x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"წაბლის ბანკეტი"-გარყვნილება და ორგია რომის პაპის კარზე+16
imageწაბლის ბანკეტი არის დღესასწაულის ტრადიციული სახელი, რომელიც იმართებოდა სამოციქულო სასახლეში რომის პაპის ალექსანდრე VI-ის ძის, ჩეზარე ბორჯიას მიერ ყველა წმინდანის დღის წინა დღეს, 1501 წლის 31 ოქტომბერს.


რომის პაპის სასახლეში გამართულ ნადიმს, სხვა სტუმრებთან ერთად ალექსანდრე VI თავის შვილებთან: ჩეზარე და ლუკრეცია ბორჯიებთან ერთად ესწრებოდა.


მასში მონაწილეობას იღებდა 50 მეძავი (კურტიზანი), რომლებიც მოქეიფეებთან ჯერ ჩაცმულები, ხოლო შემდგომ გაშიშვლებულები ცეკვავდნენ. ნადიმის დასრულების შემდგომ, ვერცხლის შანდლებს მაგიდიდან იატაკზე აწყობდნენ, მათ შორის წაბლს მიმოაბნევდნენ და ოთხზე დამდგარი შიშველი მეძავები მათ შეგროვებას იწყებდნენ. ამის შემდეგ სასულიერო პირები და საღამოს სხვა სტუმრები მეძავებთან სექსუალურ კავშირს ამყარებდნენ. ვის უფრო ყველაზე მეტჯერ ექნებოდა კურტიზანებთან სქესობრივი კავშირი. მაყურებლები, რომლებიც მსაჯების როლსაც ასრულებდნენ, დათვლის შედეგად გამარჯვებულებს გამოავლენდნენ და ჯილდოებს გადასცემდნენ.ჯილდო იყო აბრეშუმის მოსასხამები, ფეხსაცმელი, ბერეტები და სხვა .



ამერიკელი ისტორიკოსისა და ბიოგრაფის უ. მანჩესტერის თქმით, „მოსამსახურეები პაპს უთვლიდნენ თითოეული მამაკაცის ორგაზმს, რომელიც დიდად აღფრთოვანებული იყო მათი მამაკაცურობით და მათ ეაკულაციას მოცულობაში ზომავდა “. ის ასევე აღნიშნავს, რომ სექს სათამაშოებსაც იყენებდნენ.


image

ამგვარმა ისტორიებმა, რომის პაპის ანგარებამ და სიხარბემ ( ვაჭრობდა თანამდებობებით, კრეფდა ჯვაროსნულ მეათედს, ახდენდა შეძლებულთა ქონების კონფისკაციას და სხვა), ასევე მოარულმა ხმებმა, რომ ალექსანდრე VI პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს საწამლავით და ხანჯლით უსწორდებოდა და საკუთარ ქალიშვილთან, ლუკრეცია ბორჯიასთან ინცესტური სქესობრივი კავშირი ჰქონდა, მთელ ევროპაში რომის პაპთა რეპუტაციის დისკრედიტაცია და რეფორმაციის დაწყების დაჩქარება გამოიწვია.


მთავარ ფოტოზე:"წაბლის ბანკეტი"-ჰეინრიხ ლოსოვის ფერწერა

0
209
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
209
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0