x
image
Yoona
Mediator image
ამერიკელმა 11 საზღვაო კონტეინერისგან საოცნებო სახლი ააშენა
საოცნებო სახლის ასაშენებლად მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის. ხშირად პრობლემას წარმოადგენს არა საცხოვრებლის კონცეფცია და არქიტექტურა, არამედ მისი მშენებლობის ფინანსური ხარჯი. ჰიუსტონის (ტეხასის შტატი, აშშ) მკვიდრმა უილ ბრომ მოახერხა გრანდიოზული გეგმების განხორციელება მინიმალური დანახარჯებით. ააშენა უჩვეულო სამსართულიანი სახლი საზღვაო კონტეინერებისგან.



image



უილ ბრო დიზაინერია, ამიტომ იდეების ნაკლებობას არ განიცდის. მამაკაცს სურდა დიდი და უჩვეულო სახლის აშენება, ხოლო მსგავსი პროექტის განხორციელება იაფი საქმე არ არის. ამიტომაც გადაწყვიტა ყველაფერი გაეკეთებინა, რომ საკუთარი ძალებით შეექმნა სამსართულიანი ტაუნჰაუსის პროექტი, რომლის საფუძველი 11 საზღვაო კონტეინერი იყო.



image




ჰიუსტონში ყველაზე უჩვეულო სასახლის გამოჩენის ისტორია მარტივი არ იყო. უილმა თავდაპირველად დაიქირავა ადგილობრივი მშენებლები, რომელთაც უნდა შეექმნათ პროექტი და შემდეგ განეხორციელებინათ. სამწუხაროდ, მალე მოუწია მათთან დამშვიდობება, რადგან არ იყო კმაყოფილი მათი მუშაობის ხარისხით.



image



წარუმატებელი გამოცდილების შემდეგ გადაწყვიტა, რომ შეუძლია შექმნას პროექტი დამოუკიდებლად და განახორციელოს. 2011 წელს დაიბადა 11 კონტეინერისგან დამზადებული უნიკალური სახლის კონცეფცია, რომელიც მაშინვე გააფორმა კომპიუტერულ პროგრამაში 3D დიზაინისთვის.



image



როგორც უილმა თქვა, ასეთი უჩვეულო მასალა აირჩია იმიტომ, რომ საზღვაო კონტეინერები გამოირჩევა მაღალი სიმტკიცით გარე არახელსაყრელი ფაქტორების მიმართ. არ არის აალებადი, არ აშინებს ქარიშხალი და გამძლეა.



image



საქმის ხარისხიანად შესასრულებლად შეისწავლა სამშენებლო ლიტერატურა სატრანსპორტო კონტეინერებისგან სახლების აშენების შესახებ. წიგნებსა და ჟურნალებში ბევრი ორიგინალური და ძალიან სასარგებლო იდეა იპოვა.



image



მშენებლობას დიდი დრო არ დასჭირდა და 232 მ² ფართობის „ყუთი“ უკვე რამდენიმე კვირაში მზად იყო. შემდეგ უილმა ახალი სახლის დათბუნა დაიწყო, რადგან მისი კედლების ლითონი ხურდებოდა მზის სხივებზე და ცივ სეზონზე ყინულივით ცივი ხდებოდა.



image



დათბუნების და საკომუნაციო სისტემის გაყვანის შემდეგ მის საყვარელ საქმეს მიხედა. ესაა ინტერიერის გაფორმება. ამ საკითხში ბრო პროფესიონალი იყო, ამიტომ მისი სახლი შიგნიდან გვაოცებს თანამედროვე გადაწყვეტილებებით და პატარა დეტალებამდე გათვლილი ერგონომიკით.



image



image



image



image



image



image



image



ასევე დაგაინტერესებთ:

ენთუზიაზმით სავსე მხატვარმა Mercedes-ის ძველი ავტობუსი სტუდიოს ტიპის სახლად გადააკეთა

ვისაც ეჩქარება: იტალიელი არქიტექტორი სახლს მხოლოდ 6 საათში აგიწყობთ

4 შვილიანმა ოჯახმა სასკოლო ავტობუსი სახლად გადააკეთა! შედეგი შესანიშნავია

მაქსიმალური ეკონომია: ავტოსახლი მზის ბატარეებზე

ყოფილი უსახლკარო პირველი ადამიანია აშშ–ში, ვინც 3D პრინტერით აშენებულ სახლში დასახლდა

0
132
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
132