საქართველო ისე, ამათ ვაკე რომ დავუთმოთ სამართავად და ცალკე რესპუბლიკადაც გამოვუცხადოთ?-გელა ზედელაშვილი გუშინ, 17:33
"დღეს არ იქნება გასვენება? რატომ, უკანასკნელი იმედი მელიქიშვილის გამზირიდან ამ დილით გაასვენეს?
რა ეჩქარებოდათ? დილით რაღა იყო, საერთოდ ხომ შუადღეს ასვენებენ ხოლმე? ესენი თავიანთ მკვდარს არ სცემენ პატივს, სხვისას ხომ ფეხებზე დაიკიდებენ? დავიღალეთო, ხომ? წავალთ, გადავიგეგმებით და რამე სიურპრიზს მოვიგონებთო. მოიგონებენ, ჭკუა დაუშლით, გონება, თანამედბობები თუ მოსკოვს დეეკითხებიან? რა ახალი სიურპრიზი უნდა მოიგონონ? დიდი ალბათობით, შარვლებს ჩაიხდიან, გადაიკუზებიან და ცესკოს მიუშვერენ. მიკვირს, ეს სიურპრიზი აქამდე რატომ არ შემოგვთავაზეს. მდაააა... მოდით, მორიგ სიურპრიზებზე ვიმსჯელოთ - დავუშვათ, შარვლების ჩახდამ და გადაკუზვამ არ გაამართლა, კიდევ რა შეიძლება, რომ გადაიგეგმოს? ვერსიები მივაწოდოთ, თორემ ცოდონი არიან, დაიღალნენ, გასავათდნენ, ილაჯი გაუწყდათ. იცოდეთ, თუ ეგენი ქუჩაში აღარ გამოვლენ, ქვეყანაში საყოველთაო მოწყენილობა დაისადგურებს და ცხოვრება ისეთი უინტერესო გახდება, მთქნარება აგვიტყდება. ისე, ამათ ვაკე რომ დავუთმოთ სამართავად და ცალკე რესპუბლიკადაც გამოვუცხადოთ? რა, აფხაზებსა და ოსებს რომ აქვთ ცალკე გამოყოფილი ტერიტორიები, ვერ თამაშობენ სახელმწიფოობანას? თავიანთი პრეზიდენტებიც ჰყავთ და მინისტრებიც. ჰოდა, ესენიც ითამაშებენ ვაკის სუვერენულ სახელმწიფოში, ეყოლებათ თავიანთი დამჯერი და მხარდამჭერი მოსახლეობა, ევროკავშირსა და აშშ-ში ეყოლებათ სტრატეგიული პარტნიორები. ამათი ამბავი რომ ვიცი, მომავალ წელს ევროკავშირშიც გაწევრიანდებიან და ნატოშიც. არა, შეიძლება ოფიციალურად არ გაწევრიანდნენ, მაგრამ აღქმებით გაწევრიანდებიან. განა ეს ცოტაა? ერთი ეგ არი, შეიძლება ორ-სამ წელიწადში ომი გამოგვიცხადონ. არააა, კი არის ეს იდეა მომხიბლავი, მაგრამ ვატყობ, დიდ რისკებს უკავშირდება. მოკლედ, დაწერეთ, რა უნდა გააკეთონ ამ ბრიყვებმა, რომ ჩვენ უკეთესად გავერთოთ, არ მოვიწყინოთ და მთქნარება არ აგვიტყდეს."-წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი. 63 2-ს მოსწონს
|