სხვა ჩიხში მოქცეული მეცნიერება - გარდაცვლილი ტიბეტელი ბერები, რომლებმაც გახრწნაზე უარი თქვეს 15 ნოემბერი, 16:10 ყველამ ვიცით, რომ გახრწნა ბუნებრივი პროცესია, რომელსაც ვერ აიცილებს ვერც ერთი ცოცხალი არსება სიკვდილის შემდეგ. მისი შეჩერება შესაძლებელია სიცივით, მუმიფიკაციით ან კიდევ ერთი მეთოდით, რომელსაც უძველესი დროიდან იყენებენ ტიბეტელი ბერები. ტუკდამი - მდგომარეობა, რომლის დროსაც გარდაცვლილი ბერის სხეული 2-3 კვირის განმავლობაში არ იხრწნება. და ამას მეცნიერული ახსნა არ აქვს.
ფაქტი, რომ ტიბეტის მონასტრების ზოგიერთი ბერის ცხედარი სიკვდილის შემდეგ დიდხანს არ იხრწნება, მათ თანამოძმეებს არ აკვირვებს. ამბობენ, რომ ისინი არ მოკვდნენ, არამედ არიან ღრმა მედიტაციაში, რომელსაც „ტუკდამი“ ჰქვია. ოფიციალური მეცნიერება ამ ფენომენის მედიტაციურ ხასიათს უარყოფს, რადგან მედიტაციაში მყოფი ადამიანი ჯერ კიდევ ცოცხალია, ხოლო ტუკდამში მყოფ ბერებში ტვინის აქტივობის მცირე კვალიც ვერ აღმოაჩინეს. უბრალოდ არიან მედიტაციის პოზაში, რომლის დროსაც სიკვდილმა მოუსწროთ და უგულებელყოფენ ბუნების კანონებს, უარს ამბობენ გახრწნაზე 3 კვირის განმავლობაში. ბუდისტი ბერები ირწმუნებიან, რომ ტუკდამის მდგომარეობაში სული კვლავ სხეულშია და ადამიანი ჯერ კიდევ ცოცხალია. ამ ფაზაზე გადასვლა იწყება „მკაფიო სინათლის“ მედიტაციით, რომლის დროსაც ბერის გონება ფართოვდება მანამ, სანამ იგი არ დაიშლება უნივერსალურ ცნობიერებაში და არ დატოვებს სხეულს. ამ მომენტიდან იწყება გახრწნის პირველი ნიშნები. ბუდისტების ლიდერი, დალაი ლამა, როგორც მეცნიერების მგზნებარე მხარდამჭერი, უკვე 20 წელია ეძებს სპეციალისტებს, რომლებიც ამ მოვლენას ახსნას უპოვიან. მთავარი ბერი მისტიკური მოვლენის მეცნიერული საფუძვლის პოვნაში უცნაურს ვერაფერს ხედავს. ამის შესახებ ამბობს: „ბუდიზმი და მეცნიერება არ არის ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებები სამყაროს შესახებ, არამედ არის განსხვავებული მიდგომები ერთი და იმავე მიზნისკენ: ჭეშმარიტების ძიება“. ამჟამად მედისონის ვისკონსინის უნივერსიტეტის ტვინის ჯანმრთელობის ცენტრის მეცნიერებები ტუკდამის საკითხს სწავლობენ. „ტუკდამის“ პროექტის ხელმძღვანელობს ცნობილი ამერიკელი ნეირომეცნიერი რიჩარდ დევიდსონი. კვლევის შედეგად მოპოვებული მასალა საკმარისი იყო მეცნიერისთვის ასზე მეტი სტატიის დასაწერად, მაგრამ ფენომენის სრული ახსნისგან ჯერ კიდევ შორს არის. რიჩარდ დევიდსონი და დალაი ლამა დევიდსონი პირველად შეეჯახა ტუკდამის ფენომენს მისი ახლო მეგობრის და სულიერი მენტორის, ბუდისტი ბერის გეშე ლჰუნდუბ სოპას გარდაცვალების შემდეგ. ექიმი გაოცებული იყო, როცა გარდაცვალებიდან 5 დღის შემდეგ ცხედარი დაინახა. თითქოს რამდენიმე წუთის წინ გარდაიცვალა. „ტუკდამის“ პროექტის პირველი ანგარიში გამოქვეყნდა 2021 წლის იანვარში. მასში მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ჩაატარეს 13 გარდაცვლილი ბერის თავის ტვინის ენცეფალოგრაფიული კვლევები და ტვინის აქტივობის ოდნავი კვალიც ვერ აღმოაჩინეს. მეცნიერებს აინტერესებთ, რატომ არის უხილავი ტიბეტელი ბერების სხეულებზე გახრწნა, რომლის კვალი ჩვეულებრივ ჩნდება გარდაცვალებიდან 4 წუთის შემდეგ და აშკარა ხდება მეორე დღეს. დალაი ლამას აზრით, კვლევაში პროგრესის ნაკლებობა არ ნიშნავს, რომ „ტუკდამის“ ფენომენი ზებუნებრივი ხასიათისაა: „ის, რასაც მეცნიერება არარსებულად თვლის, არარსებულად უნდა მივიღოთ, მაგრამ თუ მეცნიერება უბრალოდ ვერ პოულობს ახსნას, ეს სულ სხვა საქმეა. ავიღოთ, მაგალითად, ცნობიერება. უკვე მრავალი საუკუნეა ვიცით, რომ ცნობიერება აქვს ყველა გონიერ არსებას, მათ შორის ადამიანს. მაგრამ ჯერ კიდევ არ ვიცით, რა არის და როგორ ფუნქციონირებს იგი“. გახრწნის კვალის არარსებობა ერთადერთი საიდუმლო არ არის, რომელსაც გარდაცვლილი ბუდისტი ბერები მეცნიერებას სთავაზობს. ბერი ლუანგ პჰო პიანი ტაილანდიდან არა მხოლოდ არ გაიხრწნა 2 თვე, არამედ სიკვდილის შემდეგ გაღიმებაც შეძლო. ამით ჩიხში მოაქცია მეცნიერებიც და თანამოძმეებიც. ასევე დაგაინტერესებთ: იაპონელს დღეში მხოლოდ 30 წუთი სძინავს უკვე 12 წელია მეცნიერებმა აღმოაჩინეს „მესამე მდგომარეობა“ სიცოცხლესა და სიკვდილს შორის მუმიები პერუში: თითის ანაბეჭდები მიუთითებს უცნაური ნაშთების არაადამიანურ წარმოშობაზე მართალია, რომ არსებობს მწვანე სისხლი? როგორც იქნა მედიცინამ ეს აღიარა: დაავადების განკურნება მედიკამენტის გარეშე შესაძლებელია! 1352 შეფასება არ არის |