x
image
intermedia.ge
Mediator image
თბილისში ცნობილი ქუჩის მუსიკოსი გარდაიცვალა - "გადაიტანა უამრავი ტკივილი, შიმშილი, ჩაგვრა..."
image


თბი­ლი­სე­ლე­ბის­თვის კარ­გად ნაც­ნო­ბი ქუ­ჩის მუ­სი­კო­სი, სა­მირ სავ­ჩუ­კი გარ­და­იც­ვა­ლა. თბი­ლი­სის მეტ­რო­სად­გუ­რებ­ში და მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლებ­ში ხში­რად შე­ამ­ჩნევ­დით ახალ­გაზ­რდა, გა­მორ­ჩე­უ­ლი გა­რეგ­ნო­ბის მა­მა­კაცს, სწო­რი შავი თმი­თა და ჭრე­ლი თვა­ლე­ბით, რო­მე­ლიც გი­ტა­რა­ზე უკ­რავ­და და გამ­ვლე­ლე­ბის­თვის მღე­რო­და. ბოლო 15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­მირ სავ­ჩუ­კი ქუ­ჩა­ში დაკ­ვრით ირ­ჩენ­და თავს.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მირ სავ­ჩუ­კი თბი­ლის­ში ვე­ძი­ნის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში 27 ნო­ემ­ბერს იპო­ვეს გარ­დაც­ვლი­ლი. საქ­მე აღიძ­რა 115-ე მუხ­ლით. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი სახ­ლში ალ­კოჰო­ლუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ მი­ვი­და და გარ­დაც­ვლი­ლი დი­ლას, სა­წოლ­ში იპო­ვეს.


სა­მირ სავ­ჩუ­კის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი ნაც­ნო­ბე­ბი და მე­გობ­რე­ბი წე­რენ:


"კარ­გი ბიჭი გარ­და­იც­ვა­ლა... წე­სი­ე­რი და თბი­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, ძა­ლი­ან ტრა­გი­კუ­ლი ცხოვ­რე­ბით. უზო­მოდ გა­ნიც­დი­და ჩვე­ნი ეპო­ქის სი­ცი­ვეს და ხში­რად წუ­წუ­ნებ­და, რომ ადა­მი­ა­ნო­ბას ვკარ­გავ­დით".

"გზა მშვი­დო­ბი­სა სა­მირ... მანდ მშვი­დად იქ­ნე­ბი - არც ზამ­თა­რი შე­გა­წუ­ხებს, არც სი­ცი­ვე, არც ხალ­ხი..."


"ძა­ლი­ან უყ­ვარ­და მისი ქვე­ყა­ნა, ის გა­ნიც­დი­და თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის ტკი­ვილს, სი­ცო­ცხლით და სიყ­ვა­რუ­ლით აღ­სავ­სე ადა­მი­ა­ნი, მე მას ვიც­ნობ­დი, და მიყ­ვე­ბო­და ხოლ­მე მის ცხოვ­რე­ბა­ზე, ძა­ლი­ან ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე მის­გან. ის ჩემი მე­გო­ბა­რი იყო, ის ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი იყო. გა­და­ი­ტა­ნა უამ­რა­ვი დამ­ცი­რე­ბა, შე­უ­რა­ცხყო­ფა, ტკი­ვი­ლი, ცემა, და­ჩაგ­ვრა, სი­ცი­ვე, შიმ­ში­ლი...


იხილეთ ვიდეოს ბმული:

image


ამ ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად ის მღე­რო­და სიყ­ვა­რულ­ზე, და ყვე­ლას მო­უ­წო­დებ­და სიყ­ვა­რუ­ლის­კენ, ვერ იტან­და უსა­მარ­თლო­ბას! ნა­თელ­ში იყოს მისი სული, გა­მიკ­ვირ­და, ეს დღე­ე­ბი არ ჩან­და, მივხდი რომ მას რა­ღაც მო­უ­ვი­და, ძა­ლი­ან ბევ­რი რამ მახ­სოვს და შე­მიძ­ლია ვთქვა მას­ზე... ვინც მას ჩაგ­რავ­და, რა ნა­მუ­სით და გუ­ლით შეძ­ლებთ ცხოვ­რე­ბას! თქვე­ნი მი­ყე­ნე­ბუ­ლი ტკი­ვი­ლი მას მი­წა­ში ჩაყ­ვა!" - წე­რენ გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლე­ბი.


სა­მირ სავ­ჩუკს ძა­ლი­ან ტრა­გი­კუ­ლი ის­ტო­რია ჰქონ­და. 4 წლის ასაკ­ში დე­დამ მი­ა­ტო­ვა - კი­ე­ვის ერთ-ერთ შე­ნო­ბა­ში, მერ­ვე სარ­თულ­ზე და­ტო­ვა და წა­ვი­და. პა­ტა­რა ბიჭი ბავ­შვთა სახ­ლში აღ­მოჩ­ნდა, სა­ი­და­ნაც სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­მო­იყ­ვა­ნა ჭი­ა­თუ­რა­ში მცხოვ­რებ­მა ცოლ-ქმარ­მა. მისი დე­დო­ბი­ლი რუსი, მა­მო­ბი­ლი კი, უკ­რა­ი­ნე­ლი იყო. თუმ­ცა, არც მათ­თან ჰქო­ნია ბედ­ნი­ე­რი ცხოვ­რე­ბა ბიჭს - რო­გორც თა­ვად ჰყვე­ბო­და გია ჯა­ჯა­ნი­ძის "სხვა რა­კურ­სში", ის მათ­თვის არა შვი­ლი, არა­მედ მონა იყო.


15 წლის ასაკ­ში სა­მი­რი თბი­ლის­ში გა­და­ვი­და დე­დო­ბილ­თან ერ­თად სა­ცხოვ­რებ­ლად, მა­მო­ბილ­მა კი ოჯა­ხი მი­ა­ტო­ვა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ის მარ­ტო გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად და ქი­რით თბი­ლი­სის სხვა­დას­ხვა უბან­ში ცხოვ­რობ­და. რამ­დე­ნი­მე წლის წინ, სა­მი­რი ერთ-ერთ მეტ­რო­სად­გურ­ში გამ­ვლე­ლებ­მა სას­ტი­კად სცე­მეს. მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად, ქუ­ჩის მუ­სი­კოსს სუნ­თქვის პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა.

7
7307
14-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
7307
  
2021, 18 დეკემბერი, 15:25
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 30 ნოემბერი, 23:51
კარგად ხარ???? სტატია წაიკითხე და მერე გააკეთე მაგ შენი სექს საიტის რეკლამა შე ხრუშიანო
2018, 30 ნოემბერი, 18:01
ახვარი ხელისუფლება ჯიბეს ისქელებს ასეთ შემოქმედ ადამიანებს კი ყურადღებას არ აქცევენ
2018, 30 ნოემბერი, 9:28
როგორ შემეცოდა. ღმერთმა დაუმკიდროს სასუფეველი :(
2018, 30 ნოემბერი, 2:59
ერთხელ მატარებელი გავუშვი რომ ამისთვის მესმინა. ცუდია რომ დაფასება აკლდა ასეთ ნიჭიერ კაცს. იმედი მქონდა რომ გამოვიდოდა რომელიმე შოუში, მაგალითად ნიჭიერში :/
2018, 29 ნოემბერი, 18:33
ვაიმეე, არ მჯერა,რა სამწუხაროა ნაადრევ ასაკში გარდაცვალება, მით უმეტეს ასეთი ნიჭიერი და საუკეთესო ადამიანისა.. ერთი კვირა არცაა, დიდუბის მეტროსთან ბიჭუნას, რომელიც მოწყალებას ითხოვდა, რაღაცები ჰკითხა, თავზე ხელი გადაუსვა, კარგი ბიჭი ხარ, რომ აქ დგახარ და მოკრძალებით ითხოვ დახმარებას, კი არ
ქურდობო.. მერე მეგობარს მიუბრუნდა, არ სჯობია, ქუჩაში იდგეს, იმღეროს ან რამე და ლუკმა პური სამართლიანი გზით იშოვოს, მეზიზღება ტიპები, რომ ქურდობენ და თან ამის გამო თავი მოსწონთო.. და მერე აბსოლუტურად ფხიზელი,მაგრამ მაინც არეული ნაბიჯებით გაუდგა გზას, თითქოს დედამიწა ემძიმებაო.. გავიფიქრე, როგორი გამხდარია, ფიზიკურადაც კი როგორ ეტყობა, რაც ცხოვრებას უწამებია-მეთქი..საშინლად დასანანი ამბავია მთელი საზოგადოებისათვის (თუ კი საზოგადოება და სახელწმიფო გვაქვს საერთოდ).. დაე, იქ დაევანოს მის სულს, სადაც მართალნი განისვენებენ..
2018, 29 ნოემბერი, 16:20
სასუფეველი დაუმკვიდროს ღმერთმა, სამწუხაროა ასეთ ასაკში რომ წავიდა იმქვეყნად.
ადამიანებმა ადამიანის სახე დავკარგეთ.
0 1 7