x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„რამდენიმე მიტინგზე გაგიყვანენ, წინ და უკან გატარებენ და დაგშლიან. ბოლოს ყველა რა თქმა უნდა შევა “რუსულ” პარლამენტში“ - იაგო ხვიჩია
image

.

პარტია გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ ოპოზიციის დაანონსებული აქციები ფარსია და სულ მალე ისინი პარლამენტში მაინც შევლენ. ხვიჩია ასევე დარწმუნებულია, რომ სააკაშვილს ხმები მისივე ძმაკაცებმა მოჰპარეს და ამიტომაც გავიდა ნაცმოძრაობა მესამე ადგილზე, რეგიონებში კი მეოთხე ადგილზე. ამის შესახებ იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში პირდაპირ საუბრობს.

,


რჩევნები არ გაყალბებულა, უფრო ზუსტად რო ვთქვათ ისევე გაყალბდა, როგორც სულ ყალბდებოდა, თქვენს გონებას შეუქმნეს მატრიცა, რითაც თქვენი არჩევანი გააყალბეს.
მარტივად რო ვთქვათ, თქვენით შემოგახაზინეს ყ…

.

ახლა რამდენიმე მიტინგზე გამოგიყვანენ, წინ და უკან გატარებენ და დაგშლიან. ბოლოს ყველანი რა თქმა უნდა შევლენ “რუსულ” პარლამენტში და იქიდან დაუწყებენ პუტინს ბრძოლას.

.
ამაში დაიხარჯება 4 წელი. ესაა თამაშის შინაარსი.”- წერს გირჩი”-ს ლიდერი იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში.

“ამ თამაშმა წელსაც იმუშავა და ახლა ხდება მისი კულმინაცია, გაბრაზებული ხალხის სიბრაზის ქუჩაში მიმობნევა და წაგებაზე შეგუების პერიოდის ამაზე გადატარება.
ჩვენ არ ვიყავით და არც მომავალში ვიქნებით ამის ნაწილი. ჩვენ დიდი ხანია გვღვიძავს. დიდი მადლობა 62334 ადამიანს, ვისაც თურმე ასევე ღვიძავთ.

.

არ ვიცი რატომ თქვენ, მაგრამ მხოლოდ თქვენ გააკეთეთ სწორი არჩევანი, დანარჩენები მატრიცის თრიფით მოძრაობდნენ, ბოტებივით.
ვუსურვოთ მათ მალე გამოღვიძება, ჩვენც დავეხმაროთ, რითაც შეგვიძლია. მანამდე კი ერთმანეთი ვიპოვოთ.”– წერს ხვიჩია.

.

იაგო ხვიჩია ბრალდებულ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც მიმართავს და შეახსენებს, რომ ის საარჩევნო ხმებით მისივე ძმაკაცებმა გაძარცვეს:

.

“ბატონო პრეზიდენტო, მე და თქვენ წავაგეთ ეს არჩევნები. თქვენმა მწამს აწ უკვე ყოფილმა საძმაკაცომ გაგძარცვეს და თქვენი ხმებით დალაგდნენ ქოცებთან. . როცა ამ აზრამდე მიხვალთ, დაგვიკავშირდით, – წერს იაგო ხვიჩია.

1
305
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
305
  
რაღაც პონტში მართალია იაგო,ესეთი თამაშის წესები მოქმედებს ქართულ პოლიტიკაში.ალბათ,ყველაზე კონსტრუქციული პარტია იყო გირჩი პარლამენტში,თუმცა მაინც თამაშს გარეში ჩარჩნენ ან ჩატოვეს. იაგოს ფეხბურთი უყვარს და კარგად გაიგებს ამ ამბავს,ჩემი გადასახედიდან თამაშგარეში ჩარჩნენ და ვერ გამოვიდნენ საკუთარი ბაბლიდან,სადაც 5% ბარიერსაც ლახავდნენ და დიდებით შედიოდნენ პარლამენტში. ეს მარტო გირჩებს არ ეხებათ,ბევრი პარტიაა არის საქართველოში,რომლებიც საკუთარი ბაბლიდან საზღვრავენ რეალობას და სულ წაგებულები არიან. არიან ისეთებიც,რომლებიც გარიგებებში შედიან და ხმების დათმობის ან ახევის გამო ფულს იღებენ,ეს არის მთელი მათი პოლიტიკა თუ ბიზნესი. საქართველოში არ არსებობს არც რეალური პოლიტიკა და არც ნამდვილი პოლიტიკოსები,არც არჩევნები არსებობს. ეს არის ერთი ბანდა,რომლებმაც განდევნეს ერთადერთი არჩეული ლიდერი და მერე მოკლეს,მას მერე ეს ბანდა მართავს ქვეყანას. თან ამბობენ,თურმე არჩევნებს იგებს ფული,ხოდა სადაც ფული წყვეტს ყველაფერს,იქ არჩევნებს რა უნდა?

პ.ს. რაც არ უნდა იყოს,გირჩი დარჩება პარტიად,ვინც პირველმა ამოიღო ხმა კვოტირების ამბავზე და გააუქმა კიდეც. რითაც აჩვენა ოპოზიციის და ხელისუფლების თანამშრომლობის მაგალითი,რაც ასევე კარგი იყო წინა პარლამენტში. ამ კონფიგურაციით,სრული ბარდაგი იქნა მიღებული პარლამენტში,ოპოზიცია თუ შევა,იქნება ცუების და გინების კორიანტელი მთელი 4 წელი,არავის უკითხავს ქართველი ხალხისთვის,რატომ უნდა იხარჯებოდეს მათი გადასახადები ამ მუქთახორებზე,თუმცა რას კითხავდნენ,როცა ქართველი არის ცხვარი და საითაც გარეკავ,იქეთ წავლენ.
0 1 1