x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"მაგ წერილს მხოლოდ უსამშობლო მოღალატეები თუ მოაწერდნენ ხელს"-ამირან სალუქვაძე
image"ახლა ვისმენ პრემიერს. გაახმოვანა 4 ოპოზიციური პარტიის წერილის შინაარსი, რომელიც ევროკავშირს მისწერეს, რომელშიც ითხოვენ ქვეყნის იზოლაციას, ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებას და სანქციებს.

მაგ წერილს მხოლოდ უსამშობლო მოღალატეები თუ მოაწერდნენ ხელს.
გუშინ ზურაბიშვილის ძმას წამოსცდა, ისე უნდა გავაკეთოთ, რომ "ხალხი მჩატედ დაზიანდესო". ანუ, დაშვება გააკეთა, რომ ხალხი უნდა დაზიანდეს.
ამ ე.წ. პარტიებმა როგორ აიღეს 770 ათასი ხმა?
მსგავსი წერილი რომ მიეწერა ნებისმიერი ქვეყნის ოპოზიციას საკუთარი სახელმწიფოს და ხალხის წინააღმდეგ, არ ვიცი რა მოხდებოდა. ჰკითხეთ ნებისმიერი ქვეყნის პოლიტიკოსს. ალბათ დაშვების დონეზეც კი ვერ დაუშვებენ.
არჩევნებს ვერ იგებენ, ქვეყანას და ხალხს ებრძვიან და აზიანებენ.
ამ 4 პარტიის ადგილი არაა პოლიტიკაში."-წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე.
ცნობისათვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ახალმა“, „ლელომ“ და „გახარიამ“ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს საიდუმლოდ წერილი გაუგზავნა, სადაც 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებას ითხოვს. ისინი მოუწოდებენ ევროკავშირს შემდეგი 30 დღის განმავლობაში დააინიციიროს სპეციალური მისია, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში თითქოს და შიდა და გარე ჩარევებს შეისწავლის. რადიკალები აგრეთვე ითხოვენ, რომ ევროკავშირმა მოუწოდოს საქართველოს ხელისუფლებას, არ ჩაატაროს ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა და ნათლად განუცხადოს, რომ საკანონმდებლო ორგანოს არ ექნება ლეგიტიმაცია.

რადიკალები სთხოვენ ევროკავშირს, რომ მან ნათლად განაცხადოს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია მთავრობის მიერ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების გამო.

ამასთან ერთად, ოთხი პარტია ითხოვს, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან ყველა დონეზე ურთიერთობა შეაჩეროს. მათ შორის, გადადოს საქართველო-ევროკავშირის ასოცირებული საბჭოს შეხვედრები, შეაჩეროს ყველა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი, გაყინოს ტექნიკური თანამშრომლობის მექანიზმები მანამ, სანამ ისინი არ დათანხმდებიან საერთაშორისო გამოძიებას.


ოპოზიციონერები სთხოვენ ევროკავშირს, რომ მან დაახლოებით 120 მილიონი ევროს ოდენობის ყოველწლიური ფინანსური დახმარების გამოყოფა საქართველოსთვის შეაჩეროს სანამ არჩევნების გამოძიების შედეგები არ იქნება ცნობილი. ისინი ბრიუსელს სთავაზობენ, რომ ეს თანხები გადანაწილდეს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ მედიაზე, შეიქმნას სამოქალაქო ორგანიზაციების პირდაპირი დაფინანსების მექანიზმი, აგრეთვე სპეციალური ფონდი დამოუკიდებელი მედიისთვის, რომელიც ზეწოლას განიცდის. რადიკალები ითხოვენ ევროკავშირისგან, რომ მან შეჩერებული თანხის ნაწილი საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებას და სამართლიანი არჩევნების ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი.

წერილი, რომელიც "ქრონიკამ" მოიპოვა იხილეთ <<ამ ბმულზე>>

0
217
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
217
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0