x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ეგვიპტის გიგანტური სარკოფაგების საიდუმლო

უდაბნოში, საკარას მახლობლად, ეგვიპტის ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ კუთხეში, სერაპეუმი (ტაძარი ან სხვა რელიგიური ნაგებობა) მდებარეობს, რომელშიც არაერთი უძველესი სამარხია აღმოჩენილი. ყველაზე საინტერესო კი, მყარი გრანიტის ბლოკებიდან გამოკვეთილი სარკოფაგებია, რომლის მასა 70-80 ტონაა, ზომები კი ასეთია: სიგრძე — 4 მ. და 2, 5 მ. სიგანე. ეს ობიექტები ნამდვილად რომ, გაოცებას იწვევს... საინტერესოა, ვისთვის, ან რისთვის იყო შექმნილი?

ოფიციალური მეცნიერება თვლის, რომ ეს სარკოფაგები, წმინდა ხარის — აპისის (ჰაპისი) დაკრძალვისთვის იყო განკუთვნილი. თუმცა, ბევრ მკვლევარს, ამ თეორიაში ეჭვი შეაქვს. კითხვები ჩნდება, არა მხოლოდ სარკოფაგების ზომასთან და წონასთან, არამედ, საოცარ სიგლუვესთან დაკავშირებითაც. ყველაზე საკვირველი კი ტრანსპორტირების საკითხია — კვლევის შედეგად დადასტურდა, რომ სარკოფაგები საკარში ასუანიდან ჩაიტანეს, რომელიც იმ ადგილიდან 1000 კმ–ზე მეტი მანძილით არის დაშორებული.


image


როდესაც XIX საუკუნეში, ფრანგმა არქეოლოგმა ოგიუსტ მარიეტმა სერაპეუმის შესწავლა დაიწყო, იმედი ჰქონდა, რომ წმინდა ხარის ნაშთებს აღმოაჩენდა. თუმცა, მისი მოლოდინი არ გამართლდა: მუმიფიცირებული ცხოველების ნაცვლად, სარკოფაგებში ათასობით პატარა ძვლის ფრაგმენტი აღმოაჩინეს, რომელიც ბიტუმის მსგავს წებოვან მასასთან იყო შერეული. ამ აღმოჩენამ მეცნიერი გააკვირვა და ტრადიციული წარმოდგენები, ეგვიპტური დაკრძალვის რიტუალებთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

მისტიკურმა აღმოჩენამ, არაერთი ჰიპოთეზა გააჩინა. მაგ., ვარაუდობენ, რომ სარკოფაგები, შესაძლოა, იმ არსებების დასამარხად გამოეყენებინათ, რომელთა "სიცოცხლეში" დაბრუნება არ უნდოდათ. სწორედ ამ მიზნით, მათი სხეულები განზრახ დაანაწევრეს და ბიტუმს შეურიეს. ეს ასპექტი, თავის მხრივ, ასევე დამატებით კითხვებს ბადებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა არსებები იყვნენ და რატომ ეშინოდათ, ძველ ეგვიპტელებს, მათი შესაძლო "აღდგომის"?

სხვა ვერსიით, სარკოფაგებს დაკრძალვისთვის კი არა, სამკურნალო ნივთიერებების შესანახად, ან რიტუალების ჩასატარებლად იყენებდნენ. ამ კონტექსტში, სარკოფაგებში ნაპოვნი ბეტუმის მასა, შესაძლოა, რიტუალების შემადგენელი ნაწილიც ყოფილიყო. თუმცა, არც ამ ჰიპოთეზას მიუღია ფართო აღიარება, არქეოლოგებს შორის.


image


ბევრი მკვლევარი, მათ შორის, უძველესი უცხოპლანეტელების ვიზიტების ჰიპოთეზის ცნობილი მომხრეები, როგორიც, მაგ., ერიხ ფონ დენიკენია, თვლიან, რომ სარკოფაგები, შეიძლება, არამიწიერი არსებების მიერ ჩატარებული გენეტიკური ექსპერიმენტების შედეგად შექმნილ, არსებებთან იყოს კავშირში. თუმცა, ამ თეორიის პოპულარობის მიუხედავად, ის მანიც ჰიპოთეზის დონეზე რჩება, რადგან მეცნიერული მონაცემებით არ დასტურდება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გიგანტური სარკოფაგების შესწავლა დღესაც გრძელდება. ჯერ–ჯერობით, არ ჩატარებულა ყოვლისმომცველი კვლევა და აღმოჩენილი ნაშთების დნმ-ის ანალიზი. ამიტომ, მეცნიერები ვერ პასუხობენ კითხვაზე, თუ რა ინახებოდა, ამ გრანიტულ საცავებში? შესაძლოა, შემდგომმა გათხრებმა და კვლევებმა, ამ საკითხს ნათელს მოჰფენს და გავიგოთ, რა საიდუმლოს მალავს საკარას ქვიშიანი უდაბნო?


image

არხის სხვა სიახლეები:


* მადაგასკარის ფრინველი, უნიკალური შესაძლებლობებით და გაოგნებული მეცნიერები

* ხელოვნების 15 ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევარი, რომელიც ნამდვილად გაგაოცებთ

* ფოტოგრაფის 15 ნამუშევარი, რომელიც 75 წლის მანძილზე კატებს იღებდა

* მცენარე, რომელიც ებრძვის დეპრესიას, შიზოფრენიასა და ალცჰაიმერის დაავადებას



0
218
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
218
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0