ქალი "მეტის გაძლება აღარ შემეძლო"-ბრაზილიელ გოგონას გიგანტური მკერდი მოაშორეს 13 ნოემბერი, 15:24
22 წლის სტუდენტს გიგანტომასტია აწუხებდა - ამ დაავადებით სარძევე ჯირკვლები იმდენად დიდი ხდება, რომ ქალს უამრავ ტანჯვას აყენებს.
პედაგოგიური ფაკულტეტის სტუდენტი ბრაზილიიდან, ტაინარა მარკონდესი, განიცდიდა მკერდის გადაჭარბებულ ზრდას. მისი მკერდი იმ ზომამდე გაიზარდა, რომ დაახლოებით 12 კილოგრამს იწონიდა.
თავად გოგონას წონა კი დაახლოებით 60 კგ-ია. რა თქმა უნდა, წინ ასეთი "ბარგის"მქონე სტუდენტისთვის ცხოვრება არ იყო უღრუბლო.
მას ქუჩაში კაცები მუდმივად მზერას აყოლებდნენ, ზოგიც უცენზურო კომენტარებით ამკობდა, ამის გარდა ყოველდღიური საქმიანობაც ნამდვილ ტვირთად ექცა. ტაინარა ნახევარ განაკვეთზე მუშაობს საბავშვო ბაღში ასისტენტად და დიდი მკერდის გამო მისთვის ძნელი იყო და შეუძლებელიც კი ბავშვის კალთაში ჩასმაც კი. გიგანტომასტიის გამომწვევი ზუსტი მიზეზები - ასეთი დიაგნოზი დაუსვეს ტაინარას - დღემდე უცნობია. ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს, რომ სარძევე ჯირკვლები იწყებენ ზრდას ჰორმონალური პრობლემებისა და სქესობრივი მომწიფების ან ორსულობის შედეგად გამოწვეული დარღვევების გამო. ზოგიერთ შემთხვევაში, გიგანტომასტია დაფიქსირდა რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტების მკურნალობის შემდეგ მედიკამენტებით, რომლებიც ცვლის მოცირკულირე პროლაქტინის დონეს სისხლში (D-პენიცილამინი, ციკლოსპორინი და ბუცილამინი). ასევე, სარძევე ჯირკვილის ქსოვილის გადიდება შეიძლება გამოწვეული იყოს ინფექციით. უცნობია რომელი კონკრეტული შემთხვევა მიეკუთვნება მარკონდესს, მაგრამ გოგონამ გადაწყვიტა მკერდის დაპატარავება და ოპერაციისთვის ფულის შეგროვება შემოწირულობებით დაიწყო. მან მოახერხა დაახლოებით 40 000 რეალის შეგროვება და მალე ტაინარამ ოპერაცია გაიკეთა. ქირურგები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ, საბოლოოდ კი დაახლოებით 10 კილოგრამი მკერდის ქსოვილი მოაცილეს. ახლა მარკონდესს აქვს კოხტა, პატარა მკერდი და უზომოდ გახარებული ადარებს საკუთარ თავს ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ დიდია ალბათობა იმისა, რომ მომავალში გოგონა ვერ შეძლებს ბავშვის კვებას და სარძევე ჯირკვლის მგრძნობელობა კითხვის ნიშნის ქვეშ დარჩება, ის მაინც არაფერს ნანობს. 487 2-ს მოსწონს
|