საზოგადოება „სად ერეკლე და სად მიქაელ როთიო, ვიდრე გაიფიქრებთ, ერთი წუთი დამითმეთ“ - ლაშა ნაცვლიშვილი 2024, 17 ნოემბერი, 9:32 ![]() ნაცვლიშვილი საინტერესო პარალელებს ფეისბუქზე გამოქვეყნებულ სტატუსში აკეთებს: . გახსნილი ხვანჯარი და ხმის ფარულობა!.. სად ერეკლე და სად მიქაელ როთიო, ვიდრე გაიფიქრებთ, ერთი წუთი დამითმეთ: ყველა შევსწრებივართ საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ხვანჯარგახსნილ კაცს, რომელიც არც იშმუშნება, არც უხერხულობს და არც ხელს იფარებს უბეზე, ანუ თ ა ვ ი ს უ ფ ლ ა დ იქცევა, რადგან არ იცის, რომ ხვანჯარი შეხსნილი აქვს (ვიდრე ვინმე ღვთისნიერი დელიკატურად არ მიუთითებს ამაზე (რაც მალე, უკეთესია)). . ვინც ორი მილიონი ამომრჩევლის მოტყუება კენჭისყრიდან მხოლოდ მეოთხე დღეს სცადა – ხმის ფარულობა დარღვეული იყოო (ანუ ხვანჯარი შეხსნილი) – ის ხომ თავად ადასტურებს, რომ ხმის მიცემის დროს ამომრჩეველმა ამის თაობაზე არაფერი იცოდა და არჩევანს თავისუფალი ნების გამოხატვის პირობებში აკეთებდა (არ იშმუშნებოდა, არ უხერხულობდა, ხელს არ იფარებადა, ანუ თ ა ვ ი ს უ ფ ლ ა დ იქცეოდა), რაც აისახა კიდეც არჩევნების შედეგებში?მითუმეტეს, რომ ხმის ფარულობა რეალურად არ იყო დარღვეული (არც ხვანჯარი შეხსნილი), სხვა შემთხვევაში, კენჭისყრის დღეს ერთი საჩივარი მაინც დაიწერებოდა ამაზე და საჯაროდაც წიოკი ატყდებოდა. . ხოდა, ჩვენდა სამარცხვინოდ ბარიერგადალახულო ოპოზიციავ, გაეშვით იმის… რა ჰქვია … ხო, მიქაელ როთის წვალებას და დროზე დურთეთ თქვენი უტვინო და უსინდისო თავები პარლამენტში, ვიდრე გელოდებიან. გახსოვდეთ, დრო შეზღუდულია… --- წერს ლაშა ნაცვლიშვილი. 219 შეფასება არ არის
|