x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ამ დროს მზად ვარ, შევასკდე ყველას და ყველაფერს!"- რას წერს ინგა გრიგოლია

image


ჟურნალისტი ინგა გრიგოლია დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის, თეა გოდოლაძის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნულ საქმეს შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით სეისმოლოგის თამამ და ხმამაღალ განცხადებებს უკავშირებს:


"ხომ იცით, ყველაზე მეტად მაშინ მენთება, პირადი ცხოვრებით რომ ცდილობენ ქალების გაჩუმებას, დაკომპლექსებას და თან ამოყირავებული სიმართლით! ტყუილით!???????????? ამ დროს მზად ვარ, შევასკდე ხოლმე ყველას და ყველაფერს!!! წარმატებები თეა გოდოლაძეს! ძალიან მაგარ გოგოს! მასზე შეტევა იმის დასტურია, რომ რასაც ამბობდა შოვის ტრაგედიაზე, ყველაფერი იყო მართალი!"– წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ "კურიერმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობაშია ბრალდებული. სეისმოლოგი მის მიმართ ძალადობის ბრალდების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნული ბრალდება უარყო, გოდოლაძის თქმით, მისი დისკრედიტაცია სწორედ შოვის ტრაგედიის ირგვლივ გაკეთებული განცხადებების გამო ხდება:


"სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის სა­ყუ­რა­დღე­ბოდ, "რუს­თა­ვი 2"-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­მარ­თლებ­რივ ას­პექ­ტებ­ზე მი­მარ­თეთ ჩემს ად­ვო­კა­ტებს - ლიკა ბი­თა­ძე­სა და ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ფა­რის" იუ­რისტს, ნინო ან­დრი­აშ­ვილს.


ეს სა­კი­თხი შე­ე­ე­ხე­ბა ჩემ პი­რად ცხოვ­რე­ბას და ძლი­ან მძი­მეა ჩემ­თვის.


2022 წლის 7 აპ­რილს, ღა­მით, ად­გი­ლი ჰქონ­და ყო­ფი­ლი პარტნი­ო­რი­სა­გან, ჩემ­ზე ფი­ზი­კურ და ფსი­ქო­ლო­გი­ურ ძა­ლა­დო­ბას, რის გა­მოც 2022 წლის აპ­რი­ლის თვი­დან გავ­დი­ო­დი მკურ­ნა­ლო­ბას. ამ ეტაპ­ზე საქ­მე სა­სა­მარ­თლო­შია. "რუს­თა­ვი 2"-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ეხე­ბა 2 წლის წინ მომ­ხდარ შემ­თხვე­ვა­ზე და­ფუძ­ნე­ბულ შე­თი­თხნილ ბრალ­დე­ბას. ჩემ­მა ყოფ­ლმა პარ­ტი­ორ­მა თე­ი­მუ­რაზ შერ­გე­ლაშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ბრალ­დე­ბუ­ლია ჩემს მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ფი­ზი­კურ და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, გენ­დერუ­ლი დის­კრი­მი­ნა­ცი­ის მო­ტი­ვით, შე­თი­თხნა ცრუ ბლა­დე­ბე­ბი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე, პრო­ვო­კა­ცი­ის მო­წყო­ბის მიზ­ნით.


მისი გა­სა­ჯა­რო­ვე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს გა­მა­ჩუ­მოს, რომ აღარ ვი­ლა­პა­რა­კო შოვ­ში მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ა­ზე და სხვა საფრ­თხე­ებ­ზე.


ასე იყო 2021 წელს, ნა­მოხ­ვა­ნის დრო­საც. მა­ში­ნაც აა­გო­რეს კომ­პა­ნია ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ, ამი­ტომ ცხა­დია, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი უკავ­შირ­დე­ბა შო­ვის, ჭი­ა­თუ­რის და ზო­გა­დად, მშე­ნე­ბე­ლო­ბე­ბის თე­მებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში გა­კე­თე­ბულ ჩემ გან­ცხა­დე­ბებ­სა და პო­ზი­ცი­ას.


ჩემი შან­ტა­ჟი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბით არ გა­მო­გი­ვათ! არ გავ­ჩუმ­დე­ბი! ნუ ცდი­ლობთ ჩემ გა­შა­ვე­ბას და ყუ­რა­დღე­ბის გად­მო­ტა­ნას ჩემ­ზე. უპა­სუ­ხეთ ხალ­ხს!


არ გავ­ჩუმ­დე­ბი! ქალ­ზე ძა­ლა­დო­ბის "გაპ­რა­ვე­ბაც“ და საქ­მის მოტ­რი­ა­ლე­ბაც არ გა­მო­ვა! ყვე­ლა და­ჩაგ­რუ­ლი ქა­ლის ინ­ტე­რესს და­ვი­ცავ!"


ჩემი ადვოკატები გააკეთებენ განცხადებას და ჩაერთვებიან პროცესში. რეალურად, საქმე სხვაგვარად არის. პირიქით, ჩემზე მოხდა ფიზიკური ძალადობა ჩემი პარტნიორი მამაკაცის მხრიდან. ამის გამო, მე გამოვიძახე პოლიცია, შემაკავებელი ორდერი იყო გაცემული მის წინააღმდეგ, მას უწევდა ციხეში წასვლა და ეს რომ არ მომხდარიყო, ათქმევინეს, რომ თითქოს მე ვიძალადე მის 17 წლის შვილზე და ასე აღძრეს საქმე ჩემ წინააღმდეგ. არადა, ეს სიცრუეა. პირიქით, მან იძალადა ჩემზე, რადგან არ მოსწონდა მე და მამამისს რომ გვქონდა ურთიერთობა, ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა კონფლიქტი.


ეს არის 2021 წლის ამბავი, მაშინ მე არაფერი მითქვამს… მაგრამ შემდეგ, როცა ჩემი პარტნიორის ძალადობის გამო გამოვიძახე პატრული, ეს ძველი ამბავი გამოიყენეს. ათქმევინეს, თითქოს მე ვიძალადე მის შვილზე და გამოჰყვეს ცალკე წარმოებაში ეს საქმე. რაღაც თქვი გოდოლაძეზეო და მან ეს თქვა. 2021 წლის ამბებზე საუბარი, აქეთ ვარ დაზარალებული. მოკლედ, გამოიგონეს საქმე ჩემს წინააღმდეგ და ახლა ატრიალებენ ამას. ვიმეორებ, მე შეტანილი მაქვს საჩივარი. ჩემზე მოხდა ძალადობა… ", - წერს თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში.

0
580
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
580