x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
რას ნიშნავს შენი სახელი? - საქართველოში გავრცელებული ქალის სახელების განმარტება
image

მოს­წონს თუ არა, ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს თა­ვი­სი სა­ხე­ლი აქვს - და­ბა­დე­ბი­დან ასე და­არ­ქვეს და სა­კუ­თარ სა­ხელს ისიც იფე­რებს, იხ­დენს, ეგე­უ­ე­ბა. ზოგ­ჯერ სა­ხე­ლის კნი­ნო­ბით ფორ­მას ირ­ჩევს, ან ურ­ჩე­ვენ და იმ ფორ­მით მი­მარ­თა­ვენ. რო­გორც უნდა იყოს, ალ­ბათ თი­თო­ე­ულს აინ­ტე­რე­სებს მისი სა­ხე­ლი­სა თუ გვა­რის ის­ტო­რია, წარ­მო­მავ­ლო­ბა. გვა­რებ­ზე პე­რი­ო­დუ­ლად ვაწ­ვდით ჩვენს მკი­თხველს ინ­ფორ­მა­ცი­ას.


ამ­ჟა­მად ქა­ლე­ბის სა­ხე­ლებ­ზე შევ­ჩერ­დე­ბით და სა­ქარ­თვე­ლო­ში გავ­რცე­ლე­ბულ ზო­გი­ერთ ცნო­ბილ სა­ხელს გა­გაც­ნობთ, რო­მელ­თა წარ­მო­მავ­ლო­ბის ის­ტო­რია პრო­ფე­სორ ზუ­რაბ ჭუმ­ბუ­რი­ძის ცნო­ბილ წიგნ­ში "რა გქვია შენ?" არის მო­ცე­მუ­ლი.


ანა - (ძვე­ლი ებ­რა­უ­ლი სა­ხე­ლი) სა­სურ­ვე­ლი, სან­დო­მი­ა­ნი, სა­ა­მო, რო­მე­ლიც ღვთის­მშო­ბელ მა­რი­ა­მის დედა ერ­ქვა. ეს სა­ხე­ლი ერ­ქვა ასე­ვე წი­ნას­წარ­მე­ტყველს და რამ­დე­ნი­მე მო­წა­მეს. სა­ხა­რე­ბა­სა და სხვა უძ­ვე­ლეს ტექ­სტებ­ში გვხვდე­ბა ორგვა­რი და­წე­რი­ლო­ბით (ანა||ანნა): "იყო ანა (მუნ ანნა ჩ) წი­ნას­წარ­მე­ტყუ­ე­ლი, ასუ­ლი ფა­ნუ­ვე­ლი­სი" (ლუკა 2, 36). მო­ფე­რე­ბი­თი ფორ­მე­ბია: ანო, ანუ­კა, ანი­კო, ანი.



ანას­ტა­სია - (ბერ­ძნუ­ლი) "მკვდრე­თით აღ­მდგა­რი, " "სი­ცო­ცხლეს დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი". იგი­ვე ფუძე გვხვდე­ბა ვა­ჟის სა­ხე­ლა­დაც (მათ შო­რის, არი­ან მო­წა­მე­ნიც). ბერ­ძნულ­ში ერთი ფუ­ძი­დან ნა­წარ­მო­ე­ბი ქა­ლი­სა და ვა­ჟის სა­ხე­ლე­ბი ფორ­მით გან­სხვა­ვე­ბუ­ლია: ანას­ტას და ანას­ტა­სია, ათა­ნა­სე და ათა­ნა­სია, ალექ­სან­დრე და ალექ­სან­დრა, ევ­გე­ნი და ევ­გე­ნია... სხვა ენებ­ში ეს გან­სხვა­ვე­ბა ზო­გან შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია, ზო­გან - არა. ქარ­თულ­ში ანას­ტა­სია მხო­ლოდ ქა­ლის სა­ხე­ლად გვხვდე­ბა, ვა­ჟის სა­ხე­ლი ანას­ტა­სი კი თარ­გმნი­ლია (ესაა აღ­დგო­მე­ლა, რო­მე­ლიც დღეს სა­ხე­ლად აღარ გვხვდე­ბა, მაგ­რამ შე­მო­ნა­ხუ­ლია აღ­დგო­მე­ლაშ­ვი­ლის გვარ­ში). ანას­ტა­სი­ას შე­მოკ­ლე­ბუ­ლი ფორ­მე­ბია: ტასო, ტა­სი­კო, ნას­ტა, ნას­ტია.


ბაია - ქარ­თუ­ლი მინ­დვ­რის ყვა­ვი­ლის სა­ხე­ლია, რო­მე­ლიც ქა­ლის სა­ხე­ლად იქცა (შე­ა­და­რეთ: ია, ვარ­დო, ენ­ძე­ლა...). ბაია გვხვდე­ბა ვა­ჟის სა­ხე­ლა­დაც, სა­ი­და­ნაც მი­ღე­ბუ­ლია გვა­რი ბა­ი­აშ­ვი­ლი (ის­ტო­რი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტებ­ში დას­ტურ­დე­ბა XIII ს-დან), მაგ­რამ ეს ვა­ჟის სა­ხე­ლი სულ სხვა წარ­მო­შო­ბის უნდა იყოს.

ასი­ნეთ - ძვე­ლი ებ­რა­უ­ლი სა­ხე­ლია, მომ­დი­ნა­რე კოპ­ტუ­რი­დან. ზუს­ტი ეტი­მო­ლო­გია არ მო­ე­პო­ვე­ბა. გან­მარ­ტა­ვენ რო­გორც "ნე­ი­თი­სა" ("ნე­ი­თი­სად­მი შე­წი­რუ­ლი" ან "ნე­ი­თის მსა­ხუ­რი". ნე­ი­თი და ნე­ი­თა ეგ­ვიპ­ტელ­თა სიბ­რძის ღვთა­ე­ბის სა­ხელ­წო­დე­ბაა).

ას­მათ - (არა­ბუ­ლი) "უმ­წიკ­ვლო", "უმან­კო, " "პა­ტი­ო­სანს" ნიშ­ნავს. არა­ბულ­ში იხ­მა­რე­ბა ქა­ლის და­სა­ხა­სი­ა­თებ­ლად, სა­პა­ტიო ეპი­თე­ტად. სა­კუ­თარ სა­ხე­ლად პირ­ვე­ლად " ვე­ფხის­ტყა­ო­სან­ში" გვხვდე­ბა და მისი მეშ­ვე­ო­ბით ფარ­თოდ გავ­რცელ­და.

ბა­ბა­ლე - (ბერ­ძნუ­ლი) "უცხო­ე­ლი, " "არა­ბერ­ძე­ნი". ბერ­ძნულ­სა და ზოგ სხვა ენა­ში გვხვდე­ბა რო­გორც ქა­ლის, ისე ვა­ჟის სა­ხე­ლად. ამ სა­ხე­ლით ცნო­ბი­ლია რამ­დე­ნი­მე წმინ­და­ნი. მრა­ვალ ენა­ში ეს სი­ტყვა ნა­სეს­ხე­ბია სა­ზო­გა­დო სა­ხე­ლის მნიშ­ვე­ლო­ბი­თაც ("ბარ­ბა­რო­სი, " რუ­სუ­ლი варвар). ქარ­თულ­ში ქა­ლის სა­ხე­ლად ბერ­ძნუ­ლი­დან ნა­სეს­ხე­ბი პირ­ვე­ლა­დი ფორ­მაა ბარ­ბა­რე, მისი დი­სი­მი­ლა­ცი­ით მი­ღე­ბუ­ლია ბარ­ბა­ლე, რ-ს და­კარ­გვით - ბა­ბა­ლე, შე­მოკ­ლე­ბით - ბაბი. გვხვდე­ბა აგ­რეთ­ვე ნა­ირ­ფე­რო­ვა­ნი სა­ა­ლერ­სო ფორ­მე­ბი: ბაბე, ბა­ბუ­ლი, ბა­ბუ­ლია, ბა­ბუ­ცი, ბა­ბუ­ცა. ამა­ვე სა­ხე­ლის რუ­სუ­ლი გზით შე­მო­სუ­ლი ფორ­მე­ბია: ვარ­ვა­რა, ვარა, ვა­რი­ჩკა. ზოგი მკვლე­ვა­რის აზ­რით, ეს სა­ხე­ლი უკავ­შირ­დე­ბა არა ბერ­ძნულს, არ­მედ შუ­მე­რუ­ლი ქალღმერ­თის სა­ხელს.

ბა­ბი­ლი­ნა - (ლა­თი­ნუ­რი) "ბა­ბი­ლო­სი". ვა­ჟის სა­ხელს ბა­ბი­ლოს, რო­მე­ლიც წარ­მო­შო­ბით სი­რი­უ­ლია და "აჯან­ყე­ბულს" ნიშ­ნავს, დარ­თუ­ლი აქვს ლა­თი­ნუ­რი სუ­ფიქ­სი ინ(ა) და ქცე­უ­ლია ქა­ლის სა­ხე­ლად (შე­ა­და­რეთ აგ­რა­ფი­ნა, ან­გე­ლი­ნა). სა­ა­ლერ­სო ფორ­მე­ბია: ბაბი, ბა­ბი­ლა.

არი­ად­ნა - (ბერ­ძნუ­ლი) "ძლი­ერ მო­სა­წო­ნი". ან­ტი­კურ მი­თო­ლო­გი­ა­ში ეს სა­ხე­ლი ჰქვია მეფე მი­ნო­სის ასულს, რო­მე­ლასც შე­უყ­ვარ­და ეგე­ო­სის შვი­ლი - გმი­რი თე­ზევ­სი და და­ეხ­მა­რა, და­ე­მარ­ცხე­ბი­ნა კა­ცი­ჭა­მია ურჩხუ­ლი მი­ნო­ტავ­რი და მშვი­დო­ბი­ა­ნად და­ეღ­წია თავი ლა­ბი­რინ­თი­სათ­ვის, სა­დაც ურჩხუ­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და.


და­რე­ჯან - არის სა­ხე­ლის ნეს­ტან-და­რე­ჯა­ნის ნა­წი­ლი. მისი მო­ფე­რე­ბი­თი ფორ­მე­ბია და­რია, დარო, და­რი­კო. და­რე­ჯან-ისა­გან ნა­წარ­მო­ე­ბია გვა­რი დარ­ჯა­ნია. და­რია და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხე­ლიც არის, ნიშ­ნავს "მფლო­ბელს".


დოდო - (ქარ­თუ­ლი) მო­ფე­რე­ბით: დო­დო­ნა, დო­დი­კა, დო­დი­კო. წარ­მო­ად­გენს გოგო-ს სა­ხეც­ვლილ ფორ­მას, ისე, რო­გორც ჩვი­ლი ბავ­შვე­ბი გა­მოთ­ქვა­მენ. დოდო გვხვდე­ბა აგ­რეთ­ვე კა­ცის სა­ხე­ლად, რო­მე­ლიც სულ სხვა წარ­მო­შო­ბი­საა (ბიბ­ლი­უ­რი სა­ხე­ლია და "ღვთის მე­გო­ბარს" ნიშ­ნავს).


ან­გე­ლი­ნა - ამ სა­ხე­ლის ფუძე ბერ­ძნუ­ლია: ან­გელ, ან­გე­ლოს თავ­და­პირ­ვე­ლად ნიშ­ნავ­და "ამ­ბის მომ­ტანს, " "მო­ამ­ბეს, " შემ­დეგ მხო­ლოდ "ღვთის მო­ამ­ბეს ", " ღვთის მა­ხა­რო­ბელს " (ან­გე­ლოზს). ამ სი­ტყვას ლა­თი­ნურ­ში დარ­თუ­ლი აქვს "ინ" სუ­ფიქ­სი (ისე­ვე არის მი­ღე­ბუ­ლი, რო­გორც აგ­რა­ფი­ნა).


გვან­ცა - (ქარ­თუ­ლი) სვა­ნუ­რად გვანც - "ჭინჭრა­ქა, " გა­და­ტა­ნით ნიშ­ნავს "ცელ­ქს, " "მო­უს­ვე­ნარს".


გი­უ­ლი - სპარ­სუ­ლი სა­ხე­ლია, შე­მო­სუ­ლია თურ­ქუ­ლი­დან "ვარ­დი".


ელო - ელე­ნე-ს შე­მოკ­ლე­ბუ­ლი ფორ­მაა.


ენ­ძე­ლა - ქარ­თუ­ლი სა­ხე­ლია.


ესმა - შე­საძ­ლოა მო­დი­ო­დეს არა­ბუ­ლი­დან და ნიშ­ნავ­დეს "ამაღ­ლე­ბულს" (ზ. სი­ხა­რუ­ლი­ძის ეტი­მო­ლო­გი­ით).


გო­გო­ლა - (ქარ­თუ­ლი) მნიშ­ვნე­ლო­ბა და­უდ­გე­ნე­ლია. სა­ეჭ­ვოა, რომ გო­გო­ნა-ს ფო­ნე­ტი­კურ ვა­რი­ანტს წარ­მო­ად­გენ­დეს, რად­გან წი­ნათ კა­ცის სა­ხე­ლიც ყო­ფი­ლა (შე­ა­და­რეთ გვა­რე­ბი გო­გო­ლა­ძე, გო­გო­ლაშ­ვი­ლი, გო­გო­ლა­უ­რი).


გუ­ლი­კო - (ქარ­თუ­ლი) ნა­წარ­მო­ე­ბია სი­ტყვი­სა­გან "გულ" სა­ა­ლერ­სო "იკო" სუ­ფიქ­სის დარ­თვით, გვხვდე­ბა კა­ცის სა­ხე­ლა­დაც. მის სრულ ფორ­მად ით­ვლე­ბა გუ­ლი­სა.


ევა - (ძვე­ლი ებ­რა­უ­ლი) "ცო­ცხა­ლი". ბიბ­ლი­ის მი­ხედ­ვით, ეს სა­ხე­ლი ერ­ქვა ქვეყ­ნად პირ­ველ ქალს, რო­მე­ლიც ღმერ­თმა პირ­ვე­ლი კა­ცის - ადა­მის ნეკ­ნი­სა­გან შექ­მნა და მის მე­უღ­ლედ აქ­ცია. მისი კნი­ნო­ბი­თი ფორ­მაა ევ­რო­პულ ენებ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი - ევე­ლი­ნა.


ეთერ - (ძვე­ლი ებ­რა­უ­ლი) "ვარ­სკვლა­ვი, " ან (ბერ­ძნუ­ლი) " ჰა­ე­რი, " "ეთე­რი". აქე­და­ნაა გვა­რი ეთე­რია. ქარ­თულ ხალ­ხურ ლე­გენ­და­ში ეთე­რი ჰქვია ულა­მა­ზეს მწყემს ქა­ლიშ­ვილს, რო­მე­ლიც შე­უყ­ვარ­და მე­ფის­წულ აბე­სა­ლომს. ამ ლე­გენ­დის სი­უ­ჟეტ­ზეა აგე­ბუ­ლი ზა­ქა­რია ფა­ლი­აშ­ვი­ლის ოპე­რა "აბე­სა­ლომ და ეთე­რი"... განაგრძეთ კითხვა <<<



1
8565
7-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
8565
  
2021, 2 ივნისი, 12:30
ქართული სახელებია: მზექალა, მგელიკა, ჭიჭიკია და კიდევ ერთი ორი. დანარჩენი არის არაბული, სპარსული, თურქული, ინდურიც, ბერძნული, ლათინურ-რომაული, ებრაული. თუ არ გჯერათ შეამოწმეთ თქვენი სახელის მნიშვნელობა და წარმომავლობა
0 1 1