საზოგადოება
"ჰოი საოცრებავ, მოგებული არჩევნები თავხედურად გაუყალბეს და ახლა იჭერენ?" - ინგა გრიგოლია
2020, 3 ნოემბერი, 13:47
ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია მთავარი პროკურატურის მიერ, ნიკა მელიას დაპატიმრების შუამდგომლობით სასამართლოსთვის მიმართვის ფაქტს ეხმაუარება და "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ნიკა მელიას, მით უფრო გლდანში გაყალბებული არჩევნების ფონზე, სრულ თანადგომას და მხარდაჭერას უცხადებს: "მოგებული არჩევნები თავხედურად გაუყალბეს და ახლა იჭერენ? პროკურატურამ სასამართლოს მიმართა Nika Melia -სთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით და ჰოი საოცრებავ, პროცესი დღესვე ჩაინიშნა, ხუთ საათზე. Nika Melia შენ არ ხარ პარტია ჩემთვის, პარლამენტიდან უსამართლოდ გამოშვებული კაცი ხარ, ამიტომ გგულშემატკივრობ, მითუფრო, გლდანში გაყალბებული არჩევნების ფონზე. მაგრად იყავი!" - დაწერა ინგა გრიგოლიამ "ფეისბუქის" პირად გვერდზე. შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ - ერთი წევრის, ნიკა მელიას დაპატიმრების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. როგორც მთავარი საგამოძიებო ორგანო განმარტავს, მიზეზი 1 ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიას მიერ ელექტრონული სამაჯურის მოხსნაა. პროცესი დღეს, 17:00 საათზეა ჩანიშნული.