ქალი და მამაკაცი ქალი ცოლად გაჰყვა შვილის 25 წლით უმცროს საუკეთესო მეგობარს დღეს, 17:53
აშშ-ში შვიდი შვილის დედა ცოლად გაჰყვა შვილის უახლოეს მეგობარს, რომელიც მასზე 25 წლით უმცროსია.
შეერთებულ შტატებში ქალი დაქორწინდა მამაკაცზე, რომელიც მასზე 25 წლით უმცროსია. ის მისი შვილის საუკეთესო მეგობარი იყო, ამის შესახებ იტყობინება Daily Mail-ი შვიდი შვილის დედა ემი სპარკსიმ 17 წლის ბრაისი 2020 წელს გაიცნო. მიუხედავად იმისა, რომ ის 13 წლიდან მეგობრობდა მის ერთ-ერთ ვაჟთან, - აიდინთან, მათ ამ დრომდე ერთმანეთი არ ენახათ. ბრაისის თქმით, მას მეგობრის დედა ერთი ნახვით შეუყვარდა. თავიდან ქალი ყურადღებას არ აქცევდა ბიჭის მცდელობას ასაკობრივი სხვაობის გამო. მაგრამ 2022 წლის თებერვალში მათ შორის რომანი გაჩაღდა. იმ დროისთვის ის 44 წლის იყო, ის კი 19 წლის. ბრაისი და ემი 2023 წლის ოქტომბერში დაქორწინდნენ. ემიმ გაიხსენა ის მომენტი, როდესაც გაიგო, რომ ბრაისს ჰქონდა გრძნობები მის მიმართ, ”როდესაც მან მითხრა, რომ მოვწონდი, მე მესიამოვნა და თან გამიკვირდა, მაგრამ უარვყავი, რადგან ვფიქრობდი, რომ ის ჩემთვის ძალიან ახალგაზრდა იყო." "მას ორი წელი დასჭირდა ჩემს დასარწმუნებლად." ქალის თქმით, მათ მეგობრებისა და ახლობლების მხრიდან რისხვა დაატყდათ. ზოგმა ქალი პედოფილიაშიც კი დაადანაშაულა. ამაზე ემი პასუხობს, რომ ბრაისი, მიუხედავად მისი ახალგაზრდა ასაკისა, წლოვანებასთან შედარებით ბევრად უფრო დაღვინებულია . ის თავის მხრივ ამბობს, რომ აფასებს მოწიფულობას ქალში. მას ესმის, რომ ქალს შვილის გაჩენა არ შეეძლება, მაგრამ ეს მას არ აწუხებს. სხვათა შორის ბრაისი და აიდინი კვლავ მეგობრობენ. ფოტოზე:ემი, აიდინი და ბრაისი 56 1-ს მოსწონს
|