საზოგადოება უნიკალური საქორწილო თაიგულები 2024, 15 ნოემბერი, 10:55 ქორწილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა წყვილის ცხოვრებაში და მნიშვნელოვანია ამ დღისთვის ყოველი დეტალი იდეალურად იყოს. ამ დაუვიწყარი დღის ყველა ელემენტს შორის საქორწინო თაიგულს განსაკუთრებული როლი აკისრია, რომელიც არა მარტო პატარძლის ხასიათის და ინდივიდუალობის გამომხატველი, არამედ პატარძლის ვიზუალის დამასრულებელი შტრიხია. თუმცა იდეალური თაიგულის შერჩევა ადვილი არაა. ყველაზე გავრცელებული პრობლემა, რომელსაც თაიგულის შერჩევისას აწყდებიან - სასურველი ყვავილის შოვნაა. რა თქმა უნდა, პატარძალს სურს ყველასგან გამორჩეული და განსხვავებილი თაიგული ჰქონდეს, ამიტომ სწორედ ისეთი თაიგული შეიძლება მოეწონოს, რომელიც კონკრეტულ სეზონზე აღარაა, ან მისი შემოტანა გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. მაგალითად პიონები, რომლის სეზონიც დიდ ხანს არ გრძელდება, მაგრამ ბევრი პატარძლისთვის სასურველ ყვავილადაა მიჩნეული, უდავოდ ამ ყვავილით დამზადებული თაიგულები მართლაც განსაკუთრებითი სილამაზით და ელეგანტურობით გამოირჩევა მაგრამ სეზონი დიდ ხანს არ გრძელდება. შესაბამისად, პატარძალს უწევს ალტერნატიული ვარიანტის შერჩევა. სწორედ ასეთი არასასიამოვნო ინციდენტების თავიდან ასაცილებლად ყვავილების მაღაზია “ლავლი როუზის" გუნდმა გადაწყვიტა შეექმნა უნიკალური საქორწილო თაიგულების სერია.
ჩვენმა ფლორისტებმა ინსპირაციის წყაროდ სეზონები გამოიყენეს და შექმნეს თითოეულ სეზონზე მორგებული კარკასული თაიგულები. ამ თაიგულების უნიკალურობა სწორედ ისაა რომ ისედაც ლამაზი და უნიკალური კარკასი არ საჭიროებს განსხვავებულ ყვავილებს. ჩვენ ინსპირაციის წყაროდ სეზონები გამოვიყენეთ და შევქმენით ყოველ სეზონს მორგებული კასკადური თაიგულები. შემოდგომა შემოდგომის ქორწილები თბილი ფერებით, მდიდარი ტექსტურებითა და ბუნებრივი ელეგანტურობით გამოირჩევა. ფოთლების ფერების ცვლილებასთან ერთად, იზრდება ფერების პალიტრაც. ეს სეზონი ოქროსფერი, ცეცხლისფერი, ყვითელი ფერებით გამოირჩევა, რაც საშუალებას გვაძლევს შევქმნათ თაიგულები, რომლებიც შემოდგომის ბარაქიან სულს გადმოსცემს. წარმოდგენილი ნიმუში შემოდგომის სეზონის საუკეთესო სახე-სიმბოლოა. მოცემული კასკადური თაიგული გამოირჩევა უჩვეულო სტრუქტურებითა და ასიმეტრიული ფორმებით, ხოლო ალისფერი ანთურიუმის, ყვითელი ვარდებისა და მწვანე-სტაფილოსფერი დეკორის შერევით, სწორედ მზის ჩასვლის სურათს აცოცხლებს. ეს თაიგული განსაკუთრებით მიმზიდველი იქნება იმ პატარძლებისთვის, რომლებსაც არ ეშინიათ ფორმებთან და ფერებთან თამაშის. შემოდგომის ფერებითაა შთაგონებული შემდგომი ნიმუშიც. ეს თაიგული პატარძლებს სწორედ თავისი სიმეტრიული ფორმითა და თამამი ფერებით იზიდავს, ის უფრო მეტად ჰგაქვს კლასიკურ საქორწილო თაიგულს, გეომეტრიული სიზუსტით შესრულებული თაიგული თავისი სიმეტრიით ბუნებაში არსებულ ბალანსს მოგვაგონებს. იდეალურია იმ პატარძლებისთვის, რომლებსაც სიმეტრია და მკვეთრი ფერები უყვართ. ზამთარი ზამთრის ქორწილები სპეტაკი სილამაზითა და ტრადიციული ელეგანტურობით გამოირჩევა. ამ სეზონში ვაფასებთ თეთრი ფერის სინაზეს, სიწმინდესა და ელეგანტურობას. ჩვენი კასკადური თაიგულები ხაზს უსვამენ ამ სეზონის სიწმინდეს და უნიკალურ შტრიხს შესძენენ ნებისმიერ ქორწილს. ზამთრის სეზონივით მკაცრი ფორმის კარკასოვანი თაიგული, უჩვეულო მარაოსებრი ფორმით გამოირჩევა. ჩარჩოს ვერცხლისფერი ელემენტები თითქოს ზამთრის ცივ, მკაცრ, და შეუვალ ხასიათს განასახიერებენ, ხოლო ამ ფოთლებიდან “ამოზრდილი” ყვავილები - ახალი საწყისის, იმედისა და სისპეტაკის სიმბოლოა. ასეთი თაიგული იდეალური დახვეწილი და ელეგანტური პატარძლებისთვის, რომლებიც სიმკაცრეს ასხივებენ, მაგრამ სინამდვილეში ნაზი ბუნების წარმომადგენლები არიან. ზამთრის სეზონის ბუნების გამომხატველია შემდეგი თაიგულიც, მაგრამ თუ წინა ნიმუშში კარკასს ჰქონდა მკაცრი ფორმა და ის გადმოსცემდა ზამთრის ამ ხასიათს. აქ პირიქითაა - მკაცრი, თითქოს ეკლიანი და ერთი შეხედვით უხეში ყვავილით გამზადებული თაიგული, ნაზ და ჰაეროვან კარკასშია გახვეული, რაც ყვავილს სინაზესა და ზღაპრულ იერს სძენს. თითქოს პატარძალს პატარა ღრუბელი უმშვენებს ხელს, რომელიც ბობოქრობს, ღელავს და ახალი საწყისისთვის ემზადება. ასეთი თაიგული მართლაც იდეალურად გადმოსცემს ზამთრის მდიდარ ხასიათს და თითქოს მიგვანიშნებს, რომ ამ დღემდე მისასვლელი გზა მარტივი არაა, მაგრამ სწორედ ასე იქმნება ყველაზე ტკბილი ოჯახები. გაზაფხული ნაზი ფერებითა და სურნელებით გამორჩეული გაზაფხული ყველაზე რომანტიკული სეზონია ქორწილისთვის. როცა გარშემო სულ ახლად გამსკდარი ატმის ყვავილის სუნი ტრიალებს, ქორწილის დღე მარტო ამ ფერადოვნების და სურნელის გამო შეიძლება იყოს დაუვიწყარი. სწორედ გაზაფხულის ეს მახასიათებლები იყო ჩვენი ფლორისტების ინსპირაციის წყარო, როცა გაზაფხულის კოლექციას ქმნიდნენ. იისფერ ფერებში გამზადებული კარკასი ისედაც მიმზიდველად გამოიყურება, მაგრამ ვარდისფერი არომატული ვარდის დამატებით, სულ სხვა ჰანგებით აჟღერდება. ამ თაიგულში თითქოს მთლიანად გაზაფხულია მოთავსებული. ჰორტენზიისა და ვარდის კომბინაცია კი იდეალურ შეხამებას გვაძლევს, რომელიც შეგვიძლია წყვილის ჰარმონიული თანაცხოვრების დასაწყისად მივიჩნიოთ. რომანტიკული ელეგანტურობიდან მოდერნისტულში გადავინაცვლოთ. მოცემული თაიგული მეტადაა დატვირთული სტრუქტურული ელემენტებით, მაგრამ ნაზი და დახვეწილი ფერის ყვავილების ხარჯზე არ კარგავს ელეგანტურობას. თაიგულში მოთავსებული დისკი კი საათის (დროის) სახე-სიმბოლოა, რომელიც სიყვარულის მარადიულობაზე მიგვანიშნებს. ზაფხული სიცოცხლით სავსე ზაფხული მწვანე ფერებითა და ენერგიით გამოირჩევა, ისევე როგორც ამ სეზონის ქორწილები. სწორედ ამიტომ ამ სეზონისთვის სრულიად განსხვავებული, “არათაიგულური” სტილის კარკასები შევქმენით, რომლებიც თავისი უჩვეულო ფორმით ჩანთას ან სამაჩურს უფრო ჰგვანან. ამ კარკასის დანახვისას ალბათ მწვანე მდელო და ახლად მოჭრილი ბალახის არომატი მოგვაგონდება. მინიმალური ოდენობის ყვავილით გაფორმებული ეს “თაიგული” მაინც იპყრობს ყურადღებას. ის პრაქტიკული და ორიგინალური პატარძლებისთვისა შექმნილი, რომლებსაც არ ეშინიათ ახალი გამოწვევების და ახალ გარემოში მარტივად ადაპტირდებიან. მათ ხომ თამამად შეაღეს ახალი გამოწვევებისთვის კარი. მეტად რომანტიკული ბუნების პატარძლებისთვისაც არანაკლებ თამამი “თაიგული” შევქმენით, რომელიც სამაჯურს უფრო ჰგავს და ქორწილის დღეს პატარძლის აქსესუარად გადაიქცევა. ჰაეროვნად ჩამოშლილი ყვავილები არაამქვეყნიურ ჰაეროვნებას სძენენ ქორწილის დღეს. ყვავილები მართლაც რომ ზღაპრულად გამოიყურებიან, ხოლო ამ თაიგულით ხელდამშვენებული პატარძალი კი ნამდვილად ტყის ნინფას დაემსგავსება. ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით, რამდენად რთულია იდეალური საქორწილო თაიგულის პოვნა. სწორედ ამიტომ შევქმენით უნიკალური კოლექცია, რომელიც შეძლებს ასახოს პატარძლის უნიკალური სტილი და ბუნება. ჩვენი არჩევანი აქ წარმოდგენილი ნიმუშებით არ შემოიფარგლება, რა თქმა უნდა, უფრო დიდი კოლექცია გვაქვს. ან შესაძლებელია უშუალოდ პატარძლის ნების და სურვილის გათვალისწინებით შეიქნას უნიკალური ეგზემპლიარი. კრეატიგული თაიგულების გარდა, ასევე გვაქვს კლასიკური საქორწილო თაიგულების კოლექცია. R 88 1-ს მოსწონს
|