x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„კომისიებში მუშაობენ 200 ლარის გამო და არა ხმების დასაცავად. ჩვენივე წევრები საჩივრებს არ წერდნენ“ - ჩერგოლეიშვილი

image

.

ძალიან ბევრ საყვედურს ვკითხულობ ოპოზიციის კომისიის წევრებზე.
დამკვირვებლები ჩივიან, ეძინათო, არც საჩივრებს წერდნენო, არანაირ წინააღმდეგობას არ უწევდნენ დარღვევებსო.
(ცხადია ყველას არ ეხება, მაგრამ გამონაკლისები წესს ადასტურებენ).
ზუსტად ვიცი, რასაც ყვებიან, იმიტომ რომ ეს ყველაფერი 2020 წელს გიგას კამპანიაში ნანახი მაქვს.
.
❗️ყველა პოლიტიკოსს ნანახი აქვს ვინც არჩევნებს გაკარებია. მაგრამ ისინი არიან ხარბი პოლიტიკური იმპოტენტები და ამიტომ არათუ არაფერს აკეთებენ ამ ანემიური კომისიის წევრების და კოორდინატორების ინსტიტუტის ამოსაძირკვად, არამედ ვინც ძირკვავს, იმასაც ხელს უშლიან.
ახლა მოვვყვები რას ვგულისხმობ და უკეთ დაინახავთ სურათს.
,
❗️ 2020 წელს, შოკში ჩამაგდო იმ ფაქტმა რომ ჩვენივე კომისიის წევრები დარღვევებზე საჩივრებს არ წერდნენ - მეზობლები ერთმანეთს არ ვუჩივითო, ჩვენს ერთერთ დამკვირვებლებს ნოტაციებს უკითხავდნენ.
ამ ყველაფერს სისტემური ახსნა აქვს და ეს ხალხი არაფერ შუაშია.
საქმე ისაა, რომ ქართული პარტიული პოლიტიკა დგას არა პოლიტიკურ შინაარსზე, არამედ ოლიგარქიულ ფულზე.
.
ოლიგარქის ფულის ხელში ჩაგდების გამო პოლიტიკოსები მონებად იყიდებიან, ყველა წესს არღვევენ, პარტნიორებს ყიდიან - სახეს კარგავენ.
პოლიტიკოსები დონორებისგან ფულს იღებენ, არა პოლიტიკური შინაარსის შექმნასა და გავრცელებაში, არამედ ხალხის ქირაობაში მიუხედავად მათი პოლიტიკური გემოვნებისა და შინაარსისა.
.
არჩევნებამდე 3 თვით ადრე, ისინი ქირაობენ ათასობით კოორდინატორს, ხარჯავენ მილიონობით დოლარს იმისთვის, რომ არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, ივანიშვილმა ჩამოიაროს და ზუსტად იმდენი მოისყიდოს, რამდენიც არჩევნების მოსაგებად სჭირდება - როცა საქმე ფულშია, მეტი ფული წყვეტს.
კომისიის წევრი არის ანაზღაურებადი პოზიცია - ბიუჯეტი უხდის ხელფასს. კომისიის წევრთა უდიდესი ნაწილი იქ არის 200 ლარის გამო, და არა იმის გამო რომ პარტიას მასთან შინაარსობრივი ბმა აქვს და ამომრჩევლის იდეების და არჩევანი დაიცვას.
,
ეს მშვენივრად იციან პარტიებმა, მაგრამ აბსოლუტურად არაფერს აკეთებენ ამის შესაცვლელად, პირიქით - ვინც აკეთებს, იმასაც ხელს უშლიან.
ახლა მოგიყვებით მაგალითს და კარგად მიხვდებით რას ვგულისხმობ.
2020 წელს დაქირავებულ კოორდინატორებთან და უშინაარსოდ, ხელფასის ხათრით დაქირავებულ კომისიის წევრებთან საძაგელი გამოცდილება რომ მივიღე, დავიწყე ფიქრი იმაზე, როგორ შეიძლება ეს შევცვალოთ და ამ დაქირავებული კარტოფილა ბიცოლების ნაცვლად, შინაარსით და ჩვენი იდეებით ანთებული ხალხი დავაყენოთ კომისიებში.
.
მოვიფიქრე პრაიმერიზი - დახურული შიდაპარტიული პრაიმერიზი.
ჩავთვალე რომ პრაიმერიზი საუკეთესო გზაა რეალური მხარდამჭერების აღმოსაჩენად, რომელსაც ჩვენი იდეების სჯერა, ჩვენს იდეებს ღია მხარდაჭერას უცხადებს, და მზადაა ეს იდეები კბილებით დაიცვას.
შევათანხმე პარტიის ლიდერებთან ეს იდეა და მხოლოდ ამის შემდეგ შევუერთდი პარტიას.
.
❗️პრაიმერიზის ამოცანა იყო, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში გვეპოვა პარტიის რეალური მხარდამჭერები, რომლებიც ღიად გამოხატავენ ჩვენს მხარდაჭერას და პრაიმერიზში მონაწილეობის გზით ჩაგვერთო პროცესში, როგორც პარტიის დელეგატი - ამოცანა იყო 2000 ასეთი ადამიანის პოვნა.
❗️შემდეგ, პრაიმერიზში მონაწილე დელეგატები ჩაგვერთო კომისიებში, იმისთვის რომ ჩვენი ხმები, ჩვენს აქტიურ მხარდამჭერებს დაეცვა.
ამ ყველაფერზე წერილობით მოვილაპარაკე კაკო ბობოხიძესთან და გიგი წერეთელთან.
.
ვუხსნიდი რატომ იყო საჭირო, რომ კომისიებში რეალური მხარდამჭერები გვყოლოდა და არა რაიონული თავმჯდომარეების ბიცოლები და მამიდები, რომლებსაც სულ ცალ ფეხზე ეკიდათ ჩემი და ბოკერიას ლიბერალური დემოკრატია და ევროპული პერსპექტივა და არც ამის დაცვას აპირებდნენ.
8 თვის განმავლობაში ამაზე ვმსჯელობდით და ის ორი იმპოტენტი თავს მიქნევდა.
.
როცა საქმე საქმეზე მიდგა და რეალური კონკურსი დაიწყო, მალევე გაირკვა რომ რეალური მხარდამჭერებით ორივე ბერიკაცს გადავხევ - ვუგებ!
როცა ეს გაირკვა, ისიც მალევე გაირკვა, რომ ეს ორი კორუმპირებული, გამყალბებელი ბერიკაცი, პარტიაზე კონტროლის შესანარჩუნებლად ჩვენი პარტიის მხარდამჭერებს კი არ ეძებს, არამედ სხვა პარტიებისგან თხოულობს ანემიურ, დელულუ ბებიებს და ბაბუებს, რომლებმაც ჩვენი პარტიის სახელიც არ იციან, არათუ ჩვენი იდეები და ასე აპირებენ ახალგაზრდების გუნდის "დამარცხებას".
.
პირველი 1000 დელეგატი რომ შევუმოწმეთ, 56-მა თქვა რომ ევროპული საქართველოს მხარდამჭერია, დანარჩენები იყვნენ ნაცები, ქოცები, აჰლები...
როდესაც ქოლცენტრის მიერ გადამოწმებული სიყალბე ვაჩვენეთ და გიგამ აუხსნა, რომ მისთვის ღირსების შემლახავია შიდა პარტიულ ბრძოლას თავის თანაგუნდელებს სხვა პარტიის ამომრჩევლებით უგებდეს და ამიტომ ის გაყალბებულ პროცესს არ დაუჭერს მხარს - ორივე კორუმპირებულმა ბერიკაცმა პარტიაში ვითარების აყირავება დაიწყო იმ ნეანდერტალელებით, ვისთვისაც ევროპული იდეები და ლიბერალური დემოკრატია კომპრომატია.
.
❗️საბედნიეროდ ამ პროცესმა მაინც იმუშავა და დღეს, ჩვენს გუნდს 1000-ზე მეტი იდეური თანამოაზრე ყავს, რომლებიც ქვას შეჭამენ საქართველოს ევროპული მომავლის გამო - ამ ხალხმა დააფუძნა ჩვენი პარტიაც. რეალურმა, ჩვენი იდეებით გულანთებულმა დელეგატებმა.
.
მაგრამ ჩვენ 2024 წლის არჩევნებიდან გამოთიშულები ვიყავით, სწორედ იმის გამო, რომ პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღებისას ავარია მოგვივიდა.
❗️სამაგიეროდ, არჩევნებში მონაწილე პარტიის პირველ ათეულში იყო კორუმპირებული გამყალბებელი გიგი წერეთელი, რომელმაც მამამისის პარტიაში ვერ იპოვა მხარდამჭერები - სხვა პარტიისგან ითხოვა ვიღაც დელულუ ხალხი, რომლებმაც პარტიის სახელიც არ იცოდნენ.
.
❗️ რაც ოცნებამ ამ არჩევნებში იკადრა, სულ ყველაფერი იკადრეს გიგი წერეთელმა და კაკო ბობოხიძემ:
მოსალოდნელი წაგების გამო წესების აყირავება, ხმების ჩაყრა, დამკვირვებლებისგან დამალვა, სხვა პარტიის ამომრჩევლების უბნებზე მოყრა, საკაციანი ხალხის ტარება, რომლებიც აზრზე არ იყვნენ რაში მონაწილეობდნენ.
ანუ გიგი წერეთელი და კაკო ბობოხიძე ქოცებისგან არაფრით განსხვავდებიან მეგობრებო - უბრალოდ უფრო უნიჭო გამყალბებლები არიან, ვიდრე ბიძინა და ამიტომ აგებენ.
❗️სანამ ქართული პოლიტიკა შინაარსს არ დაეფუძნება და ქართული პარტიები აი ამ კორუმპირებული, გამყალბებელი დინოზავრებისგან არ გაიწმინდება, იქამდე რუსეთთან სულ დამარცხდება ქართველი ხალხი.
‼️ გამყალბებელი გიგი წერეთელი დღეს საღამოს გაყალბებას გააპროტესტებს და ფურთხის ღირსი იქნება.
.
კომენტარებში კი ამატებს:
.
თორნიკე დიასამიძე, ბესო დონაძე და ლელა ქებურიაც გააპროტესტებენ გაყალბებას.
ოღონდ მაგ ცვედნებმა გაყალბების პროცესს საკუთარ პარტიაში დაუჭირეს მხარი იმ პოლიტსაბჭოზე ხელის აწევით, რამაც პარტია დაშალა, ჩვენი ამომრჩეველი თამაშგარე დატოვა და ბიძინას "გამარჯვებას" დაეხმარნენ.
თავიანთი უწესობა იმით ახსნეს, რომ გამყალბებლების სიაში "უფრო წინ" იყვნენ.
ახლა ალბათ ფეისბუქზე ღნავიან ეგ უწესო სირები.
.
0
226
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
226
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0