9, რომელსაც ხან და ხან «სამეულის სამეულსაც» ეძახიან, სხვადასხვა რელიგიაში, განსაკუთრებული მაგიური მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, სავარაუდოდ, სწორედ 9–ის მისტიკური სიმბოლიზმის გამო, უკავშირებენ მას, ასევე მისტიკურ ცხოველს – კატას. სახიფათო სიტუაციებში, კატების გადარჩენის მიზეზები – მეცნიერული ახსნა: კატებს ანატომიური მახასიათებლები აქვთ, რომელიც მათ, ექსტრემალურ პირობებშიც კი, ტრავმების თავიდან არიდების საშუალებას აძლევს. მოქნილი ხერხემალი და ძლიერი კუნთები, დაცემისას, ცხოველს მყისიერად მობილიზების საშუალებას აძლევს და ისინი, ზედაპირზე დაშვებისას, სწორ პოზიციას იკავებენ. გარდა ამისა, ამ ცხოველებს მეტად მტკიცე და მსუბუქი ძვლები აქვთ, რაც მოტეხილობის რისკებს, კიდევ უფრო ამცირებს. ამას გარდა, კატები, მხოლოდ კარგად კი არ ხტებიან, – წონასწორობასაც მშვენივრად იცავენ, რაც მათ, დაცემის თავიდან აცილებაში ეხმარება. არხის სხვა სიახლეები:* ყველაზე, ყველაზე, ყველაზე... ზოდიაქოს ნიშნებს შორის* საინტერესო არტეფაქტები, რომლის შესახებ ბევრმა არ იცის* შხამი ჭიქაში – დეტექტიური გამოცანა (პასუხი აქვს)* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები200 2-ს მოსწონს
|