საზოგადოება „თავზარი დამეცა" - სამ მცირეწლოვანს დედა გარდაეცვალა, მამა პატიმარია, ბავშვები უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ 6 ნოემბერი, 10:20 . დიკა სალაყაია სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. დაიღუპა მრავალშვილიანი დედა, ლიკა, რომელსაც საზოგადოება აქტიურად ეხმარებოდა. . "მეგობრებო, საშინელი ამბავი გვაქვს, ბავშვების დედა გარდაიცვალა. გუშინ ცუდად გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს, გული გაუჩერდა. თავზარი დამეცა ახლა, ბავშვებს ვესაუბრე და ისეთ დღეში ვარ… ჩვენს ლამაზთვალება პატარებს დედა აღარ ჰყავთ. ბავშვების დედიკოს შაბათს დაკრძალავენ. ახლა მათ გვერდით უნდა ვიყოთ და ასეც იქნება.…“ - წერს დიკა სალაყაია. დიკა სალაყაია მეორე პოსტსაც აქვეყნებს: "ახლა პატარებთან ვართ. ისეთი დათრგუნულები არიანცოტახნით გამოვარიდეთ ტკივილს. წუხელ დედასთან გავათენეო გაბრიელმა.მთავარია სახლის პრობლემა მოვაგვაროთ, რომ მევახშემ ქუჩაში არ დატოვოს პატარები. საღამოს ყველაფერს გაგაებინებთ. . ახლა დავბრუნდით… რაც ამ ეტაპზე სჭირდებოდათ ყველაფერი მოვუგვარეთ. ბავშვები ერთად იქნებიან! დანარჩენს დაკრძალვის შემდეგ უნდა მივხედოთ….
თუ ვინმეს ვერ გიპასუხეთ მაპატიეთ, ისეთი მძიმე და ემოციური დღე მქონდა.
ახლა პატარებსაც არაფერი ახარებთ…
სული და გული სტკივათ…
კითხვები აქვთ…
თვალებში ჩაგუბებული ცრემლები აქვთ…
დამსხვრეული ოცნებები აქვთ…
სულში ნაადრევად გაჩენილი იარები აქვთ…
ობლები ჰქვიათ.
“დედა საღამოს გაიღვიძებს, წყალი უნდა დალიოს.”
“დედა ახლა მხედავს?”
“წუხელ დედასთან ვიჯექი, არ დამიძინია…”
“ყველაფერი ინსულტი რომ მიიღო იმის ბრალია…”
“საჭმელი არ მინდა, დედა მინდა!”
“დედას ტელეფონიდან ფოტოებს არასოდეს წავშლი.”- ახლაც ჩამესმის მათი ხმები და რა გაათენებს ამ ღამეს…
მეც მათთან ერთად ჩემი ტკივილი მტკივა თავიდან…
ღმერთოოოო, რატოოოოომ?!
.
საქართველოს ბანკი,
ანგარიში: #GE53BG0000000027533500
თიბისი ბანკი,
ანგარიში: #GE64TB7986745061100060
გზავნილი შეგიძლიათ: Diana Salakaia"
176 შეფასება არ არის
|