x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ვინც დაკარგა ოცნებამ, ის ხალხი გახარიასთან გადავიდა, მაგრამ ფაქტია, ასევე დიდი სეგმენტი შეიძინა“ – შორენა შავერდაშვილი

image.

ჟურნალისტი და მედიააკადემიის დირექტორი შორენა შავერდაშვილი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებსა და ტრამპის გაპრეზიდენტებას ერთმანეთს ადარებს და ამბობს, რომ ორივე შემთხვევაში არჩევნებზე ისეთი ამომრჩეველი გამოცხადდა, რომლებიც მრავლი წელია არჩევნებზე არ ყოფილან. სწორედ ამან გამოიწვია გამარჯვების მაღალი მაჩვენებელი. ის მიიჩნევს, რომ ქართული ოცნების დაკარგული ამომრჩეველი გახარიასკენ გადაიხარა, თუმცა ოცნებამ ახალი ამომრჩეველიც მრავლად შეიძინა.



შორენა შავერდაშვილი საინტერესო პარალელებს ავლებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


.


"1. ამერიკამ ტრამპი რომ აირჩია, მეორე დილით მთელმა ლიბერალურმა მედიამ თავში ხელი შემოირტყა და იკითხა, ეს როგორ დაგვემართაო? მალევე მოჰყვა ანალიტიკა თაიმსებში და ნიუ-იორკერებში - თურმე არჩევნებზე მოვიდა ის ხალხი, ვინც არც ერთ კვლევაში არ ჩანდა, ვინც ვერ გავზომეთ და ვერ ვემუშავეთ და ბოლო 30 წელი ხმა არავისთვის მიუციათო! ანუ იხუვლა "ერთ-სართულიანმა", შუა, კონსერვატიულმა და რელიგიურმა ამერიკამ!
.
2. პარალელი საქართველოსთან - პატიოსან სოციოლოგიურ კვლევას ვერ მოვიშველიებ, აღარ არსებობს ჩვენთან ეს სპორტი, მაგრამ ამ არჩევნებზეც მოხდა იმ ხალხის მობილიზება, ვინც 2012 წლის მერე არჩევნებზე არ ყოფილა, ზოგი მაშინაც არ ყოფილა, ვისზეც იმუშავა ყველა ნაციონალისტურმა მესიჯმა, იმიტომ, რომ ამ ხალხს ყელში აქვთ ამოსული ამდენი ტყუილი და ბლეფი, რაც დასავლეთის სახელით "პრავდება"...
.
ვინც დაკარგა ოცნებამ, ის ხალხი გახარიასთან გადავიდა, მაგრამ ფაქტია, რომ ასევე დიდი სეგმენტი შეიძინა. მე ვიცნობ ბევრ ასეთ ადამიანს, იმიტომ, რომ მიყვარს ჩემგან განსხვავებულ ადამიანებთან ურთიერთობა და მძაგს ბაბლები.
და ამის ანალიზი ჩვენთან არავის უნდა... ლოზუნგებს ხო ჩვენ არ უნდა გავცდეთ, არ შეიძლება!"
.
* * *
.
ერთი იდეა მაქვს, იქნებ რამეში დაგვეხმაროს.
პატარა ფბ-პროექტი რომ გავაკეთოთ:
"მე ხმა მივეცი...."
კონკრეტული პარტია რომ დავასახელოთ და ვთქვათ, რა მოლოდინები გვაქვს მათგან.
2-3-4-5 მოლოდინი ჩამოვწეროთ, მოკლედ.
მაგალითად: მე ხმა მივეცი კოალიცია "ძლიერი საქართველოსთვის" იმიტომ, რომ:
1. ჩემთვის მნიშვნელოვანია მათი დაპირება ევროკავშირში სწრაფ გაერთიანებაზე;
2. ჩემი ბებია-ბაბუისთვის მნიშვნელოვანია მათი დაპირებული 1000 ლარიანი პენსია და მჯერა, ამას შეძლებენ;
3. ახლა, ამ მოცემულობაში, მირჩევნია შევიდნენ პარლამენტში და საქმეს მიხედონ.
4.... გააგრძელეთ.
იქნებ პარტიებმაც უკეთ გაიაზრონ ჩვენი მოლოდინები და ჩვენც მივხვდეთ, რომ სინამდვილეში, უფრო მეტი რამ გვაერთიანებს, ვიდრე განგვასხვავებს;
პოლიტიკოსები ვერ მიიღებენ პროექტში მონაწილეობას. მათი ხმა ისედაც გვესმის", – აღნიშნავს შორენა შავერდაშვილი.
.
0
378
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
378
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0