საზოგადოება „ქოცებო, თქვენ ვინ უნდა დააბულუნგოთ, მე სუფთა სისხლის ნაციონალი ვარ“ - მეგი გოცირიძე 24 ოქტომბერი, 16:33
,
ნაცმოძრაობის აქტიური მხარდამჭერი, ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:
,
ქოცებო, თქვენ ვინ უნდა დააბულუნგოთ, მე - სუფთა სისხლის ნაციონალი ვარ და იცით, რას ნიშნავს სუფთა სისხლის ნაციონალობა? არასოდეს, რომ არ გიღალატია და არაფრის სანაცვლიდ არ გაგიყიდია სამშობლო, ამაყად რომ ატარებ, შენს პოლიტიკურ- ნაციონალურ სტატუსსა თუ იდენტობას, რასაც პატრიიტიზმი ჰქვია, როცა არ გვყავს არათუ დამნაშავე, არამედ პუტინის პირადი, სამხედრო ტყვე- ლიდერი და მეტიც, ვამაყობთ ჩვენი ლიდერით . თქვენ კი პლედებში იმალებით რადგან იცით, რომ ჰყიდით სამშობლოს, გყავთ დამნაშავე, უწიგნური, ფლიდი, თაღლითი, თანამედროვე მსოფლიოს მიერ გარიყული, პუტინის მოკავშირე, ხელს რომ არავინ ართმევს მსოფლიოში, ისეთი ლიდერი....პ.ს. ჩემი ლიდერი #მიხოათქვენი ლიდერი #ხიხოა . მიშას ერთადერთი "დანაშაული" აქვს ჩადენილი, როცა მოსვლისთანავე, ზვიადის მკვლელებთან, ქვეყნის დამაქცევარ კოლაბორაციონისტებთან ზავი დადო და შერიგების აქტი გამოსცა, თანამდებობეზე დანიშნა, სათანადო შეფასება არ მისცა მათ ნამოქმედარს ქვეყნის წინაშე! 9 წელი, ყოველდღე ამაზე არ საუბრობდა, მოღალატეები, მკვლელები და ქვეყნის მაოხრებლები არ დასაჯა სამართლიანმა სასამართლომ ! სკოლების ინფრასტრუქტურაში კი არა, იმ სკოლებში დასაქმებული პედაგოგების "ტვინების ინფრასტრუქტურაში" უნდა ჩასხმულიყო ფული, დამატებითი ანაზღაურება, გადამზადება უნდა ყოფილიყო პრიორიტეტი ისტორიისა და ქართულის მასწავლებელთათვის, პატრიოტიზმი უნდა ჩადებულიყო ბავშვების ტვინებსა და გულებში, თორემ პირველივე კლასიდან კომპიუტერს რომ აჩვევ და ინგლისურს ასწავლი, მასწავლებლებს კი მონებს უტოვებ, მონის აღზრდილი თაობა, რომელმაც უცხო ენა და კომპიუტერი იცოდა, ვერც ბოლომდე მონად ჩამოყალიბდა და ვერც ბოლომდე თავისუფალ ადამიანად, თან მაშინ, როცა ზედა კლასში მყოფს (ახლა რომ 30 წლამდე არიან და #არამიშასო გაიძახიან), სკოლიდან წაგიყვანენ, დიდ ეკრანზე გაჩვენებენ კადრებს, რომელიც მტრის მიერ არის დადგმული, მტრის მიერ გადაღებული, მტრის მიერ შესრულებული და გეუბნებიან, რომ ეს გააკეთა სააკაშვილმა და მისმა ნაციონალურმა მოძრაობამ.... მერე, ეს კომპიუტერისა და უცხო ენის მცოდნე ხალგაზრდობა ქოლცენტრებში შერეკეს, მომავალი გაუშავეს, ათაღლითეს, დამნაშავედ აქციეს და შემდგომ ქოლცენტრები დაუხურეს, ისინი ან გაგექცევიან ქვეყნიდან, ან დაკომპლექსდებიან, განარკომანდებიან, ან დეპრესიაში ჩავარდებიან უფულობის გამო, რომელსაც ისე ჰქონდა თავში ავარდნილი, რომ პირობითად - "გლოვოზე "ვერ / არ გადაჯდება და ისევ ოცნების ჭაობში გადაეშვება... ჰოდა, იმ ძალიან მაგარ და გონიერ ადამიანებს ვენაცვალე განსაკუთრებით, ვისაც მიშას მნიშვნელობა ესმის, ვისი მოწამვლაც ვერ შეძლეს მიშათი, რადგან სწორედ ამ ახალგაზრდებმა უნდა ააშენონ ქვეყანა იმ გამოცდილ პატრიოტებთან ერთად, ვინც ისტორიის სწორ მხარეს იდგა ადრე და დგას ახლაც .... 282 შეფასება არ არის
|