x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
რა ლექსი მიუძღვნა დათო ევგენიძემ ბუბა კიკაბიძეს

image


ცნობილი ქართველი მუსიკოსი და კომპოზიტორი დათო ევგენიძე ყველასთვის საყვარელი კინომსახიობისა და მომღერლის, ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და კულტურისა და ხელოვნების ლეგენდარულ წარმომადგენლს ემოციურ ლექსს უძღვნის:


"ბუმბერაზები წავიდნენ


დაპატარავდა თბილისი…


აღარც პავლე გვყავს მედროგე


ხვალ ვინ გვიმღერებს ვინ იცის


არ დაიდარდო რადგანაც-


ის ჩვენ გულებში დარჩება


სიკდილი მხოლოდ ხიდია-


მწამს სიყვარული არ ცვდება…


ასწლეულები ჩაივლის


ვინ დაივიწყებს იმ კინოს-


ისევ სიყვარულს დაეძებს


შეყვარებული მიმინო…


დე


❤️????"- წერს დათო ევგენიძე სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ ცნობილი მსახიობი და საესტრადო მომღერალი, ვახტანგ კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბუბა კიკაბიძე ჯანმრთელობის პრობლემების გამო ბოლო 2 თვის განმავლობაში კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალში" ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იყო. ყველასთვის საყვარელ მსახიობს 19 იანვარს, ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ.


ცნობისთვის, ბუბა კიკაბიძე საქართველოს კინოსა და ესტრადის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელი იყო. ვრცელი მუსიკალური კარიერის განმავლობაში ის მღეროდა ისეთ ანსამბლებში, როგორიცაა "დიელო", "რერო", "ორერა". ვახტანგ კიკაბიძის კინოდებიუტი შედგა ნიკოლოზ სანიშვილის მუსიკალურ კომედიაში "შეხვედრა მთაში" (1966). განსაკუთრებული წარმატება კი მსახიობს მოუტანა ბენჟამენ ღლონტის როლმა კომედიაში "არ იდარდო!" (1969), რომლის რეჟისორიც გიორგი დანელია გახლდათ. ბუბა კიკაბიძეს კინემატოგრაფიაში შექმნილი აქვს მრავალი დაუვიწყარი სახე, რომლებიც კინომანებისთვის საყვარელ გმირებად იქცნენ. მათ შორისაა ფილმები "არ იდარდო!" (1969), "ვერის უბნის მელოდიები" (1973), "მიმინო" (1977) და სხვა.


საქართველოს სახალხო არტისტი (1980) და უკრაინის დამსახურებული არტისტი (2013) ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე მრავალი საერთაშორისო სიმღერისა და კინოფესტივალის ლაურეატია.






0
460
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
460