საზოგადოება რას ნიშნავს მეორედ მოსვლა და რატომ საუბრობენ სასულიერო პირები მის მოახლოებაზე - "90-იან წლებში, კონკრეტული პიროვნებაც დაასახელეს ანტიქრისტედ..." 2020, 13 იანვარი, 14:46 "მეორედ მოსვლა ახლოსაა ჩვენთან და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მოვემზადოთ მეორედ მოსვლისათვის" - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა. მანვე დასძინა, რომ ზოგიერთი მორწმუნე ადამიანისაგან ხშირად გაუგია, რომ "ჟამი ახლოს არის", მაგრამ უწმინდესის თქმით, "შეიძლება რამდენიმე დღე დარჩა" მეორედ მოსვლამდე. ამ ქადაგებამ საზოგადოების ნაწილი საკმაოდ დააფრთხო, ნაწილს კი, მეორედ მოსვლის არ სწამს და შესაბამისად, ირონიით შეხვდა ამ ამბავს. მეორედ მოსვლის მნიშვნელობის შესახებ, AMBEBI.GE სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურს, დეკანოზ თეიმურაზს (თათარიშვილს) ესაუბრა: - პატრიარქი ბოლო დროს თავის ქადაგებებში სულ უფრო ხშირად უსვამს ხაზს მეორედ მოსვლის მოახლოებას. რას ნიშნავს უწმინდესის ქადაგება? - მეორედ მოსვლა როდის იქნება ეს არავინ იცის. პატრიარქმა თქვა ის, რასაც ნებისმიერი სასულიერო პირი იტყვის, რომ მეორედ მოსვლა შეიძლება იყოს დღეს, შეიძლება სამი დღის ან სამი წლის შემდეგ, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ მუდმივად მზად. გარკვეულწილად, იმ მოვლენების გამო, რაც სამყაროში მიმდინარეობს: ჩაუქრობელი ხანძრები, მიძინებული ვულკანების ამოფრქვევა თუ სხვა ბუნებრივი კატაკლიზმები, რომელიც უფრო მოხშირებულია, ასევე, ახალი ეპიდემიების, ახალი დაუდგენელი ვირუსების წარმოშობა და გავრცელება - ეს ის ნიშნებია, რომლებიც უბიძგებს სასულიერო პირს თუ ნებისმიერ მორწმუნეს, რომ იფიქროს მეორედ მოსვლის მოახლოებაზე. პატრიარქმა თქვა ეს და ამაში არაფერია დარღვევა ან გადაცდომა. პატრიარქი, როგორს პირველი სასულიერო პირი, ვალდებულია, განმარტოს ეს პროცესები. თუ ამ სწავლებას მორწმუნეებს არ მივცემთ, ე.ი ეკლესია არ ასრულებს თავის ფუნქციას, რელიგია ყოველთვის რელიგიას უნდა ასწავლიდეს და ამაში საქილიკო და გასაკვირი არაფერია. - ქრისტიანული სწავლების მიხედვით რაში მდგომარეობს მეორედ მოსვლის არსი? როგორ არის ის წმინდა წერილში აღწერილი? - ტერმინი მეორედ მოსვლა კარგად უნდა ესმოდეს ყველა ქრისტიანს. პირველად მოსვლაში იგულისხმება ისეო ქრისტეს განკაცება, მისი მოღვაწეობა, რასაც ადგილი ჰქონდა ისტორიის გარკვეულ მონაკვეთში. ჩვენ ვიცით, რომ ახალი აღთქმა ეს არის კაცობრიობის ეპოქა, გადასვლა ძველი აღთქმიდან ახალ აღთქმაზე, რაც დაკავშირებულია მაცხოვრის მოვლინებასთან. მაცხოვარი მიწიერი მოღვაწეობის დროს ესაუბრებოდა მოწაფეებს, რითაც თქვა, რომ იგი კვლავ მოვიდოდა მეორედ და ყველა მომდევნო ეპოქაში მცხოვრებ ადამიანს უნდა ჰქონოდა ამის მოლოდინი. უფალმა თქვა, რომ ეს მოხდებოდა სამყაროს დასარულის წინ. შესაბამისად მაცხოვრის მეორედ მოსვლის შესახებ სწავლება ისეთივე ძველია, როგორც სხვა სწავლებები. ამიტომ არის რომ მაგალითად მრწამსში, რომელიც არის ქრისტიანის მთავარი კრედო, შესულია ცალკე მუხლი - "და კვალად მომავალ არს დიდებით, განსჯად ცხოველთა და მკვდართა, რომლისა სუფევისა არ არის დასასრულ". აგრეთვე მრწამსის მე-14 და მე-15 მუხლები ანუ ფინალური ნაწილები მიანიშნებს იმას, რომ ქრისტიანი აღიარებს აღდგომას და ის შინაგანად მოწოდებულია მეორედ მოსვლისა და აღდგომისთვის, რაც ნიშნავს დაუსრულებელ, დაუსაბამო ცხოვრების დასაწყისს. - როგორ უნდა ემზადებოდეს მორწმუნე ადამიანი მეორედ მოსვლისთვის? განაგრძეთ კითხვა10950 6-ს მოსწონს
|