საზოგადოებრივი რატომ გაყო სტალინმა გოგონები და ბიჭები სკოლებში და რა შედეგი მოჰყვა მის ექსპერიმენტს? 31 ოქტომბერი, 8:31 რატომ გაყო სტალინმა გოგონები და ბიჭები სკოლებში და რა შედეგი მოჰყვა მის ექსპერიმენტს? 1942 წ. იოსებ სტალინმა ბავშვების განათლების გენდერული ნიშნით გაყოფა გადაწყვიტა: ბიჭებმა და გოგოებმა, განათლების მიღება სხვადასხვა შენობაში, ან ერთი დაწესებულების, სხვადასხვა სართულზე დაიწყეს. რუსეთის იმპერიაში სკოლების, თუ სასწავლო ცენტრების უმეტესობა, გაყოფილი განათლებისთვის იყო განკუთვნილი და ცოდნა, რომელსაც გოგონები და ბიჭები იღებდნენ, ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებოდა. ბიჭები, ძირითადად, ზუსტ მეცნიერებებს და სამხედრო საქმეს ეუფლებოდნენ, გოგონები კი – უცხო ენებს, ცეკვას, ხელსაქმეს და სხვა მიმართულებებს სწავლობდნენ, რაც მომავალ დიასახლისებს აუცილებლად გამოადგებოდათ. 1918 წ. რუსეთის ფედერაციის განათლების პირველმა კომისარმა ლუნაჩარსკიმ, მხოლოდ ერთობლივი განათლება კი არ შემოიღო, – ის აუცილებელიც გახადა. სკოლებში კი, ორივე სქესისთვის სწავლება, ერთნაირი პროგრამით დაიწყო. ეს გადაწყვეტილება, გენდერული თანასწორობის სურვილით იყო ნაკარნახევი. ხოლო, "მამაკაცად" და "ქალად" დაყოფა, ბურჟუაზიის გადმონაშთად ითვლებოდა. ეს რეფორმა წარმატებული გამოდგა და განხორციელების უკვე პირველ წლებში, ზოგადი განათლების დონე საკმაოდ გაუმჯობესდა. თუმცა, 40–იანი წლების დასაწყისში, სტალინმა განათლების სისტემის რეფორმირება გადაწყვიტა და 1942 წლის ოქტომბერში, გენდერული ნიშნით, სკოლების გაყოფის განკარგულება გასცა. ახალი რეფორმის გატარება 1943 წელს, გაჩაღებული ომის პერიოდში დაიწყეს. ჩანაფიქრის მიხედვით, ქალთა და მამაკაცთა სკოლები, სხვადასხვა შენობებში უნდა ყოფილიყო და საკუთარი სამხედრო მომზადების ბაზა, სპორტული და სამეცნიერო აღჭურვილობა უნდა ჰქონოდა. თუმცა, ეს იდეა მხოლოდ დიდ ქალაქში განხორციელდა. პატარა დასახლების პუნქტებში კი, ბავშვების განთავსებას, სხვადასხვა სართულზე და სხვადასხვა კლასში ცდილობდნენ, ან ძველებურად, ერთად ასწავლიდნენ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებლების დეფიციტის განიცდიდნენ. სასწავლო პროგრამა ორივე სკოლაში ერთნაირი იყო, მხოლოდ სპორტული და სამხედრო მომზადება იყო განსხვავებული. ბიჭები ომის თამაშებით, საბრძოლო ხელოვნებით, წვრთნით და დაზვერვის გაკვეთილებით იყვნენ დაკავებულნი. მასწავლებლები სამშობლოს მომავალი დამცველების აღზრდას ცდილობდნენ. გოგონებს კი, მომავალ ექთნებად და დიასახლისებად ზრდიდნენ – მათ პირველადი დახმარების გაწევა და საოჯახო საქმეების მართვა უნდა შესძლებოდათ. ისტორიკოსები თვლიან, რომ სტალინი ამ ექსპერიმენტზე, ომის დროს, საშინელი რეალობის გამო წავიდა... მამაკაცები ბრძოლის ველებზე იღუპებოდნენ და საჭირო იყო მათი შემცვლელების აღზრდა. გარდა ამისა, დაობლებულ ბიჭებს "მამობრივი" აღზრდა სჭირდებოდათ, რომელსაც სახლში ვეღარ იღებდნენ. სკოლას ამ დანაკლისის კომპენსირება დაევალა. მასწავლებლები მალევე მიხვდნენ, რომ განცალკევებული განათლების იდეა ჩავარდნისთვის იყო განწირული. ქალთა კლასებში, დისციპლინა და აკადემიური მოსწრება მაღალ დონეზე იყო, მამაკაცებში კი – ქაოსი და უმეცრება სუფევდა. ვიდრე მამები ფრონტზე იღუპებოდნენ და დედებს ზურგი "ეჭირათ", ბიჭები ქუჩებში იზრდებოდნენ. ისინი თუთუნს და ალკოჰოლს დაეჩვივნენ, იგინებოდნენ და მასწავლებლებს არ უსმენდნენ. მასწავლებლები კი, ამ უკონტროლო ბრბოს, უბრალოდ, ვერ უმკლავდებოდნენ... ისინი ხვდებოდნენ, რომ კატასტროფა ხდებოდა, მაგრამ საკუთარი აზრების, ფართო საზოგადოებისთვის მიწოდებას ვერ ბედავდნენ. ვერავინ ბედავდა, არა მხოლოდ სსრ კავშირის ხელისუფლების გადაწყვეტილებების კრიტიკას, არამედ, მათში ეჭვის შეტანასაც კი. რაც შეეხება თავად ბავშვებს, ისინი უფრო მეტად, ერთად სწავლით იყვნენ დაინტერესებულნი. შერეულ კლასებში, მასწავლებლები კარგ აკადემიურ მოსწრებასა და დისციპლინას აკვირდებოდნენ. ბევრი ბიჭი, გოგონების თანდასწრებით, უფრო თავშეკავებულად იქცეოდა. განსაკუთრებით საშუალო სკოლაში, როდესაც მოზარდს სურდათ, რომ მერხის მეზობელ გოგონას მოსწონებოდა. წარუმატებელი ექსპერიმენტი, სტალინის გარდაცვალების შემდეგ დასრულდა. არხის სხვა სიახლეები:* როგორ ბეჭდავდა სსრ კავშირში, მსოფლიოში ყველაზე მაღალი ხარისხის დოლარს* ეგვიპტის გიგანტური სარკოფაგების საიდუმლო* მადაგასკარის ფრინველი, უნიკალური შესაძლებლობებით და გაოგნებული მეცნიერები* მცენარე, რომელიც ებრძვის დეპრესიას, შიზოფრენიასა და ალცჰაიმერის დაავადებას399 1-ს მოსწონს
|