საზოგადოება "ისეთი რამ ვნახე........" - რას წერს ნიკა ქავთარაძე 20 ნოემბერი, 10:46 შოუმენი და ტელეწამყვანი ნიკა ქავთარაძე ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:"დილით ჩავრთე ტელევიზორი, “ტვ პირველი”, და ვნახე, როგორ აკავებდნენ ჩემ შვილს, არცერთი მამისთვის არ არის ეს სასიამოვნო, მაგრამ 20 წლის ადამიანი ასე იბრძვის თავისი ქვეყნისთვის. იმდენად გადამდებია ეს, დედაჩემი, მე და ჩემი შვილები, გავერთიანდით სულ ყველა, მთავარი პრობლემის წინაშე და ყველა აქ ვართ.არ ვიცი რა ნიშნები სჭირდებათ ადამიანებს კონკრეტული – რუსეთის დროშა სახლზე, რუსი პოლიტიკოსი სავარძელში, თუ რა. ყველაფერი არის იმის ნიშნად, რომ რუსეთი ცდილობს ქვეყანა წაგვართვას"- ვკითხულობთ ნიკა ქავთარაძის პოსტში.319 შეფასება არ არის |